ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მისი შეუცვლელი ფიგურაა.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს.

10. ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ის 2003 წელს დააწინაურეს მთავარ გუნდში და 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.

9. საკლუბო დონეზე ჯაბა კანკავას 330 მატჩი აქვს გამართული: 15 გოლი გატანილი, 10 საგოლე გადაცემა, 91 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

8. ყველაზე წარმატებული პერიოდი კარიერაში ჯაბა კანკავას "დნიპროში" ჰქონდა, რომლის წევრიც 2007 წელს გახდა და 2015 წელს დატოვა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს გარკვეული პერიოდი "კრივბასში" ჰყავდა განათხოვრებული, მან დაბრუნება შეძლო და "დნიპროსთან" ერთად ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

7. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა მატჩის 58-ე წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა.

6. ჯაბა კანკავას ნაკრებში 86 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 10 გოლი გატანილი. ასევე, თითქმის ყველა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გერმანიის ნაკრების კარში აქვს გატანილი. მის ყუმბარისებურ დარტყმას ვერც გერმანიის მცველები დაუდგნენ და ვერც ნოიერი.

Video

ჯაბა კანკავას გოლი გერმანიის კარებში

5. კანკავას ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ ეს თანხა 4 მილიონი ევრო იყო. ამავე წელს ის "რეიმსის" ფეხბურთელი გახდა. დღეს კანკავას სატრანსფერო ფასი 750 000 ევროა.

4. კარიერის დასაწყისში თბილისის "დინამოში", სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, კანკავა კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე. პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა "დინამოს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

3. როდესაც ჯაბას მის ყველაზე ნათელ მოგონებაზე ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "მან ჩემში ნამდვილი ფეხბურთელი აღზარდა. იმ ადამიანის დამსახურება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობ, ჩემთვის ფასდაუდებელია. რთულ ფინანსურ პირობებში ვიზრდებოდი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა. აბსოლუტურად ყველაფერში - მათ შორის, ფინანსურადაც. იყო დრო, როდესაც მის ბინაშიც კი ვცხოვრობდი. მაჭმევდა, ბუცებს ყიდულობდა და მავარჯიშებდა. ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება. მასთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ და ყოველთვის დავეხმარები", - ჩაიწერეთ, ეს კაცი გურამ ჩომახიძეა.

2. საქართველო-გერმანიის მატჩის დროს ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის დაპირისპირება მოხდა. ამას ასე იხსენებს ნაკრების კაპიტანი: "გერმანელები საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებოდნენ და რომ არ "გამქცეოდა", შვაინშტაიგერს ხელით ვიჭერდი. ამაზე გაბრაზდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ბოლოს კი თავითაც წამოვიდა ჩემკენ... თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც ჩხუბი ბოლომდე არასდროს მიდის, მატჩის დასრულების შემდეგ "საქმის გარჩევა" კი მეტიჩრობად მიმაჩნია!"

1. 2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის "გადაყლაპვის" საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.

შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

Video

ჯაბა კანკავამ მოედანზე ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა

ზაზა
თამამად დავაყენებ ქართველი ლეგენდების გვერდით, ძალიან დიდი ადამიანია ნამდვილად!
ჯონი
ალბათ ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო, ადამიანი რომელიც ნაკრების ფორმაში გადის მოედანსე და იბრძვის როგორც ნამდვილი ქართველი !!! ნამდვილი კაპიტანი !!!!
roma bejanidze
ეს რომ ისეთი მონდომებით თამაშობდეს კლუბში როგორც ნაკრებში თამაშობს დამიჯერეთ მსოფლიოს ერთ_ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი იქნებოდა. ჩემი დიდი პატივისცემა კაპიტანს რომელიც ძალიან მაგარი ადამიანია.
aueee umecrebav
აბა მიდი კითხე იმ ქვეყნად მყოფ ნარკომანებს 90% რითი დაიღუპნენ ...რა თქმა უნდა დიდი დოზის შემდეგ ყველამ ენა გადაყლაპა რაც გახდა მიზეზი სიკვდილის ხოლო ვისაც კი აღმოაჩნდა გვერდით ნორმალური მეგობრები არ დაიბნეს და არ მიატოვეს ზუსტად ენის დაჭერით და ამოქაჩვით გადაარჩინეს და ეგეთEბიც მილიონები იქნებიან მთელ მსოფლიოში.... ეგრევე ეპილეპთიკებსაც ეგ პრობლემა აქვთ ხშირად...!!!ასე რომ უმეცრება სხვა თემა ეძიე სახუმაროდ სხვისი სიკვდილი თუ სიცოცხლე მითუმეტეს შენი საღადავო არ არის ....!!!!
qutaiseli
მანამდე ჩეხური სლავია გამოაგდო...სლავიამდე მგონი ბატე იყოო...ვისლა ბოლო ეტაპზე გამოაგდო....4-3 წავაგეთ იქ და 2-1 მოვიგეთ თბილიში ნემსაძემ გაიტანა პენალტი თუ არ ვცდები
qutaiseli
მანამდე გამოაგდო ჩეხური სლავია
Statiis avtors
Dinamo pragis slavias ki ara krakovis vislas gascda cnobisatvis
ექიმი
ისე წერენ აუნაიქენს შეუძლიათ აშკარად :)
არდილეს
ენის "გადაყლაპვას" ვინც შეძლებთ,თუნდაც ძალით, გინესის წიგნში ადგილი ალალია.ნუ გავავრცელებთ უმეცრებას
irakli
ნამდვილი კაპიტანი რომელიც თამაშის დროს სულს და გულს დებს, მადლობა ამისთვის ჯაბას
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგლძრივებენ
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"საბურთალოდან" დაბრუნებული ფეხბურთელი "დნიპრომ" ისევ გაანათხოვრა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
"დნიპროს" წარმატებული თაობა - sport express ჯაბა კანკავას იხსენებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"რეიმსმა" ჯაბა კანკავა ოფიციალურად წარადგინა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
სიკვდილს გადაარჩინა! - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ [VIDEO]
"აქ გადასვლას სწორ ნაბიჯად ვთვლი!" - სანდრო კობახიძის მომავალი გაირკვა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]