ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დანიელ კელერმა მოლაპარაკებული მატჩების ორგანიზებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო
ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დანიელ კელერმა მოლაპარაკებული მატჩების ორგანიზებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო. კელერი იმაში დაადანაშაულეს, რომ სამი თამაში ჩააწყო ან ჩაწყობა სცადა. გარიგებული მატჩები 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე ჩატარდა.

კელერის საქმეს სპეციალური ანტიკორუფციული ჯგუფი იძიებდა, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (АТР) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ იყო ორგანიზებული.

27 წლის კელერმა, რომელიც ასევე 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს, თავისი დანაშაული არ აღიარა. ჩოგბურთელის თქმით, ის სასჯელის გასაჩივრებას აპირებს. ავსტრიელის თქმით, მას იმაში ადანაშაულებენ, რომ სხვა ჩოგბურთელებს თამაშების სპეციალურად წაგებას სთხოვდა. ამ ბრალდებებს კელერმა "სისულელე" უწოდა.

ჩოგბურთელის მენეჯერი მანფრედ ნარეიკა ამბობს, რომ კელერი სხვა სპორტსმენების მონაწილეობით ორი გარიგებული მატჩის ორგანიზებაში ცნეს დამნაშავედ, და ასევე იმაში, რომ ერთი მატჩი სპეციალურად თვითონ წააგო.

წარსულში კელერი მსოფლიო რეიტინგში 55-ე ადგილამდე აღზევდა, ამჟამად კი მსოფლიოს 385-ე ჩოგანია. მას АТР-ის ტურნირი არ მოუგია, მაგრამ ნაკლებად პრესტიჟული სერიის - "ჩელენჯერის" 6 ტურნირი მოიგო.

2004 და 2006 წელს მან კორტზე არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფკაცია მიიღო. 2010 წლის აგვისტოში კელერს ორწლიანი დისკვალიფიკაცია საკუთარ საიტზე ბუქმეკერული საიტების ბმულების გამოქვეყნების გამო, ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს