"მთავარ არხზე" გადაცემა "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

დევისის თასი

"ძალიან მიხარია, რომ დევისის თასზე მივიღე მონაწილეობა, რადგან საქართველოში საჩოგბურთო თამაშები ძალიან იშვიათად ტარდება.

როგორც ყველა სპორტში, ჩოგბურთშიც გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან დიდი ემოცებით ვხვდები, როდესაც ჩემს ქვეყანაში მიწევს თამაში".

ჯოკოვიჩთან შეხვედრა

"ნოვაკთან ძალიან კარგი დაპირისპირება გამომივიდა და ვთვლი, რომ გამარჯვების მოპოვებაც შემეძლო, რადგან მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებოდი.

ამ მატჩმა შემდეგში ჩემზე დადებითი გავლენა იქონია, იმიტომ რომ პლანეტის პირველ ნომერთან ტოლ-სწორად თამაში დიდ მოტივაციას გმატებს.

ვფიქრობ, მან ნერვების ომში მაჯობა. ჯოკოვიჩი არამარტო დიდი სპორტსმენი, არამედ დიდებული პიროვნება და ინტელიგენტი ადამიანია.

საერთოდ, ჩოგბურთში ფსიქოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ჯოკოვიჩთან დაკავშირებით ამ საკითხზე მთელი გუნდი მუშაობდა.

მეც მყავს ავსტრალიელი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემზე ამან ვერ იმუშავა, რადგან ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ".

ტრავმით თამაში

"ბეიჯინგის ტურნირიდან მოყოლებული ხელი ძალიან მაწუხებდა. საერთოდ, ტრავმებზე საუბარი და წარუმატებლობის რაღაც სხვა რამეზე გადაბრალება არ მიყვარს.

1,5 წელი ვთამაშობდი ამ ტრავმით და შემდეგ გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ვერასდროს ივარაუდებ იმას, რეაბილიტაცია როგორ წავა. ჯერჯერობით, რეაბილიტაცია არც ცუდად მიდის და არც ძალიან კარგად".

ჩაწყობილი თამაშების სკანდალი

პირველ რიგში მინდა იქიდან დავიწყო, რომ ასეთი რაღაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ეს რომელიღაც ევროპულ ძალიან არაპოპურალურ გაზეთში დაიწერა, შემდეგ საქართველოში აიტაცეს.

ამით არავინ დაინტერესებულა და არანაირი გამოძიება არ დაწყებულა".

თენგო
ბეიჯინგს რა უჭირს, "არაპოპურალურ" უფრო მაგარია (ბოლო 5 ასოში "რ" და "ლ" აქვთ არეული.
"ობიექტური შემფასებელი"
ისევე, როგორც ვაშინგტონს- "ვოშინგტონი",ნიუ-იორკს "ნეუიორქი" ტორონტოს -"თურანო",ხოლო მოსკოვს-"მოსკვა"
hioo
იმიტომ, რომ ბეიჯინგი ჰქვია.
eeh
რა დევისის თასზე თამაში გიხარია, მეორე დღეს რატო არ ითამაშა ?
ზვიო
ავტორ! ბეიჯინგს რატომ წერთ პეკინის მაგივრად
დათო
ჯანმრთელობას გისურვებთ ნიკოლოზ!!! ჩვენ, შენი გულშემატკივრები კარგად ვხედავდით , რომ ხელის პრობლემა გქონდა და ვიცოდით , რომ შედეგის მიღწევა ასეთ დროს შეუძლებელია ( რა დღეში იყო ნოვაკი ხელის პრობლემის გამო კარგად გვახსოვს)!!! იმ ბრალდებებზე და ათას ჭორზე, კი რაც იწერებოდა, ეჭვიც არ შეგვპარვია, დარწმუნებული ვიყავით , რომ ეს არასწორი ინფორმაცია იყო!!! იცოდე, რომ ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი გყავს, რომლებიც შენთან ერთად ხარობენ შენი წარმატებით და ცუდ პერიოდებში შენს გვერდით დგანან!!! უფლის შემწეობით ერთად გადავიტანთ ამ გასაცდელს და ველოდებით შენს ახალი გამარჯვებებს!!!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო