ნაკრების ავსტრიელი თავკაცი ზაიზენბახერი ავტორიტეტებს არ სცნობს და დისციპლინის დაცვას ყველასგან ითხოვს
ირაკლი ცირეკიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშებს, მსოფლიოს პირველობისთვის ცალკე, დამოუკიდებლად მოემზადება და თუ სათანადო ფორმაში იქნება, მონაწილეობასაც მიიღებს - ასეთია საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილება, რასაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც ეთანხმება.

შესაბამისად, ცირეკიძე ვერც უახლოეს სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოვა და ვერც ნაკრების მოსამზადებელ შეკრებებში მიიღებს მონაწილეობას. ასეთ გადაწყვეტილებებამდე მხარეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ცირეკიძესთან დაკავშირება მოახერხეს და ესაუბრნენ კიდეც.

ზაიზენბახერი ავტორიტეტებს არ სცნობს და დისციპლინის დაცვას ყველასგან ერთნაირად მოითხოვს. სწორედ ასეთი მიდგომით ხელმძღვანელობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას - სახლში წასვლა ყველას უნდა და მაგას რომ დავუთმო, მერე სხვებიც იგივეს მოითხოვენ, დისციპლინა დაირღვევაო. მწვრთნელი ერთ კომპრომისზე მაინც წავიდა - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის დასჯა არ მოუთხოვია და შანსიც დაუტოვა.

ჯერჯერობით უცნობია, სად ან ვისი მეთვალყურეობით ივარჯიშებს ცირეკიძე, თუმცა ბოლომდე არც ისაა გარკვეული, ივარჯიშებს კი? ყოველ შემთხვევაში, ზაიზენბახერი დისციპლინის დამრღვევისადმი შეუვალი, თუმცა ერთი შეღავათი მაინც გაუწია - მისი დისკვალიფიკაცია არ მოუთხოვია და მსოფლიოზე გამოსვლის შანსი ისევ მისცა.

ამასობაში ზაიზენბახერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიოს პირველობისთვის ნაკრების მოსამზადებელი გეგმა. თავდაპირველი გეგმით, ნაკრებს მთელი ივნისი სალიცენზიო ტურნირებში უნდა გაეტარებინა - მომავალი კვირიდან მოყოლებული, ზედიზედ უნდა ეჭიდავათ ბუქარესტში, ტალინში, რიო და ჟანეიროსა და სან პაულუში, მაგრამ ამათგან ბრაზილიური შეჯიბრებები უკვე ამოვარდა სიიდან. სავარაუდოდ, ასეთივე ბედი ეწევა ესტონურსაც და ჩვენები მხოლოდ ბუქარესტში გამოვლენ, იმ ტურნირების სანაცვლოდ კი ორ შეკრებას გაივლიან იაპონიაში. `ამომავალი მზის ქვეყანაში~ ჩვენები თვენახევარი დარჩებიან და ადგილობრივ აკადემიებში ივარჯიშებენ. ზაიზენბახერი იქ 14 შეგირდით აპირებს წასვლას, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ვინც ადრევე გამოვარდება, მერე ძალაუნებურად საწვრთნელი რიტმიდანაც ვარდება. თან ამ დროს არც ის ვიცი, აქ დატოვებული ლიდერები როგორ მუშაობენ, ეს ყველაფერი კი ისედაც არღვევს ჩემს სავარჯიშო გეგმასო, განუცხადებია ავსტრიელს.

ბუქარესტში ზაიზენბახერს ეს გუნდი მიჰყავს: ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (120). მწვრთნელმა ამჯერად 100 კილოში მონაწილის წაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

elene
ცირეკიძეს პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგა ოლიმპიადის შემდეგ,ესე ნაგლად მოქცევა არ შეეფერება დიდ სპორცმენებს რომლებიც პატარებისთვის მაგალითის მიმცემები არიან
Michael
ar vici ristvis moashores irakli 90kg-s imistvis rom jarji zviadaurs okros medlebi egrovebina saberdznetistvis ...irakli chven shentan vart
tika
cirekidzem ro gaaketa magis naxevari gaaketos sxva danarchenma sporcmenebma...iraklim ukve gaaketa taviis gasaketebeli..
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა