მთელი ევროპის მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავრცელების ფონზე, რაგბი ევროპამ მის მიერ ორგანიზებული თამაშებისა და ტურნირების გაურკვეველი ვადით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად, რაგბი ევროპამ თამაშები და ტურნირები 2020 წლის 15 აპრილამდე შეაჩერა, თუმცა ცხადი ხდება, რომ ამ დროისთვის ევროპული ქვეყნების რაგბის კავშირები, მორაგბეები და ოფიციალური პირები საერთაშორისო მატჩების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის მზად არ იქნებიან.

რაგბი ევროპა პატივს სცემს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს. ის ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და მხოლოდ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციით მიიღებს ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას.

„განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბიშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია და ამიტომ, ყველა ტურნირს განუსაზღვრელი ვადით ვაჩერებთ. არ განახლდება ტურნირები და მატჩები მანამ, სანამ არ შესრულდება ამისათვის საჭირო ყველა პირობა, მათ შორის, არ იქნება დრო გუნდების მოსამზადებლად“ – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

რაგბი ევროპის ეგიდით, ყოველწლიურად 20-ზე მეტი ტურნირი და 80-ზე მეტი მატჩი იმართება, მათ შორის, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 7-კაცასა და 7-ქალას ტურნირები, ასევე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ანუ რუსთა უძლეველი ნაკრები გაურკვეველი დროით გადარჩა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"დუბლინში ჩუმად ყოფნას არ ვაპირებთ" - თბილისს რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია
5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
"რაგბი ევროპამ" 7-კაცასა და 7-ქალას კალენდარი დაამტკიცა
რაგბი ევროპა: "ბორჯღალოსნების" მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბის კავშირში განმარტეს, რატომ ჩატარდება "ბორჯღალოსნების" მატჩები მომცრო სტადიონებზე