24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წელს გადადო. ამ ცვლილებას 2021 წლის სპორტულ კალენდარში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ფიბას აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) წევრი გიორგი ქართველიშვილი არსებულ ვითარებაზე ამომწურავ ინფორმაციას იძლევა…

ბერძნული საიტები უკვე ალაპარაკდნენ ევრობასკეტი 2021-ის გადატანაზე. ცხადია, დღეს მხოლოდ ჟურნალისტური ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, თუმცა ვინაიდან ევროპის 2021 წლის საკალათბურთო პირველობა (ერთი ჯგუფის მატჩები) საქართველოში იმართება, ჩვენთვის მეტად ახლო და მტკივნეული თემაა.

სიტუაციაში გასარკვევად კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილს დავუკავშირდით, რომელიც ფიბას ბორდის წევრია:

– საერთაშორისო სპორტული ღონიძიებების მწვერვალი ოლიმპიური თამაშებია. შესაბამისად, მას უნდა მოერგოს ბევრი სხვა შეჯიბრება. 24 მარტს ოფიციალურად გადაწყდა ტოკიოს ოლიმპიადის 2021 წელს გადატანა, თუმცა ზუსტი ვადა არ დადგენილა. ითქვა, რომ თამაშები გაიმართება არაუგვიანეს აგვისტოსი. ევრობასკეტი კი, 2021 წლის სექტემბერში უნდა გაიმართოს. დღეს არავინ იცის, ოლიმპიადა კონკრეტულად რომელ თვეში ჩატარდება. შესაბამისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის გამართვა-არგამართვის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგებოდა. ეს, რა თქმა უნდა, კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციაში განხილვის თემა იქნება, მაგრამ მას მერე, რაც ოლიმპიადის ვადები გვეცოდინება, – გვითხრა ბატონმა გიორგიმ.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ისიც, როდისაა ჩანიშნული ფიბაში მსჯელობა ევრობასკეტის შესახებ.

– ჩვენ ვლაპარაკობთ შეჯიბრებაზე, რომელიც წელიწად-ნახევრის შემდეგ უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ფიბაშიც არავინ ჩქარობს. მუდმივი კონტაქტი მაქვს ფიბა-ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელთან, ბორდის წევრებთან… რადგან დრო საკმარისად გვაქვს, ველოდებით მოვლენების განვითარებას. მხოლოდ საქართველო როდია ევრობასკეტის მასპინძელი, საინტერესოა გერმანიის, იტალიისა და ჩეხეთის მოსაზრებაც. კარგად მოგვეხსენება, რა მდგომარეობაა ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა რომელ ქვეყანაში როგორ შეიცვლება სიტუაცია, არავინ იცის. სხვათა შორის, ყველა აღიარებს საქართველოს სწორ მიდგომას კორონავირუსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს საუბრისას ფიბას ხელმძღვანელობამაც დააფიქსირა.

კიდევ ერთი თემა, რომლითაც გიორგი ქართველიშვილთან საუბრისას დავინტერესდით, ევრობასკეტი 2021-ისთვის მშენებარე საკალათბურთო დარბაზია…

– საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა – საგანგებო მდგომარეობისას სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა არ შეფერხდებაო. სწორედ ასეთი ობიექტია საკალათბურთო არენა, რომლის მიდამოებში სპეციალური სამედიცინო პუნქტი მოეწყო და იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს მუდმივად ამოწმებენ. ასე რომ, დარბაზის მშენებლობა იმავე ტემპში მიმდინარეობს, როგორშიც დაგეგმილი იყო. …და განვმეორდები – ევრობასკეტის გადადებაზე, სადღეისოდ ლაპარაკი არ არის.

წყარო: gbf.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა