დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში ჭაბუკთა შორის, ბიძინა მაზიაშვილის პირველი მემორიალური ტურნირი გაიმართა
"ძიუდოს პაპად" წოდებული გამოჩენილი მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილი (1928-2004), ორ ათეულ წელზე მეტი ედგა სათავეში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებ გუნდს. მის სახელთან დაკავშირებულია ქართველ ძიუდოისტთა თვალსაჩინო მიღწევები ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

ბიძინა მაზიაშვილის ერთ-ერთი პირველი მოწაფის და თანასოფლელის, ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივნის, ანზორ მარტყოფლიშვილის და დედოფლისწყაროს საკრებულოს (თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი) თაოსნობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში გაიმართა "ძიუდოს პაპის" - ბიძინა მაზიაშვილის პირველი მემორიალური ტურნირი 1995-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ახალდაფუძნებულ შეჯიბრებაში ტატამზე გამოვიდნენ: საგარეჯოს, სიღნაღის, თბილისის ძიუდოს აკადემიის (ორი გუნდით), დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების ქვემო და ზემო ქედის, არბოშიკის, არხილოსკალოს და ზემო მაჩხაანის ჭაბუკი ძიუდოისტები.

პირველი ტურნირის მთავარი მსაჯიც ანზორ მარტყოფლიშვილი იყო.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ლაშა ბუნტური (არხილოსკალო), 2. შალვა ბუნტური (ზემო ქედი), 3. სანდრო ხუციანიძე (არხილოსკალო), 3. ანდრო აფთარაშვილი (საგარეჯო).

55 კგ. 1. გიორგი ზაქაიძე (არხილოსკალო), 2. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო), 3. გიორგი ზარაფიშვილი (ზემო მაჩხაანი), 3. გიორგი ხუციანიძე (არხილოსკალო).

60 კგ. 1. ლევან მჭედლური (არხილოსკალო), 2. ილია ლეკიაშვილი (ზემო მაჩხაანი), 3. თომა მირზაშვილი (საგარეჯო), 3. ცოტნე წიკლაური (არხილოსკალო).

66 კგ. 1. ირაკლი თევდორაშვილი. 2. ლევან მეფარიძე, 3. გიორგი ობოლაშვილი (სამივე-საგარეჯო), 3. დიმა ნადირაშვილი (ზემო მაჩხაანი).

73 კგ. 1. დავით ნარიმანიძე (არხილოსკალო), 2. მიხეილ ჩიბუხაშვილი (არბოშიკი), 3. ნიკო ბაღიაური (ქვემო ქედი).

81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. ჯონი ჭითანავა, 3. მიხეილ ალოევანი (სამივე-თბილისის ძიუდოს აკადემია).

90 კგ. 1. ბექა ჯავახიშვილი, 2. ჯემალ დაბრუნდაშვილი, 3. გიორგი ჯამბურიძე (სამივე-თბილისის ძიუდოს აკადემია).

გაბრიელ ბარჯაძე

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა