ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიცია შექმნა, სადაც ის მამაკაცთა (ATP), ქალთა (WTA) და საერთაშორისო (ITF) საჩოგბურთო ფედერაციებს მიმართავს.

შაფათავა მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები მოთამაშეებს ფინანსურად უნდა დაეხმარონ, რადგან ახლა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო არცერთი ტურნირი არ მიმდინარეობს.

მისი აზრით, ამან ყველაზე მეტად დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს დაარტყა (შაფათავა ახლა მსოფლიოში 371-ე ადგილზეა), რადგან ჰონორარებს ვეღარ გამოიმუშავებენ.

ქართველი ჩოგბურთელის განცხადებაში ვკითხულობთ:

"პროფესიონალმა ჩოგბურთელებმა მთელ მსოფლიოში შეწყვიტეს გამოსვლა. ასეთ დროს, ტოპ-მოთამაშეებს საკმარისი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე თვე თავი გაიტანონ, მაგრამ დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს პრობლემები ექმნებათ. ბევრს არ შეუძლია ამ პერიოდში დანაზოგით იცხოვროს და სამი თვის შემდეგ დაუბრუნდეს კორტებს.

კომპანიები, რომლებიც საჩოგბურთო ტურნირებს ატარებენ, უნდა დაეხმარონ მოთამაშეებს ამ რთული დროის გადატანაში. ბევრ ჩვენგანს წაადგება ნებისმიერი სახის დახმარება. სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ფასიანი შვებულებები მისცეს, ჩოგბურთელები კი ასეთივე თანამშრომლები არიან. მჯერა, რომ მოთამაშეებმა ზუსტად ასეთივე დახმარება უნდა მიიღონ, რადგან ჩვენც ვიხდით გადასახადებს, ლიცენზიის ფულს და ვმუშაობთ მათზე.

მატჩების სრული შეჩერება დიდი მოულოდნელობა გახდა და ბევრი ჩვენგანი დაზარალდა. დღეს ყველასთვის რთული დროება დადგა და დახმარება ყველას უნდა გაეწიოს", - წერია განცხადებაში.

ჯერჯერობით პეტიციას ერთი კვირის განმავლობაში 800 ხელმომწერი ჰყავს.

სიმართლე
შენ ნაღდად არ უნდა ამბობდე მაგას, შენნაირების ადგილი კუხნაშია :)
ემრე
ჩოგბურთი მაინც ითამაშნ უაყურებლოდ, კონტაქტური სპორტი ეგ არაა და არაფერი
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებეში: როცა ექიმი ყველაზე ძლიერ ძალოსანს ჩაგრავს...
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ტოჩინოშინი შარვალ-კოსტუმში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მაიკლი ნაკრებთან, ოღონდ დროებით...
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ზამთარში სიცხის მაძებარნი
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ზაზა ამერიკაში, ნაკრები ჩეხეთში