<p>ანა ტატიშვილი "აეგონ ტროფის" პირველ წრეში, ბერძენ ელენი დანილიდუსთან მარცხის გამო, 120-ე პოზიციამდე დაქვეითდება <br> ცუდად განვითარდა მოვლენები საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელ ანა ტატიშვილისთვის (106) - ანა ძალიან ახლოს იყო საჩოგბურთო ელიტასთან, ის პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში და სენსაციურად უგებდა (6:1 პირველ სეტში!) მსოფლიოს მე-11 ჩოგან მარიონ ბარტოლის, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, ჩარხი უკუღმა დატრიალდა, ანამ წააგო და სულ 5 ქულით დაკმაყოფილდა რეიტინგში.</p><p>ამას კი ბალახის სეზონის პირველივე მატჩში მარცხი დაერთო - გუშინ ინგლისის ქალაქ ნოტინგემში "აეგონ ტროფის" (75 ათასი დოლარი) პირველ წრეში ჩვენებურმა ბერძენ ელენი დანილიდუსთან (154) წააგო - 6:3, 6:7 (4), 4:6. როგორც ხედავთ, აქაც თავიდან ქართველი დაწინაურდა, რომელიც ბრიტანეთში მე-4 ნომრად იყო განთესილი. ორშაბათის რეიტინგში ტატიშვილი 120-ე ჩოგნობამდე დაიხევს უკან და, რაც უფრო მთავარია, ბლომად ქულას დაკარგავს.</p><p>რომის "ტირო ა ვოლოს" ტურნირი (50 ათასი დოლარი) მოგებით დაიწყო მაკა ჩახნაშვილმა (234). ქართველმა პირველ წრეში ავსტრალიელ იზაბელა ჰოლანდს (235) აჯობა - 7:6, 6:4 და მერვედფინალში მასპინძელ ანა-ჯულია რემონდინას (249) შეხვდება.</p>
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა