"ვოლგას" 21 წლის მცველი, რომელსაც რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, ქეცბაიამ პირველად გამოიძახა
გია გრიგალავა თბილისში გუშინ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჩამოფრინდა და "ბასაში" ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა.

ნიჟნინოვგოროდელთა 21 წლის მცველი თემურ ქეცბაიამ ნაკრებში პირველად გამოიძახა. მანამდე გრიგალავას რუსეთის 17-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, რუსეთის პრემიერლიგაში კი ("როსტოვში") სადებიუტო შეხვედრა 17 წლისამ ჩაატარა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელით ჯერ კიდევ იანვარში დაინტერესდა. მაშინ ქეცბაია "ვოლგაში" მოთამაშე ნაკრების კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაში ჩავიდა და რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. სწორედ ამ დროს გაიცნო გრიგალავა და, ცხადია, აკვირდებოდა კიდეც.

მართალია, გია საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა არ დაუბრუნებია. ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელიც მოქალაქეობის დასაბრუნებლად საჭირო ყველა პროცედურას უშუალოდ უძღვებოდა.

გრიგალავამ შესაბამის სტრუქტურაში საჭირო დოკუმენტები უკვე წარადგინა და საქართველოს პასპორტს დღეს, 1 ივნისს მიიღებს. პრობლემა ისაა, რომ ხორვატებმა ჩვენი ნაკრების წევრებზე ვიზა უკვე გასცეს, გიას კი ვიზის მიღება ახლა მოუწევს.

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა