გუშინ, როლან გაროსზე თითო ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა თანრიგში
გუშინ, როლან გაროსზე თითო ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა თანრიგში. ნოვაკ ჯოკოვიჩის ამბავი გუშინდელ ნომერში მოგიყევით - სერბის მეტოქემ ფაბიო ფონინიმ ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა და "ნოლემ" უბრძოლველად გაიფორმა ადგილი ნახევარფინალში. მისი მეტოქე კი გუშინ როჯერ ფედერერისა და გაელ მონფილსის შეხვედრაში გაირკვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებაში წინ შვეიცარიელი იყო - 5:1, მაგრამ ბოლო შეხვედრა შარშან პარიზის მასტერსის ნახევარფინალში მონფილსს ჰქონდა მოგებული.

ფედერერმა არც ისე კარგად დაიწყო შეხვედრა და სტარტზე საკუთარი გეიმი წააგო. როჯერმა დაკარგული მერვე გეიმში დაიბრუნა - 4:4, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

მეორე პარტიაში შვეიცარიელმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რამაც სწრაფი ბრეიკი და სამგეიმიანი უპირატესობა მოიპოვა - 3:0. მართალია, მასპინძელმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ იქვე კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი და ამან სეტის ბედი გადაწყვიტა - 6:3. აღსანიშნავია, რომ პარტიის ბოლოს მონფილსმა კორტზე ექიმს უხმო.

მესამე სეტიც ფედერერის სწრაფი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამჯერად როჯერს პარტიის იოლად აღება არ გამოუვიდა, რადგან გაელმა საპასუხო ბრეიკი გააკეთა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელმა მაინც გაიფორმა ლოგიკური გამარჯვება.

ფედერერი კვლავაც სეტის წაუგებლად თამაშობს როლან გაროსზე. მთავარი გამოცდა მას ნახევარფინალში ელის - რიგით 23-ე დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩთან. როჯერი ამ დუელში წინ არის - 13:9, თუმცა ბოლო სამი მატჩი სერბს აქვს მოგებული, აქედან ორჯერ "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში.

ორდღიანი და ოთხსაათიანი მარათონი დაასრულეს ბრიტანელმა ენდი მიურეიმ და სერბმა ვიქტორ ტროიცკიმ. ორშაბათს ეს შეხვედრა იმ დროს გადაიდო, როცა სეტებს შორის ანგარიში თანაბარი იყო - 2:2. შეგახსენებთ, პირველი ორი პარტია ტროიცკიმ მოიგო, მაგრამ მიურეიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, კარგი ტემპიც აკრიფა და სწორედ ამ დროს გადადეს მსაჯებმა შეხვედრა მეორე დღისთვის. გუშინ ბრიტანელს ისევ მოუწია თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა - 5:4-ზე ტროიცკი მატჩზე აწვდიდა და ორი ქულა აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე. ენდი არ დანებდა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით, მეოთხე მატჩბოლზე გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური.

ქალებს შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს მოქმედმა ჩემპიონმა, იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ და მასპინძელმა მარიონ ბარტოლიმ. ორივემ რუსი ჩოგბურთელები გამოთიშეს ბრძოლას.

ისევე როგორც მიურეის, სკიავონესაც ორი ქულა აშორებდა 19 წლის ანასტასია პავლიუჩენკოვასთან მარცხს. რუსმა საწყისი 12 გეიმიდან 10 მოიგო და 6:1, 4:1 დაწინაურდა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ბრძოლაში სკიავონე და თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინა. მეორე და მესამე სეტი მან ერთნაირი ანგარიშით - 7:5 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეტში პავლიუჩენკოვასაც მოუწია მებრძოლი ხასიათის გამოვლენა, როცა 2:5-დან შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. ფრანჩესკასმ 5:5-ზე ისევ ზედიზედ ორი გეიმი აიღო და ნახევარფინალში გავიდა.

შედარებით იოლად დაამარცხა ბარტოლიმ 2009 წლის ჩემპიონი სვეტლანა კუზნეცოვა. თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პარტიაში იყო, სადაც მეტოქეებმა სამ-სამი ბრეიკი გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ფრანგს მცირე უპირატესობა ჰქონდა.

მეორე სეტი ბარტოლის ბრეიკით დაიწყო. მასპინძელი დიდი ხანი არ აგებდა საკუთარ მოწოდებას და მეტოქეს პირველი ბრეიკი მაშინ დაუთმო, როცა 5:2-ს იგებდა. ერთადერთი, რაც კუზნეცოვამ მოახერხა, სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო. 5:4-ზე ბარტოლიმ შეძლო მატჩზე ჩაწოდება და კიდევ ერთი რუსი ჩამოაშორა ბრძოლას.

კაცები

1/8 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15) 4:6, 4:6, 6:3, 6:2, 7:5.

1/4 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-გაელ მონფილსი (საფ, 9) 6:4, 6:3, 7:6; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ფაბიო ფონინი (იტა) ფონინის უარი;

ქალები

1/4 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13) 7:6, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14) 1:6, 7:5, 7:5.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...