ამ დღეებში არაერთხელო დავწერეთ, რომ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების 32 წლის თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მთხოვნელების რიგი დაუდგა

ამ დღეებში არაერთხელო დავწერეთ, რომ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების 32 წლის თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მთხოვნელების რიგი დაუდგა და იმასაც ვწერდით, რომ მირო ყველაზე მეტად „მილანს“ და „ლაციოს“ აინტერესებთ.

დღეს შეგვიძლია გაცნობოთ, რომ რომაელებმა კლოზეთი დაინტერესება დაადასტურეს. მეტიც: გაირკვა, რომ „ლაციო“ გამოცდილ გერმანელ გოლეადორს ორწლიან კონტრაქტს და საკმაოდ მაღალ ხელფასს, წელიწადში 1.8 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს ინფორმაცია გუშინ „კორიერე დელო სპორტმა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მიროს „ბაიერნთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. მიუნხენელებმა მას მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, ფეხბურთელს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი უნდა. გაირკვა ისიც, რომ კლოზეს გადაბირებაზე „ევერტონი“, „ტოტენჰემი“ და „ვალენსიაც“ სერიოზულად ფიქრობენ.

ბეკი იუვეს მიუახლოვდა

„ჰოფენჰაიმის“ მარჯვენა მცველი და გერმანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის წევრი ანდრეას ბეკი ტურინის „იუვენტუსს“ უახლოვდება. ეს ცნობა გერმანულ საინფორმაციო სააგენტოებს „ჰოფენჰაიმის“ მენეჯერმა ერნსტ ტანერმა დაუდასტურა. „ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ანდი ტურინში წავიდეს. მას უნდა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ამაღლდეს და ფიქრობს, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა მის კარიერაში უდიდესი ნაბიჯი იქნება. ფაქტია, რომ ბეკმა ჩვენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. ახლა მთავარია, რომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებთან მოვილაპარაკოთ,“ - უთხრა ტანერმა სააგენტო სიდ-ს.

როგორც ჩანს, 24 წლის მარჯვენა მცველს აზრი წასვლის შესახებ ვერც „ჰოფეს“ ახალმა მწვრთნელმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ შეაცვლევინა. ეს უკანასკნელი დანანებით ამბობს, გული მწყდება, რომ ასეთ ფეხბურთელს ვკარგავთო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „იუვენტუსმა“ „ჰოფენჰაიმს“ 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც „სოფლელებს“ ეცოტავებათ. არადა, ანდის გაისად კონტრაქტი უმთავრდება და თუ ახლა არ გაუშვებენ, ერთ წელიწადში „ჰოფენჰაიმს“ უკვე უფასოდ დატოვებს.

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე