ახლოვდება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და საუკეთესო ბრძოლა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის. Sportall.ge მოახლოებულ ბრძოლაზე ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მებრძოლს, გიგა კუხალაშვილს გაესაუბრა. გიგამ ბრძოლის შესაძლო სცენარი ივარაუდა. გთავაზობთ მას:

"ხაბიბ ნურმაგამედოვი vs ტონი ფერგიუსონი!დაუმარცხებელი დაღეტანელი და ცოტა შეშლილი მექსიკელი!განვიხილოთ ამ ორი უდაოდ უძლიერესი მებრძოლების ტექნიკა!

რაც შეეხება ფერგიუსონს, მე დიდი ხანია მას თვალს ვადევნებ და ვხედავ, თუ როგორ უმატებს სხვადასხვა ასპექტში ბრძოლიდან ბრძოლამდე. ცოტა შეშლილი რომ იყო ეს კარგად გამოჩნდა შოუ “ultimate fighter” - ში, რომლის ფარგლებშიც ტონიმ იჩხუბა და აურზაური მოაწყო, არა მხოლოდ გალიაში, არამედ გალიის გარეთაც! მისი ტექნიკური არსენალი მოიცავს თითქმის ყველა იმ დარტყმას რაც კი არსებობს საბრძოლო ხელოვნებაში! ჯიუ-ჯიტსუ? არც ეგაა პრობლემა, მისი მწვრთნელი ხომ ედი ბრავოა! ეს ის ედი ბრავოა, რომელმაც ერთ ერთი გრესის დამარცხება შეძლო და უამრავი შეჯიბრი მოიგო! კრივი? ტონის მწრთნელების განცხადებით, მან კრივი 3-4 თვეში ისწავლა! ბასრი იდაყვები, მუხლები, არასტანდარტული გადაადგილება, არაპროგნოზირებადი დარტყმები და ჭიდაობა. არ უნდა გამოგვრჩეს მისი საოცარი გამძლეობა და რა თქმა უნდა მისი ამტანობა. ტონი პირველი რაუნდის პირველივე წამიდან იკავებს გალიას და თითქმის სულ მუშაობს პირველ ნომრად, ხოლო თუ მას უტევენ ახორციელებს უეცარ შეტევას და უმატებს ტემპს.

გადავიდეთ ხაბიბზე! ნული მისი წაგების გრაფაში ყველაფერზე მეტყველებს! ვისაც ეს სპორტი აინტერესებს ყველას გვაქვს ნანახი, როგორ ეჭიდავება პატარა ბიჭი მისი ზომის დათვის ბელს, ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს ის ბიჭია ვინც UFC - ს ქამარს მოიგებდა და მერე გალიას გადაახტებოდა და იქაც საჩხუბრად. მისი ჭიდაობა ამ სპორტში იდეალურადაა ადაპტირებული, სწრაფი შეკვრა და პარტერში ჩაყვანა, ესაა დასაწყისი იმ საშინელებისა, რაც შემდეგ მოხდება თქვენს თავს თუ ხაბიბთან იჩხუბებ, ამაში დამეთანხმება კონორი და განსაკუთრებით ბარბოზა! ბარბოზა, რომელიც გალიაში ურაგანივით ტრიალებს, ხაბიბთან გამოიყურებოდა მეექვსე კლასის მოსწავლესავით, რომელიც მეთერთმეტე კლასელმა დაიჭირა კისრით და თავში წკიპურტებს ურტყამს. ხაბიბი, რომელიც, ჩვეულებრივ იწონის 90 კილოგრამამდე და გამოდის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. თუმცა მისი კრივი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ის რაც იცის საკმარისია, იმისათვის, რომ ჭიდაობამდე მივიდეს და გააკეთოს მისი შავბნელი საქმე პარტერში: ათრიოს, აწვალოს, ურტყას, თან ელაპარაკოს და ზოგჯერ მოუწოდოს დანებებისკენ, ზოგჯერ კი საქმის გარჩევისკენ!

თუ გაგვითენდა ის დღე, რომ ეს ორი მებრძოლი ერთდროულად მოხვდა გალიაში და ბრძოლა შედგა - რა მოხდება მაშინ?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ, ვინც ამ MMA-ს დღესასწაულს ველოდით, ძალიან გავიხარებთ, ხაბიბი კი ამ დროს დაიწყებს მეორე ნომრად მუშაობას, ხოლო ტონი წავა წინ ცრუ მოძრაობებით და ფეხის დარტყმებით. რა თქმა უნდა, ეს მოძრაობები უნდა იყოს არა წინ და უკან, არამედ წინ მარჯვნივ/მარცხნივ და უკან მარჯვნივ/მარცხნივ, ხოლო ხაბიბს სჭირდება გამოიტყუოს ტონი და საჭირო მომენტში სწრაფად შეამციროს დისტანცია ან ფეხში შესვლით, ან წელის აღებით.

ვფიქრობ, ის ამას საკმაოდ მარტივად მოახერხებს. ტონი არასდროს გამოირჩეოდა ფეხის კარგი დაცვით, რაც კევინ ლისთან ბრძოლისას დავინახეთ. მთავარი და გადამწყვეტი ბრძოლა იქნება პარტერში! ჩემი აზრით, ხაბიბი, რომელიც ყოველთვის და ყველასთან დომინანტი იყო პარტერში, ტონისთან ასეთ დომინაციას ვერ შეძლებს. ტონი ფეხს ვერ იცავს კარგად, მაგრამ ის იდეალურად გრძნობს თავს ზურგზე ბრძოლისას. მისი ბასრი იდაყვები, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მის მოწინააღმდეგეებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დგომში იქნება ის თუ პარტერში. რა თქმა უნდა, ხაბიბი ფიზიკური ძალით დაჯაბნის ტონის, მაგრამ ტონის ამტანობისა და გამძლეობის დავიწყება არ შეიძლება!

ვფიქრობ, პარტერში ბრძოლა დიდხანს არ გასტანს და მათ მოუწევთ დგომში ბრძოლის გაგრძელება, ხოლო ტონისთან ხაბიბს დგომში არ აქვს არანაირი შანსი! ტონი ფერგიუსონი ალი იაქუინტა არ გეგონოთ, სადაც ხაბიბი აძლევდა თავს უფლებას, ხელები ჩამოეშვა და ცოტა ეტრიპაჩა. ტონისთან ეს არ გამოვა! ვფიქრობ, ბრძოლა როგორც უნდა დამთავრდეს, ჩვენ ვნახავთ სანახაობას, რომელსაც დიდი ხანი ვერ დავივიწყებთ; ვნახავთ სისხლს, ტკივილს და ან დაღესტნელის დაბნეულ სახეს პარტერში ფიასკოს შემდეგ, ან ტონის მოგლეჯილ ხელს, რომელსაც პარალელურად ხაბიბი ესაუბრება და ჭკუას არიგებს!"

nika
გიო ნოზაძე. ნებისმიერი წონის მებრძოლს შეუძლია დაანოკაუტოს თავისი წონის მეტოქე. თუ გინდა გიგას ჰკითხე.
გიო ნოზაძე
ყველაფერში ვეთანხმები გიგას მაგრამ ის რო ხაბიბი დგომში უშანსოდ იქნება გადმეტებული მგონია რასაკვირველია ხაბიბი ვერ დაანოკაუტებს ტონის მაგრამ იგივეს თქმა შეგვიძლია პირიქითაც ტონის ასე ერთი დარტყმის ნოკაუტ ძალა არაქვს ხაბიბი კი ე წ ქვის ყბით გამოირჩევა
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ხაბიბის მენეჯერი: კიდევ კარგი, ხაბიბი მაშინ ტონის არ შეხვდა, თორემ ხეიბრად აქცევდა
ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის შეხვდება, გეიჯიმ ბოლო ბრძოლაში ტონი ფერგიუსონი გაანადგურა
დემონსტრანტებმა ტონი ფერგიუსონის მწვრთნელის დარბაზი გადაწვეს [PHOTO]
გიგა კუხალაშვილი: საქართველოს დროშა ყველგან თან დამაქვს
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
გიგა კუხალაშვილი: ვინც კარანტინს არღვევს - ერის მტერია და მათ ყველა უნდა ვიცნობდეთ
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
"თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
კავკასიელები მაკგრეგორის კვალდაკვალ: ჩეჩნურ-ირლანდიური დაპირისპირება იწყება?
"ფეხი მოვტეხე, ის კი ისე მიყურებდა, თითქოს არაფერი მოხდა" - მეტოქე ფერგიუსონზე
მაკგრეგორი, ფერგიუსონი და სხვა მებრძოლები აბდულმანაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
"ხელაიფი ამას იმსახურებს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენებმა მედლები ევრომაიდანს უძღვნეს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა