სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ვერ გაუძლო NCAA-ს ერთ-ერთი წამყვანი – Big East-ის კონფერენციის ლიდერის სტატუსს და ბოლო 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა. "მეკობრეები" მიმდინარე სეზონში თითქმის სულ ლიდერობდნენ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯერ "ვილანოვასთან" (77:79) წააგეს, შემდეგ კი "კრეიტონთანაც" დათმეს (60:77) და საბოლოოდ სწორედ ამ გუნდების ზურგსუკან აღმოჩნდნენ.

სამივე ამ გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგით – 13 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, თუმცა ურთიერთშეხვედრებით პირველი ადგილი "კრეიტონს" ერგო, მეორე – "ვილანოვას", ხოლო მესამეზე "სეტონ ჰოლი" აღმოჩნდა. რაც მოხდა, ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს საჩემპიონო ამბიციის "სეტონ ჰოლს". მთავარი ხომ პლეი-ოფია, რომელიც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდს თავს ნიუ-იორკში მოუყრის და "მედისონ სკვერ გარდენში" 1 კვირის თავზე ჩემპიონი გამოვლინდება.

"სეტონ ჰოლმა" ის დაკარგა, რომ პლეი-ოფში მე-3 განთესილის სტატუსით შევა და პირველ წრეში (მეოთხედფინალში) არა აუტსაიდერ სენტ ჯონსს, არამედ მებრძოლ და საკმაოდ საშიშ "მარკეტს" შეხვდება. პირველობის პლუსი კიდევ ის იყო, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ოპონენტებს ფინალამდე არ შეხვდებოდა. რაც შეეხება მამუკელაშვილის ბოლო 2 წაგებულ მატჩში ნაჩვენებ სტატისტიკას, საკმაოდ შთამბეჭდავია. "ვილანოვასთან" სანდრომ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო "კრეიტონთან" - 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი.

ახლა მთავარი პლეი-ოფია. მამუკელაშვილისა და მაილს პოუელის იმედით სეტონჰოლელები ჩემპიონობას უმიზნებენ. ვნახოთ, ყველაფერი ნიუ-იორკში გაირკვევა, სადაც 13 მარტს Big East-ის საჩემპიონო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება. "სეტონ ჰოლის" პირველი მეტოქე "მარკეტი" იქნება.

GBF.GE

niko
მამუ ძალიან კარგად თამაშობს, სამწუხაროდ მისი გუნდის გამთამაშებლები დროულ პასებს არ აკეთებენ და ხშირად ბურთს უაზროდ კარგავენ და მბოლო წამამდე არ ესვრიან როდესაც რამოდენიმე მოთმაშე გახსნილია ხოლმე. ის ძალიან კარგად ხედავს მოედანს, აქვს კარგი 3 ქულიანი ტყორცნის სუფთა ტექნიკა, გამოირჩევა კარგი პასებით და ბურთსაც კარგად ატარებს. ამავე დროს ფიზიკურად ძალიან მოძლიერდა და ფარქვეშ დავაშიც და თავდასხმაშიც ბევრად გააუმჯობესა თამაში. ნბა-ში წესით კარგი კარიერა უნდა ჰქონდეს.
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"