ნაკრების წევრს ქუთაისის ”ტორპედომ” საქართველოს კვალობაზე ზღაპრული პირობები ამაოდ შესთავაზა
საქართველოს ნაკრების წევრმა მალხაზ ასათიანმა ქუთაისის ”ტორპედოში" დაბრუნება არ ისურვა. 29 წლის ცენტრალური მცველი შარშან, დეკემბერში მოსკოვის ”ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ დღემდე უგუნდოდაა, არადა, რამდენიმე საინტერესო წინადადებაზე თქვა უარი.

შევიტყვეთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ასათიანის გადაბირება ქუთაისის ”ტორპედოს" მეპატრონეებმა, კომპანია ”ვისოლის" ხელმძღვანელებმა სცადეს. ისინი საქართველოს კვალობაზე ზღაპრული პირობების შეთავაზებას აპირებდნენ, მაგრამ მალხაზმა საქართველოში თამაშზე უარი ისე თქვა, პირობებზე არც ულაპარაკიათ.

მანამდე მის ჩამოყვანას თბილისის ”დინამოს" ახალი მმართველები ეცადნენ, მაგრამ მაშინაც იგივე მოხდა - მალხაზი ჯერ არ აპირებს რუსეთის ჩემპიონატის ლიდერებზე ნაკლები დონის კლუბში თამაშს. ამის გამო უარით გაისტუმრა არა მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები, არამედ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ამბიციური კლუბი - მახაჩყალის ”ანჟი".

”სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ასათიანმა თავად განაცხადა, რომ დაღესტნურ კლუბს უარი უთხრა. არადა, ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალმა მეპატრონე სულეიმან კერიმოვმა მას თითქმის ისეთივე პირობები შესთავაზა, როგორიც მოსკოვის ”ლოკომოტივში" ჰქონდა.

ამ ყველაფრიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ასათიანი რაღაც ძალიან სერიოზული შეთავაზების იმედად არის. ცხადია, ასეთი დონის ფეხბურთელი არ დაიკარგება, მაგრამ, საწყენია, რომ დრო გადის, მალხაზი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ ეხმარება.

nobody
როცა რაღაცას ამბობთ ჯერ კარგად დაფიქრდით და მერე ილაპარაკეთ, ნუ ცდილობთ დასკვნები გააკეთოთ ისეთ საკითხზე რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ.თქვენი საკითხავი არ არის რომელ გუნდში წავა და რომელში არა.
12345
თავისი საქმეა ეგ სად გადავა, მეტი არავისი. დაფიქრდით ხოლმე სანამ რამე შეურაცხმყოფელს დაწერთ, ეს კაცი ეხლა ისეთ ასაკშია რომ ფაქტიურად რა გუნდშიც არ უნდა გადავიდეს ეს გუნდი მისთვის აქტიურ საფეხბურთო კარიერაში ბოლო იქნება, და ძალიანაც კარგი რომ არ ჩქარობს
SF
კარგით რა ლაპარაკის ტონი რაშუაშია ყველს ევასება "ასკა" მაგრამ მგონი ცელსაც უგუნდოდ დარჩება მაგას მოსკოვის გარდა სხვაგან არ უნდა წასვლა და იმიტო...
manuchari
medasxva, მაგ ტონით მამაშენს ესაუბრე..... შენისთანა ,,ნაგვები" რომ ცხოვრობენ საქართველოში ამიტომ არ უნდა ჩამოსვლა საქართველოში(სამწუხაროდ თქვენნაირები უმრავლესობაა საქართველოსი :( )....
medasxva
არუნდა და ეგდოს უგუნდოდ ღირსია ამის....ამაყი ფეხბურთელის წინ ხვედრი უგუნდობააა(მიბაძეთ ნემსას)
Burton
ჩამოდი რა დინამოშიი, უგუნდოდ ყოფნას არ ჯობია??
uzlevi
მძინარე მზეთუნახავი კარგი იყო:) არა, ამან იცის რო ქუთაისში სათადარიგოზე დააჯენენ და მაგიტომ არის უარზე, აი სამტრედია ან ჩიხურა თუ შესთავაზებს მაშინ შეიძლება დათანხმდეს, ორონდაც ძირითადში თუ დააყენებენ იმ შემთხვევაში:) ეჰ, ეჰ და ეჰ...
Buta Buta
თუ არ უნდა ნაკრებში და საერთოდ, ფეხბურთის თამაში,თქვას კაცურად! იმისთანა რა პირობებს და რა გუნდს ელოდება,რომ "ანჟის" ასეთ წინადადებაზე უარი უთხრა?! გუნდი ლიდერია,ასათიანი კი პირველი კაცი იქნებოდა მანდ,ფორმაში შევიდოდა და ნაკრაბს გამოადგებოდა! მოკლედ,ქინქლაძესავით ფულს გადაყვა,რა!
Dato
ესეც კიდევ მძინარე მზეთუნახავი გვყავს რა. არ ახევდნენ ერთბაშად კალთებს ბარსელონა და მილანი! მიდი რა, სახლში ჯდომას, ითამაშე სადმე და მერე გადადი სადაც უკეთესი ვარიანტი იქნება. ასეთი შეუცვლელი თუ იყო ლოკომოტივი არ გამოუშვებდა.
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა