ერთის მხრივ, ფინეთის რალი პროგნოზისამებრ დასრულდა - "ფორდის" მანქანით ფინელმა პილოტმა გაიმარჯვა, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველას იმედი ჰქონდა, რომ პირველ ადგილზე

ერთის მხრივ, ფინეთის რალი პროგნოზისამებრ დასრულდა - "ფორდის" მანქანით ფინელმა პილოტმა გაიმარჯვა, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველას იმედი ჰქონდა, რომ პირველ ადგილზე მიკო ჰირვონენს იხილავდა, მით უმეტეს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჩემპიონატის მერვე ეტაპი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და უკვე მეორე სპეცმონაკვეთის შემდეგ ლიდერი გახდა, ცოტა ხანში კი უფრო გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა.

სამწუხაროდ, ამით ფინელი პილოტისთვის ყველაფერი დასრულდა - მან ერთ ეპიზოდში წარუმატებელი ნახტომი შეასრულა და ჰირვონენის "ფორდი" რამდენჯერმე გადაბრუნდა. მიკომ ბრძოლის გაგრძელება სცადა, მაგრამ მექანიკოსებმა მისი მანქანის შეკეთება ვერ შეძლეს და ფინეთის რალის მთავარი ფავორიტი ეტაპს გამოეთიშა.

სამაგიეროდ, ადგილობრივი პუბლიკა გაახარა იარი-მატი ლატვალამ. ამ შესანიშნავმა, მაგრამ არასტაბილურმა მრბოლელმა ამჯერად ყველაფერი უშეცდომოდ გააკეთა. რაც მთავარია, მან გაუძლო ჩემპიონატის ორი ლიდერის - სებასტიან ლოებისა და სებასტიან ოჟიეს ზეწოლას, რაც მის გამარჯვებას კიდევ უფრო ღირებულსა და მნიშვნელოვანს ხდის. ეს ტრიუმფი განსხვავდება იმისგან, რომელსაც ლატვალამ ახალ ზელანდიაში მიღწია. იქ მას ოჟიემ აჩუქა მოგება, რომელიც ფინიშამდე სამი მოსახვევით ადრე შეცდა, აქ კი ყველაფერი სხვანაირად იყო. მართალია, ლატვალა ჰირვონენის ავარიას უნდა უმადლოდეს, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი მისმა მაღალმა კლასმა გადაწყვიტა.

პოდიუმზე ორი სუპერ-ფრანგი ავიდა. ლოებმა და ოჟიემ შესანიშნავი რბოლა აჩვენეს მათთვის არამშობლიურ მხარეში, მაგრამ შთაბეჭდილება გააფუჭა პეტერ სოლბერგის სიტყვებმა. ნორვეგიელმა განაცხადა, რომ "სიტროენის" პილოტებმა გუნდური ტაქტიკა გამოიყენეს, თუმცა ეს ჩრდილს არ აყენებს ფრანგების გამოსვლას.

ამჯერად ვერ გაგვაკვირვა კიმი რაიკონენმა. მართალია, სპეცმონაკვეთებზე ის რეგულარულად ხვდებოდა ათეულში, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა ორი შეცდომა, რომელმაც ფინელს საშინაო ეტაპზე 12 წუთი დააკარგვინა და ქულათა ზონის მიღმა დატოვა.

VIII ეტაპი. ფინეთის რალი

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 2:31.29,6; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +10,1; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +26,0; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +30,7; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +1.45,0; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +5.43,7; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სუბარუ") - +5.50,8; 8. იუჰა კანკუნენი (ფინეთი, "ფორდი") - +7.49,0; 9. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, "შკოდა") - +9.05,0; 10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "შკოდა") - +10.15,7...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 166 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 118; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 105; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 90; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 86; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 77; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 48; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 25; 10. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სუბარუ") - 16...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა