169 126 დაინფიცირებული და 6 492 გარდაცვლილი - ასეთი იყო კორონავირუსის ბოლო მონაცემები, როდესაც ამ სტატიის წერა დავიწყეთ.

მსოფლიო დიდ უბედურებას ებრძვის და რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს ადრე თუ გვიან ხალხის გამარჯვებით დასრულდება, თუმცა, სამწუხაროდ, იქამდე ამ ვერაგ დაავადებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს სპორტზე საუბარი და მით უმეტეს, რაიმე თემის განხილვა მის გარშემო მეორე პლანზე გადადის, მაგრამ ეს სპორტული საიტია და ვალდებულნი ვართ, ამ თემის გარშემო ვიტრიალოთ.

მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის მთელ მსოფლიოში არის მოდებული და რა თქმა უნდა, ის იმ ქვეყნებსაც უტევს, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

მაგალითისთვის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ესპანეთსა და შვეიცარიაში... როგორც იცით, ამ მძიმე პერიოდში ყველანაირი სპორტული აქტივობა გაჩერებულია და არც არავინ იცის, როდის განახლდება.

მიდის საუბარი უკვე იმის შესახებაც, რომ მიმდინარე სეზონები შესაძლოა, სულაც გააუქმონ და ჩემპიონატები პირდაპირ ახლიდან დაიწყოს.

რას მოუტანს ეს ქართველ ლეგიონერებს? რა თქმა უნდა, ბოლო წლების აქტუალური თემა გიორგი ჩაკვეტაძე და მისი ტრანსფერია. ყველა ელოდა და აგენტის მიერაც იყო დაანონსებული, რომ ის ზაფხულში გუნდს შეიცვლიდა.

ბელგიის ჩემპიონატი ახლა გაჩერებულია და ჯერჯერობით ცნობილი არაა, როდის განახლდება, თანაც ჩვენებური ნელ-ნელა ფორმაში შედიოდა და ეს ცუდი ფაქტიც სწორედ ახლა დაემთხვა.

საინტერესოა, თუ ბელგიაში პაუზა დიდხანს გაიწელება, ან უარეს შემთხვევაში, ჩემპიონატი სულაც შეწყდება, რა ბედი ელით მაშინ ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას?

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველ ტალანტს ხშირად სერია A-ს უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიაში ახლა ფეხბურთისთვის არავის რომ არ სცხელა, ფაქტია და ამ ვირუსის გადავლის შემდეგაც არავინ იცის, რას იზამენ კალჩოს გუნდები, რომლებიც სავარაუდოდ, დიდ ფინანსურ კრიზისში იქნებიან.

რა თქმა უნდა, ეს სტატია მარტო გიორგი ჩაკვეტაძეს არ შეეხება და ყველა ლეგიონერი იგულისხმება. უბრალოდ, ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ელემენტარული ფაქტი და მაგალითი მოგიყვანეთ იმისა, თუ როგორი იქნება საფეხბურთო ცხოვრება და სატრანსფერო ბაზარი კორონავირუსის შემდეგ.

მაგალითად, ესპანეთში კორონავირუსის გამო საშინელი მდგომარეობაა და დიდი ალბათობით, საფეხბურთო ჩემპიონატებიც მინიმუმ 1,5-2 თვე არ განახლდება. ასეთ ვარიანტში საინტერესოა, რა ბედი ეწევა გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც ფორმაში შესასვლელად სანტანდერის "რასინგშია" განათხოვრებული.

საინტერესოა ისიც, რომ თუ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, შესაძლოა, ესპანეთში ჩემპიონატი სულაც გააუქმონ.

მოკლედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და შემდეგ რაიმე სპორტული აქტივობა თუ ტრანსფერია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ უბედური ვირუსის დამარცხების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების რაიმე სერიოზულ ტრანსფერებსა და კარგ გუნდებში გადასვლაზე საუბარი უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

luka
ვის რად უნდა უფერული და უსარგებლო ჩაკვეტაძე?აუარდა თავში გაიბრიქა და თამაშს მოუკლო,ასეთი ჩაკვეტაძეს ადგილი ნაკრებში არ არის,წავიდეს და ითამაშოს ჯერ,
გოგა
ამ ზაფხულს არამგონია ჩაკვე ვინმეს ეყიდა,ჯერ გენტშიც არ დაუმტკიცებია არაფელი,მეორე საკითხია,რო ეს შეუძლია და მომავალში უკეთეს გუნდში ვიხილავთ. იგივე მეთქმის სხვა ქართველ ლეგიონერებზეც. ჯერ სადაც არიან იქ უნდა დამტკიცონ,რო უკეთეს ჩემპიონატს და გუნდს ომსახურებენ. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
გრიგოლ1408
მარტო ჩვენს ფეხბურთელებს ებრძვის კორონა?
gurji
fexburts marto gulshematkivris tvalit ar unda shexedo,imitom rom dges es gulubryvilobaa,figus transferamde sheidzleboda kidev gulantebuls gedevnebina tvalyuri sportul samyaroshi mimdinare procesebze magram dges fexburti aris biznesi da imisatvis rom fexburtshi gaerkve marto gulsgematkivroba ar kmara,amastan ertad minimum biznesis umartives principebs mainc unda icnobde.exla ert tveshi ityvian mtels msoflioshi morcha koronao,sul cxvirpiris mtvrevit gamoatreven tvitizolaciidan xalxs da amushaveben jorivit,ase mushaobs biznesi,hoda am bizness aravin gaacherebs arc transferebi sheizgudeba da welshic gawyveten fexburtelebs,piriqit transferebis ufro meti motxovnilebac unda gachndes wesit
გოჩა
სრულიად ვეთანხმები სტატიის.ავტორს,ბათუმშიც ნელ ნელა ჩერდება ყველაფერი,ძირითადი მოხმარების სერვისების.გარდა,ყველას,რომ დაგვარტყამს ფიზიკურად და ეკონომიკურად ესეც ფაქტია,ეს ხალხი სპორცმენები.ვთქვათ პირდაპირ ფინანსური შესაძლებლობებით ჩვენზე წინ არიან ახლა საუბარია ფიზიკურ გაფარჩენაზე ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია,ხალხი წვრილი მოვაჭრეები, ხელოვნურად.ზრდიან ფასებს,არ მეგონა მაგრამ ყოჩაღ მსხვილ კომპანიებს,ფასებს ინარჩუნებენ,მთავრობას.კი არა ხალხს უდგანან გვერდში,გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება ნუ დავარღვევთ იზოლაციის მოთხოვნებს,მჯერა,რომ უახლეს დროში დამარცხდება ეს კორონა და ჯანდაბა მაგის და სპორტიც როგორც სხვა დანარჩენი განვითარდება,უფალი გვფარავდეს ყველას,დაილოცოს საქართველო და მთელი კაცობრიობა.
ირაკლი ქუთაისელი
ჯერ წესიერად ითამაშონ და მერე, ძირითადში ვერ ხვდებიან, გოლი ვერ გააქვთ, რა ტრანსფერები?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა