უეფას გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ელიტრაუდის მატჩები, ასევე, ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო (მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ინგლისი, რუმინეთი, საქართველო). ამავე პერიოდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდის შეხვედრების გამართვა საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, საქართველო). აღნიშნული მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ევრო 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, უეფა პლეი-ოფის ყველა მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.

ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომლებიც ასევე თვის ბოლოს არის დაგეგმილი. 26 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.

17 მარტს დაგეგმილი ვიდეოკონფერენცია სწორედ ამ თემებს უკავშირდება. ვიდეოკონფერენციაში უეფას წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

მომზადებულია GFF.ge-ის მიხედვით

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
მორბენალი მაისურით "იესო გადაგვარჩენს" სიკვდილს იესომ გადაარჩინა - 24 ოქტომბრის დაიჯესტი
"ერთა ლიგის" მსგავსი ფორმატი 19-წლამდელებშიც - საქართველოს B დივიზიონში მოხვდა და მეტოქეებიც ცნობილია
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
U19 ნაკრებმა ტაჯიკეთთან ფრედ ითამაშა
ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა - 1-ლი ოქტომბრის დაიჯესტი
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
U17. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა