ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სქოულზის შესახებ

სქოულზის შესახებ

უეინ რუნიმ ფეხბურთიდან წასულ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარცველზე თქვა, მისი ბადალი ფეხბურთელის მხარდამხარ ცხოვრებაში არ მითამაშიაო
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, 36 წლის პოლ სქოულზმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, უეინ რუნიმ კი თქვა, მისი ბადალი ფეხბურთელის მხარდამხარ ცხოვრებაში არ მითამაშიაო.

სქოულზი მოკრძალებულ კაცად არის ცნობილი, კამერების წინაშე გამოჩენას ყოველთვის ერიდება, ასეთი ბუნების ადამიანისთვის კი ის დღე, როდესაც მან ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მეტად უხერხული და შემაწუხებელი იქნებოდა. 17 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ (ამ ხნის განმავლობაში ის ათჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა) მას სამწვრთნელო საქმეზე მოუწევს ყურადღების გამახვილება.

რუნიმ თქვა: „ის ძალიან დაგვაკლდება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პოლი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის ვის მხარდამხარაც მითამაშია. ვცადე, მეკითხა, რატომ ანებებს ფეხბურთის თამაშს თავს, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარს და ბევრს ვერ ათქმევინებ. ნამდვილად არ მეგონა ასე მოულოდნელად თუ წავიდოდა. მისმა გადაწყვეტილებამ ყველა დაამწუხრა. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო“.

თუმცა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. მაგალითად, ვაჯიშებზე რუნის სქოულზთან ორთაბრძოლა აღარ ემუქრება. ფაქტია: 17 წლიანი კარიერის მიუხედავად ინგლისელმა ნახევარმცველმა ეს ელემენტი ვერა და ვერ დახვეწა.

„ის ორთაბრძოლებში ყოველ დღე ვარჯიშობდა. ხშირად, რა საკვირველია, იხელთებდა ხოლმე ბურთს, მაგრამ ხშირად ამას ვერ ახერხებდა. ჩემსკენ წამოსულს რომ დავინახავდი, ვცდილობდი გავრიდებოდი“.

პოლ სქოულზმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 676 შეხვედრა ჩაატარა და 150 გოლი გაიტანა. ახლა, მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, „1992 წლის გამოშვების“ ბიჭებიდან ერთადერთი 37 წლის რაიან გიგზიღა დარჩა გუნდში. სქოულზი „იუნაიტედის“ ბავშვთა სკოლაში 14 წლისა მივიდა, პირველი „დიდი“ შეხვედრა კი 1994 წელს ჩაატარა.

ინგლისის ნაკრებში თამაშზე სქოულზმა 2004 წელს თქვა უარი. ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშმა დაღალა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფაბიო კაპელომ მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნება სცადა, მაგრამ ნახევარმცველმა უარი უთხრა. მოგვიანებით მან პრესასთან ლაპარაკში აღნიშნა, რომ ეს უარი ინანა.

სერ ალექს ფერგიუსონი: „ჩვენ წარმოუდგენელი სიდიდის ფეხბურთელს ვკარგავთ. პოლი გუნდისთვის თავდადებული ფეხბურთელი იყო და ბედნიერი ვარ ჩვენთან მწვრთნელად რომ რჩება. მას ერთი გამოკვეთილი თვისება ჰქონდა - ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელს საბრძოლველად განაწყობდა და აღაფრთოვანებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ახალ ამპლუაშიც შეძლებს“.

დღეს, როდესაც პოლ სქოულზი მოქმედი ფეხბურთელი აღარ არის, იხსენებენ იმ წლებს, როდესაც ნახევარმცველთა შორის ჰოლანდიელი ედგარ დავიდსი გამოირჩეოდა. ერთხელ დავიდსს უთხრეს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა, რაზეც მან უპასუხა: „მსოფლიოში საუკეთესო მე არ ვარ, პოლ სქოულზია“.

ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა თავის დროზე ასე თქვა: „ჩემი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე პოლ სქოულზია. ის მრავალმხრივ გამორჩეული ნახევარმცველია, სრულყოფილია, თაობის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი გახლავთ“.

თანამედროვეობის ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, ბარსელონელმა ჩავიმ, რომელსაც სქოულზმა შაბათს, „უემბლიზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ მაისურა გაუცვალა, კოლეგა ასე შეაფასა:

„სქოულზი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი იყო მათ შორის ვისი თამაშისთვისაც თვალი მიდევნებია. ის ყველაზე სრულყოფილი გახლდათ. მას საგოლე პასის გადაწოდებაც შეეძლო და გატანაც, ფიზიკურად ძლიერი იყო და ბურთს იოლად არ თმობდა. ესპანელი რომ ყოფილიყო, უფრო დააფასებდნენ“.

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა

"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა