არგენტინა. კლაუსურა. XVI ტურის მიმოხილვა
კოლონი-არხენტინოსი 1:2

გოლები: 0:1 ბლანდი (21), 0:2 ნიელი (64), 1:2 მორენო (72)

გაძევება: ბასუალდო (74. არხენტინოსი)

სან ლორენსო-არსენალი 1:1

გოლები: 0:1 ა. გონსალესი (19), 1:1 სალგეირო (48)

ოლ ბოისი-კილმესი 1:0

გოლი: 1:0 ტორასა (89)

რასინგი-ბანფილდი 1:3

გოლები: 0:1 ფერეირა (19), 0:2 კასერესი (29 ს.კ.), 1:2 დოს სანტოსი (71 ს.კ.), 1:3 ბუსტოსი (90)

გაძევება: ვ. ლოპესი (57. ბანფილდი)

ესტუდიანტესი-ინდეპენდიენტე 0:2

გოლები: 0:1 გალეანო (45), 0:2 ვილიაფანიესი (76)

ბოკა-ნიუელსი 1:0

გოლი: 1:0 პალერმო (50)

ტიგრე-ველესი 2:1

გოლები: 1:0 სტრაკვალურსი (24-პენ), 1:1 რ. ალვარესი (62), 2:1 გ. დიასი (64)

ოლიმპო-რივერი 0:0

ლანუსი-ურაკანი 3:0

გოლები: 1:0 ვალერი (12), 2:0 რომერო (33), 3:0 პისარო (43)

გოდოი კრუსი-ხიმნასია 2:2

გოლები: 1:0 რ. რამირესი (16), 1:1 კაპურო (30), 2:1 დონდა (54), 2:2 ლ. კასტრო (90)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 16 9 3 4 30-16 30

2. ლანუსი 16 8 5 3 25-13 29

3. გოდოი კრუსი 16 8 4 4 29-24 28

4. ოლიმპო 16 7 5 4 26-20 26

5. ინდეპენდიენტე 16 6 7 3 24-17 25

6. არხენტინოსი 16 6 7 3 14-10 25

7. ბოკა 16 7 4 5 19-17 25

8. რივერი 16 6 6 4 12-11 24

9. ტიგრე 16 6 5 5 22-22 23

10. რასინგი 16 7 1 8 22-21 22

11. ბანფილდი 16 6 4 6 19-21 22

12. ოლ ბოისი 16 6 4 6 12-15 22

13. სან ლორენსო 16 5 6 5 18-14 21

14. კოლონი 16 6 2 8 19-24 20

15. ესტუდიანტესი 15 5 4 6 14-17 19

16. არსენალი 16 3 7 6 21-22 16

17. კილმესი 16 4 4 8 20-24 16

18. ხიმნასია 16 3 7 6 17-22 16

19. ურაკანი 15 2 5 8 14-30 11

20. ნიუელსი 16 3 2 11 14-31 11

ბომბარდირები: 10 - სტრაკვალურსი (ტიგრე); 9 - გუტიერესი (რასინგი); 8 - კამპორა (ურაკანი), ფუერტასი (კოლონი); 7 - ვალერი (ლანუსი), ობოლო (არსენალი), რომერო (ლანუსი).

გადატანილი მატჩი

2 ივნისი: ურაკანი-ესტუდიანტესი.

მომდევნო ტური

3 ივნისი: არსენალი-ოლიმპო.

4 ივინისი: ხიმნასია-რასინგი, ბანფილდი-ოლ ბოისი, ნიუელსი-სან ლორენსო.

5 ივნისი: ურაკანი-ტიგრე, კილმესი-ბოკა, რივერი-კოლონი.

6 ივნისი: ინდეპენდიენტე-ლანუსი, არხენტინოსი-ესტუდიანტესი, ველესი-გოდოი კრუსი.

შევეცდებით, გაგაცნოთ ყველაფერი საინტერესო, რაც კი არგენტინის საშემოდგომო ჩემპიონატის მე-16 ტურში მოხდა. მაშ ასე, კლაუსურას დასრულებამდე 3 ტურიღა რჩება, ჩემპიონის ვინაობას კი, ნაძლავს ჩამოვალYთ, ბოლო ტურამდე ვერავინ გეტყვით.

ტურის მოვლენები

ტურის მთავარი მოვლენა ერთპიროვნული ლიდერის, "ველეს სარსფილდის" მოულოდნელი მარცხი იყო "ტიგრესთან". ამ შეხვედრას კლაუსურას ტიტულისთვის ბრძოლა ერთი-ორად დაძაბა. ის კი არა, "გოდოი კრუსს" ბოლო წამებზე გოლი, რომ არ გაეშვა, "ველესის" ერთპიროვნულ ლიდერობასაც მოეღებოდა ბოლო, მაგრამ მენდოსელებმა გამარჯვება ხელიდან გაუშვეს და მე-3 ადგილზე დარჩნენ. "ველესს" ახლა ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ამიტომ ძალიან უჭირს. ლიბერტადორესის თასის პირველ ნახევარფინალში არგენტინული გუნდი მონტევიდიოში "პენიაროლთან" 0:1 დამარცხდა. დღეს საპასუხო მატჩია.

"რივერ პლეიტი" რჩება ეგრეთ წოდებულ ზონა "პრომოსიონში", ანუ დროულად თავი თუ არ დააღწია იქაურობას, არგენტინული ფეხბურთის გრანდი (33-გზის ჩემპიონი) პრიმერაში დასარჩენ პლეი ოფში ითამაშებს. იქ კი, ვინ იცის, კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია... "ოლიმპოს" "რივერმა" ვერ აჯობა, ის კი არა, ბედს და მეკარე კარისოს უნდა უმადლოდეს, რომ სულაც არ დათმო უპრინციპულესი შეხვედრა.

"ხიმნასიამ" თავი დააღწია (ურაკანი-ესტუდეანტესის მატჩის შემდეგ დააღწევს) პირდაპირი გავარდნის ზონას, ლა პლატელებს გადარჩენის შანსი მიეცათ. "ესტუდიანტესმა" ანტირეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-12 მატჩი ვერ მოიგო. ამას ჩემპიონთა მწვრთნელი ედუარდო ბერიცო შეეწირა. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა.

"ბოკა ხუნიორსის" ვეტერანმა ფორვარდმა მარტინ პალერმომ ჩემპიონატში 226-ე გოლი გაიტანა. მარტინს კარიერაში კიდევ სამი მატჩი რჩება. მას აქვს შანსი არგენტინის ჩემპიონატის ისტორიაში მეხუთე ბომბარდირი გახდეს, ამისთვის მან ერთი გოლი კიდევ უნდა გაიტანოს, რომ ხოსე სანფილიპოს (227 გოლი) დაეწიოს. ხუთი გოლიც და პალერმო მე-4 ადგილზე მყოფ მანუელ პელეგრინას გადაუსწრებს, თუმცა ეს ალბათ ვერ მოხდება. შეგახსენებთ, რომ არგენტინულ პრიმერადივიზიონს ორი ყველა დროის ბომბარდირი ჰყავს: პარაგვაელმა არსენიო ერიკომ და ანხელ ლაბრუნამ 293-293 გოლი გაიტანეს.

ტურის ციფრები

ტურში 23 გოლი გავიდა (2,3 გოლი საშუალოდ მატჩში), მასპინძლებმა 12 გოლი გაიტანეს, სტუმრებმა კი - ერთით ნაკლები, 11. ჰეთ თრიკი, ან თუნდაც დუბლი არავის მიუთვლია. ბომბარდირთა დავაში კვლავ ერთპიროვნულად დაწინაურდა დენის სტრაკვალურსი, თუმცა მან ეს პენალტის ნიშნულიდან გატანით შეძლო. საშინელ ფორმაშია "ურაკანი", რომელმაც ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო, ისე კი 8 ტურია არ მოუგია.

ტურის მატჩი

გოდოი კრუსი VS ხიმნასია

დრამატული სიუჟეტი, ლამაზი გოლები და დრამა ბოლო წამებზე - ყველაფერი იყო ამ დაპირისპირებაში, რითაც არგენტინული ფეხბურთი უყვართ გულშემატკივრებს.

ტურის გმირი

ფრანკო ნიელი (არხენტინოსი)

კარიერის განმავლობაში ეს 28 წლის ფორვარდი სხვების ჩრდილში იყო, თუმცა ახლა ის არგენტინული ჩემპიონატის ვარსკვლავია. ვფიქრობთ, ერთ-ერთი საუკეთესო "მსუბუქი" ფორვარდი წლევანდელ კლაუსურაზე. "კოლონთან" მატჩში მან გოლი და საგოლე პასი მიითვალა. პირველ ეპიზოდში მას გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ ბრწყინვალე პასით უკეთეს პოზიციაში მყოფი ბლანდი მოძებნა. შემდეგ ნიელმა თითქმის ცარიელ კარში გაიტანა ბასუალდოს თავური ჩაწოდების შემდეგ. ნიელი "არხენტინოს ხუნიორსის" გაზრდილია, თუმცა სხვა კლუბებშიც უთამაშია (მათ შორის, აშშ-ში, "დი სი იუანაიტედში"). მისი გოლების წყალობით "ხიმნასია" სასწაულებრივ გადაურჩა პრიმერადივიზიონიდან გავარდნას. იმის მაგივრად, რომ ნიელი გმირად ექციათ, "ხიმნასიამ" ის ტრანსფერზე დააყენა და ფეხბურთელს სულაც ეკვადორში მოუწია სათამაშოდ წასვლა. ფორვარდი "არხენტინოსში" კლაუსურას წინ დაბრუნდა და, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ლიდერია.

ტურის იმედგაცრუება

ის კი არა, მას ჩემპიონატის იმედგაცრუება შეიძლება ვუწოდოთ - ლაპარაკია, "რასინგზე". "რასინგის" ჩავარდნა ამოუხსნელია - შემადგენლობით პრიმერაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მწვრთნელი რუსოც კარგი სპეციალისტია, მაგრამ "აკადემია" ერთი-ორჯერ თუ თამაშობს მაღალ დონეზე. ამ ტურში "რასინგმა" მორიგი უგერგულო მატჩი გამართა და "ბანფილდთან" წააგო.

ტურის გოლები

რიკარდო ალვარესი (ველესი): "ტიგრეს" კარში.

ალეხანდრო კაპურო (ხიმნასია): პირველი გოლი "გოდოი კრუსის" კარში.

დიეგო ვალერი (ლანუსი): პირველი გოლი "ურაკანის" კარში.

ბრძოლა გადარჩენისთვის

ამ ცხრილში "ხიმნასია" ჯერ კიდევ მე-19 ადგილზეა, მაგრამ თუკი დღეს "ესტუდიანტესი" შეინარჩუნებს 2:0 უპირატესობას ჩაშლილ მატჩში (გუნდებმა ბოლო 58 წუთი უნდა ითამაშონ), მაშინ "ურაკანს" გადაასწრებს. შეგახსენებთ, რომ კოეფიციენტით ბოლო ორი გუნდი ვარდება, მათ წინა ორი კი "პრომოსიონში" ითამაშებს.

15. არსენალი 1,261

16. ოლიმპო 1,257

17. რივერი 1,252

18. ურაკანი 1,109

19. ხიმნასია 1,108

20. კილმესი 1,000

ტურის სიმბოლური ნაკრები

გოლ.კომ. 3-5-2

ხუან პაბლო კარისო (რივერი) - ფაბიან მონსონი (ბოკა), ხულიან ველასკესი (ინდეპენდიენტე), ლეონელ გალეანო (ინდეპენდიენტე) - კრისტიან ჩავესი (ბოკა), დიეგო ვალერი (ლანუსი), გუიდო პისარო (ლანუსი), ლუკას კასტრო (ხიმნასია), რიკი ალვარესი (ოლიმპო) - სესარ კარანსა (ლანუსი), ფაკუნდო ფერეირა (ბანფილდი).

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის 79 წლის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გრონდონამ თქვა, რომ ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რომ კიდევ ერთი წელი გაუძღვეს არგენტინულ ფეხბურთს, რომელსაც უკვე 32 წელია უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ მის გადადგომას "რივერ პლეიტის" პრეზიდენტი დანიელ პასარელა მოითხოვდა.

ტიტულოვანი არგენტინელი მწვრთნელი ალეხანდრო საბელა დიეგო მარადონას გზას დაადგა - ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის. მან "ესტუდიანტესისგან" მიწვევა მიიღო, ედუარდო ბერიცოს შემცვლელად, მაგრამ საბელამ უარი თქვა. ამ დღეებში ის "ალ ჯაზირასთან" 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კიდევ ერთი "ახალი მარადონა" შეიძლება დაადგეს დიეგოს გზას - "რივერ პლეიტის" 19 წლის ნახევარმცველ ერიკ ლამელას სანაცვლოდ "ნაპოლი" 15 მილიონ ევროს იხდის, წერს "გაძეტა დელო სპორტი". იტალიური კლუბი ლამელას 5-წლიან კონტრაქტს უმზადებს და წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად