NBA. პლეი ოფი. ფინალი: საკუთარ მოედანზე "დალასის" რვა ქულით დამარცხება ფლორიდელთა კარგად ორგანიზებულმა თამაშმა განაპირობა
"მაიამი ჰიტმა" მოგებით დაიწყო პლეი ოფის ფინალური სერია. საკუთარ მოედანზე "დალასის" რვა ქულით დამარცხება ფლორიდელთა კარგად ორგანიზებულმა თამაშმა განაპირობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდის მოქმედებაში დაცვა დომინირებდა შეტევაზე. მეტოქეები კარგად ასრულებდნენ საშინაო დავალებას, რაც ერთმანეთის ლიდერთა ნეიტრალიზაციაში გამოიხატებოდა. სადებიუტო 390 წამში გუნდებმა ჯამში თამაშიდან 12 ბურთი ააცილეს, სამი შეცდომა დაუშვეს (სამივე სტუმრებმა), სამი დაფარება შეასრულეს და "საცოდავი" 13 ქულა დააგროვეს.

დირკ ნოვიცკის სამმაგი მეურვეობა ჰქონდა მიჩენილი და გერმანელი უფრო ხშირად ფარში სროლის ნაცვლად სამქულიანის ხაზთან მყოფ პარტნიორებს უგდებდა ბურთს. მოედნის მეორე მხარეს დალასელი "პოლიციელები" არანაკლებ აქტიურად ავიწროებდნენ ლებრონ ჯეიმსსა და დუეინ უეიდს. შესაბამისად, ამ სახიფათო წყვილს იშვიათად ვხედავდით მეტოქის სამწამიანში.

ამიტომაც გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ მეორე მეოთხედის შუაში ტაბლოზე მოკრძალებული რიცხვები ეწერა - 24:24. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შეიძლებოდა დამყარებულიყო ფინალურ მატჩებში შედეგიანობის ანტირეკორდი. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში გუნდები, როგორც იქნა, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ.

"მავერიქსში" შვიდი ქულა დააგროვა შონ მერიონმა, რომელმაც ისარგებლა მეტ-ნაკლები თავისუფლებითა და კრის ბოშისა და მაიკ მილერის დაუდევრობით. ამდენივე მიითვალა ნოვიცკიმ, გუნდი არ დააღალატა ტაისონ ჩენდლერმა, რომელმაც ჩატენა და თან ჯარიმა მიაღებინა ენტონის, ბოლოს კი ჯეისონ ტერიმაც ჩააგდო სამქულიანი. რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არც "მაიამი" ყოფილა. მარტო უდონის ჩელმერსმა ამ დროის განმავლობაში სამი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი შედეგიანი პასი დაუმატა, რის შემდეგაც უეიდმა იხეირა შორი მანძილიდან. გარდა ამისა, იყო ბოშის ორი შედეგიანი შეტევა.

სირენასთან ერთად მილერსაც რომ ჩაეგდო ნოვიცკის შეცდომის შემდეგ, მასპინძლები დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდოდნენ, მაგრამ ტყორცნა არაზუსტი იყო - 44:43 "დალასის" სასარგებლოდ.

სამაგიეროდ, მიზანს მიაღწია უფრო რთულმა სამქულიანმა ჯეიმსის შესრულებით. ეს მოხდა მესამე მეოთხედის ბოლოს და ამით დასრულდა "მაიამის" გზა "მინუს რვა" ქულიდან "პლუს ოთხ" ქულამდე. სტუმრებმა ეს მეოთხედი 7:0 გაქცევით დაიწყეს, მაგრამ ბოლო პაუზამდე დარჩენილ 603 წამში "დალასმა" 14 ტყორცნიდან 11 აააცილა, ოთხი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. უეიდისა და ჯეიმსის სრული მონაგარი ამ მეოთხედში 17 ქულა იყო - ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა თამაშის სადავეების ხელში ასაღებად და მატჩის ბოლომდე შესანარჩუნებლად.

როგორ არ ეცადნენ ნოვიცკი და ტერი საფინალო სპურტის ორგანიზებას, მაგრამ მასპინძლების ბრწყინვალე დაცვას მაინც ვერაფერი მოუხერხეს. კომფორტული უპირატესობის შესანარჩუნებლად "მაიამიმ" ჰასლემის შეტევაში ყოჩაღობაც იკმარა. თავიდან მან დროულად მონახა სამქულიანის ხაზთან მილერი, შემდეგ კი თავად ორჯერ კარგად გაიხსნა მეტოქის სამწამიანში - 75:69 საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 35 წამით ადრე. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა 20-წამიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც უეიდმა ჯერ მერიონს დაუფარა, შემდეგ კი შორეული ტყორცნით "ჰიტის" უპირატესობა 9 ქულამდე აიყვანა.

ამის შემდეგ ზედიზედ ოთხმა საჯარიმომ, დირკის ორმა ქულამ, ჩენდლერის დანკმა და კიდის სამქულიანმა ბევრი ვერაფერი შეცვალა - მასპინძლები სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამაზე მეტყველებს "დალასის" მიერ თამაშიდან ნასროლი ტყორცნების სიზუსტის პროცენტი (37,3), მოხსნებში მარცხი (36-46) და მისი ნაქები რეზერვისტების მწირი მონაგარი - 17 ქულა (სიზუსტე - 18.1%). "მაიამიმ" კი ამ პლეი ოფში მეშვიდედ მოიგო შეხვედრა, როცა პირველი ტაიმი წაგებული ჰქონდა.

"დალასი" ვეტერანების გუნდია. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც კარგად ესმით, რომ არ ღირს ამ წაგებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ ხუთშაბათის შეხვედრას და შინ აუცილებლად ერთი მოგებით უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება", - განაცხადა მატჩის შემდეგ დირკ ნოვიცკიმ.

ფინალი. I მატჩი

მაიამი-დალასი 92:84

16:17, 27:27, 22:17, 27:23

მ: ჯეიმსი (24+9 მოხსნა+5 პასი), უეიდი (22+10 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება), ბოში (19+9 მოხსნა+3 პასი), ჩელმერსი (12), ჰასლემი (7+6 მოხსნა), მილერი (6+5 მოხსნა), ჰოვარდი (2), ბიბი (0+3 პასი), ენტონი.

დ: ნოვიცკი (27+8 მოხსნა), მერიონი (16+10 მოხსნა+4 პასი), ტერი (12), კიდი (9+6 პასი), ჩენდლერი (9+2 დაფარება), სტივენსონი (6), ჰეივუდი (3+7 მოხსნა+3 დაფარება), ბარეა (2+3 პასი), სტოიაკოვიჩი.

სერია: 1-0

სტატისტიკა

ტყორცნები თამაშიდან: 31/80 (38,8) - 25/67 (37,3)

სამქულიანები: 11/24 (45,8) - 9/22 (40,9)

საჯარიმოები: 19/26 (73,1) - 25/32 (78,1)

მოხსნები (შეტევაში-სულ): 16/46 - 6/36

პასექი: 20-18

შეცდომები: 10-11

ჩაჭრები: 5-6

დაფარებები: 4-8

ყველაზე დიდი სხვაობა: 12-8

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო