კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კლუბის საიტთან იმაზე ისაუბრა, თუ რას აკეთებს კარანტინისას.

"კარანტინი ნორმალურად მიდის, პროგრამის მიხედვით ვვარჯიშობ. თვითიზოლაციის ყველა წესს ვიცავ. სახლიდან მხოლოდ მაშინ გავდივარ, როდესაც უნდა ვირბინო და იშვიათად პროდუქტებისთვის. თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ, სერიალებს, კომპიუტერზე Counter-Strike-ს ვთამაშობ, ფსიქოლოგიაზე ჯენ სინსეროს წიგნს ვკითხულობ.

ასევე, დროს მშობლებთან ვატარებ, რომლებიც ჩემთან სტუმრად არიან; მეგობარ გოგონასთან და ძაღლთან ერთად ვსეირნობ. ბიგლი მყავს, "ბანდიტი" დავარქვი. ბუნებრივია, გარეთ პირბადეებით გავდივართ და საპნით სისტემატურად ვიბანთ ხელებს. თუმცა, ხანდახან გეჩვენება, რომ ჩვენთან კარანტინი არც არის: ქალაქში ბევრი ხალხია, გზებზე კი - საცობები.

"დინამოში" კარანტინი 5 აპრილამდეა, მაგრამ, ალბათ, 24-მდე არაფერი არ შეიცვლება, ვინაიდან უკრაინაში სწორედ ამ რიცხვამდეა კარანტინი გამოცხადებული. ვიდრე სიტუაცია სტაბილური არ გახდება, ჩემპიონატის განახლება არ შეიძლება. ჯობია მოვითმინოთ და შემდეგ ვითამაშოთ, მაყურებლების თანდასწრებით.

მართალი გითხრათ, საქართველოს გარდა, თითქმის არასოდეს არსად არ მიმოგზაურია. ახლა, როდესაც გოგონა მყავს, ზღვაზე იქნება საჭირო წასვლა (იცინის). ზამთარში საქართველოში ერთად ვიყავით, იქ ყველაფერი ვაჩვენე, მშობლები და ნათესავები გავაცანი. შემდეგ დუბაიში გავფრინდით - ეს პირველი ქვეყანა იყო, სადაც შვებულება გავატარე. აქამდე კიევში ვრჩებოდი და ვვარჯიშობდი. ჩემი გოგონასთვის საქართველო საინტერესო იყო და ჩემთვისაც საინტერესო იქნება მისი ნათესავების გაცნობა. მისი მშობლები კიევში ცხოვრობენ, ხოლო ბებია და ბაბუა - დონეცკის მახლობლად სოფელში. როდესაც შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მოვინახულებთ.

ჩემი საყვარელი ქართული საჭმელი? ხინკალი, მაგრამ მე ნახევრად ქართველი ვარ და ამიტომ ძალიან მიყვარს უკრაინული სამზარეულო. როდესაც მომენატრებოდა, დედა ბორშს მიმზადებდა. ხინკალი კი ჩემს გოგონას ძალიან მოეწონა. კვებას ვცდილობ, ყურადღება მივაქციო, ჩემი მამა ძალიან მკაცრია, თავად ფეხბურთელი იყო. როდესაც პურის ზედმეტ ნაჭერს სუფრიდან ვიღებ, ყოველთვის შემომხედავს - ჯობია დავუჯერო, თორემ ზედმეტი წონის დასაგდებად 40 წუთი სირბილს მაიძულებს. თუმცა, ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს მქონია".

გიორგი წიტაიშვილი ახალ წელს საქართველოში შეხვდა და კიევის "დინამოდან" არ მიდის

wtf
ისე მამა თუ ესეთი მკაცრი ყავს ვერ უთხრა საქართველოზე ერთი ორი სიტყვა??მარა იმასაც მაგრად კიდია და მაგიტო აჭმევს 'ბორშს'...ბორჯღალი კი მიუხატია ხელზე კაი პატრიოტივით
ჯეკო
რა არაფრისმთქმელი სახე, აქვს. არცაა გასაკვირი - სამშობლო რა არის, ეგეც არ იცის ტიპმა. უკრსინელი ვარო . რაღა ეგ და რაღა მიშა.
a a
ამას ქვია უნახავმა რა ნახა, რაო გოგო გყავს ნახევრად ქართველო? ან საერთოდ რას წერთ ან ამაზე ან გოგიაზე რო ქართველი ფეხბურთელია? ესეც ქართველი ფეხბურთელია და კანკავა ჩაკვეტაძეც? იმედია არ დაბლოკავთ
დავით
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ჩემი გოგონა რას ნიშნავს? საცოლეა საყვარელი თუ რამე სხვა
გიორგი
წარმატებები მინდა ვუსურვო, უნიჭიერესი ფეხბურთელია, ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
უარი სარფიან წინადადებაზე - წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპაში სურს
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა