ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პირველი კვირა ციფრებში

პირველი კვირა ციფრებში

არარეალიზებული სეტბოლები და მატჩბოლები, ლიდერების მარცხი, რეკორდები და კურიოზები - როლან გაროსის პირველი კვირის ციფრულ მიმოხილვაში
არარეალიზებული სეტბოლები და მატჩბოლები, ქალთა ბადეში რეიტინგის ლიდერების მარცხი, რეკორდები და კურიოზები - როლან გაროსის პირველი კვირის ციფრულ მიმოხილვაში

0 - არც ერთი სუფთა მოგებული ქულა არ ჰქონდა მარიონ ბარტოლის იულია გორჯესთან მატჩის მეორე სეტში. თუმცა ეს პარტიაც და მესამეც ფრანგმა მოიგო და მერვედფინალში გააღწია.

1 - ერთი მატჩბოლი მოიგერია ვერა ზვონარევამ საბინ ლისიცკისთან მატჩის მეორე წრეში, რის შემდეგაც მოიგო შეხვედრა. მაგრამ რუსი ვერ გახდა მეხუთე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც ტურნირის მსვლელობისას მატბოლის მოგერიების შემდეგ შეძლო "დიდი სლემის" ჩემპიონატის მოგება. ზვონარევამ მეოთხე წრე წააგო თანამემამულე ანასტასია პავლიუჩენკოვასთან.

2 - მეორედ "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში მეოთხე წრემდე ვერ მიაღწიეს ამერიკელმა ჩოგბურთელებმა (როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ბადეში). პირველად ასეთი რამ 1973 წელს ავსტრალიის ღიაზე მოხდა.

5 - ხუთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა ალბერტ მონტანიესმა იტალიელ ფაბიო ფონინისთან მატჩში. ესპანელს შანსი ჰქონდა პირველად გასულიყო "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

6 - კვალიფიკაციის ექვსი გამარჯვებული გავიდა როლან გაროსის ძირითადი ბადის მესამე წრეში. აქამდე "დიდი სლემის" ტურნირზე ასე შორს კვალიფიკაციის სამი გამარჯვებული იყო გასული.

8 - რვა სეტბოლი ვერ გამოიყენა რაფაელ ნადალთან მატჩის მესამე სეტში პაბლო ანდუხარმა. საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ნადალმა მოიგო.

9 - სულ რაღაც ცხრა ქულა აიღო მიღებაზე ფინელმა იარკო ნოემინენმა დავიდ ფერერთან პირველი წრის მატჩში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სკანდინავიელი განადგურდა - 3:6, 3:6, 1:6. საინტერესოა, რომ ესპანელის მომდევნო ორმა მეტოქემაც - ჟულიენ ბენეტომ და სერგეი სტახოვსკიმ ასევე ცუდად ითამაშეს ფერერის მოწოდებაზე: მოიგეს შესაბამისად 14 და 16 გათამაშება.

10 - მეათედ დამარცხდა როლან გაროსის პირველ წრეში გერმანელი ვეტერანი რაინერ შუტლერი.

11 - ზედიზედ 11 გეიმი მოიგო მარია შარაპოვამ კაროლინ გარსიასთან მატჩში. რუსი აგებდა 4:6, 1:4-ს, მაგრამ თამაშში გარდატეხა შეიტანა.

12 - 14-დან 12 ხუთსეტიანი მატჩი აქვს მოგებული რაფაელ ნადალს "დიდი სლემის" ტურნირებზე. მე-12 მოგება იყო პირველ წრეში ჯონ ისნერის წინააღმდეგ. რაც შეეხება როლან გაროსს, აქ ნადალმა პირველად ითამაშა ხუთსეტიანი მატჩი.

15 - "დიდი სლემის" ტურნირების წყვილთა თანრიგში ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგეს იაროსლავა შვედოვამ და ვანია კინგმა. როლან გაროსის მეოთხედფინალში ისინი ნადეჟდა პეტროვასა და ანასტასია როდიონოვას დუეტს შეხვდებიან.

17 - ამდენი ორმაგი შეცდომა დაუშვა გილერმო გარსია-ლოპესმა თურქი მარსელ ილჰანის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ესპანელმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ მატჩი მე-17 კორტზე იმართებოდა და გარსია-ლოპესმა სულ 117 ქულა აიღო.

19 - ზუსტად ამდენი წელი არ უთამაშია როლან გაროსის მეორე წრეში ერთდროულად ორ ბრიტანელ ჩოგბურთელს. წელს სასტარტო ბარიერი გადალახეს ელენა ბალტაჩამ და ჰიზერ უოტსონმა.

22 - ასეთი პროცენტით ასრულებდა პირველ მოწოდებას იულია გორჯესი სეტნახევარის განმავლობაში ლუსი საფაროვას წინააღმჟეგ. შემდეგ გერმანელმა დაალაგა მოწოდება და სამ პარტიაში მოიგო.

24 - ზედიზედ 24-ჯერ გადალახა "დიდი სლემის" ტურნირების პირველი რაუნდი ელენა იანკოვიჩმა.

27 - ამდენი წელი ვერ ახერხებდნენ პოლონელი მამაკაცი ჩოგბურთელები როლან გაროსის პირველი ეტაპის გადალახვას. ბოლოს ეს ვოიტეკ ფიბაკმა გააკეთა და ახლა მისი შედეგი ლუკაშ კუბოტმა გაიმეორა.

28 - ზედიზედ 28-ჯერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი. ეს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი (27 მეოთხედფინალი) ამერიკელ ჯიმი კონორსს ეკუთვნოდა.

34 - ამდენმა სპორტსმენმა პირველად ითამაშა როლან გაროსის ერთეულთა თანრიგში. მათგან ათს - ალბერტ რამოსს, ხავიერ მარტის, ოგუსტენ ჟანს, ტომას შორელს, მაქსიმ ტეიშეირას, ირინა-კამელია ბეგუს, ანა ტატიშვილს, მონა ბარტელს, იირნა ბრემონსა და სილვია სოლერ-ესპინოსას დებიუტი ჰქონდათ "დიდი სლემის" ტურნირზე.

40 - პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალთა ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ვერ გააღწიეს პირველ ორ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელებმა. ბოლოს ასეთი რამ 1971 წელს მოხდა, როცა მარგარეტ კორტი მესამე წრიდან გავარდა, ვირჯინია უეიდმა კი სასტარტო ბარიერი ვერ გადალახა.

43 - ზედიზედ 43-ედ ითამაშეს "დიდი სლემის" ტურნირზე ჯილ კრეიბასმა და ფრანჩესკა სკიავონემ. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია იაპონელი აი სუგიამა - ზედიზედ 62 მონაწილეობა.

47 - ამდენი წუთი დასჭირდა სვეტლანა კუზნეცოვას მეორე წრეში ირინა-კამელია ბეგუს დასამარცხებლად. ეს პირველი კვირის ყველაზე სწრაფი მატჩი იყო.

59 - ამდენი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა პირველ წრეში ესპანელების - ალბერტ რამოსისა და ხავიერ მარტის შეხვედრაში. საბოლოოდ 12-ჯერ აიღო მეტოქის მოწოდება რამოსმა და ამით ხუთ სეტში დაამარცხა მარტი, რომლის ანგარიშზე რვა ბრეიკი იყო.

100 - საიუბილეო მეასე შეხვედრა ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირებზე დავიდ ფერერმა. ეს იყო მეორე წრე ჟულიან ბენეტოს წინააღმდეგ.

102 - ამდენჯერ გავიდა ბადესთან ლუკაშ კუბოტი ნიკოლას ალმაგროსთან მატჩში.

103 - ამდენი უნებლიე შეცდომა დაუშვა ფაბიო ფონინიმ მონტანიესის წინააღმდეგ და მაინც მოიგო შეხვედრა. ჩეხ ლუკაშ როსოლს 100 შეცდომა ჰქონდა იურგენ მელცერთან მატჩში და მაინც მოახერხა მოგება, თანაც სამ სეტში.

250 - ამერიკელმა მარდი ფიშმა კარიერაში 250-ე გამარჯვება იზეიმა - ეს მოხდა მეორე წრეში რობინ ჰაასეს სამ სეტში დამარცხების შემდეგ.

267 - ამდენი წუთი დაჰყვეს კორტზე რამოსმა და მარტიმ. ეს იყო პირველი კვირის ყველაზე ხანგრძლივი მატჩი.

620 - ამდენი სარეიტინგო ქულა ვერ დაიცვა შარშანდელმა ნახევარფინალისტმა ელენა იანკოვიჩმა. მეოთხე წრეში სერბმა ფრანჩესკა სკიავონესთან წააგო და პირველად ბოლო ოთხწლინახევრის განმავლობაში იანკოვიჩი ტოვებს რეიტინგის პირველ ათეულს.

925 - ამდენი მატჩი ჩაატარა კარიერაში პატი შნიდერმა. შვეიცარიელმა პირველ წრეში სორანა კირსტეასთან წააგო, რის შემდეგაც 28 მაისს სპეციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

50 000 - ასეთი თანხა გამოიმუშავა როლან გაროსზე ანტონიო ვეიჩმა, რომელმაც ტურნირის სტარტისთვის 227-ე ადგილს იკავებდა კლასიფიკაციაში. ეს იმაზე დიდი თანხაა, რაც მან ამ სეზონის განმავლობაში და წინა წლებში თითოეული სეზონისას გამოიმუშავა.

0:5 - ამ ანგარიშით აგებდა სარა ერანი პირველი წრეში გადამწყვეტ სეტს ამერიკელ კრისტინა მაკჰეილთან, მაგრამ ის პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 9:7.

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა

ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ