კორონავირუსი ფეხბურთზე და, მარტო ფეხბურთს ვინღა ჩივის, მსოფლიოს ეკონომიკაზე უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევროპის ფეხბურთის ფედერაციების განცხადებები, რომ ამა თუ იმ თვესა და რიცხვში განაახლებენ სეზონს, მხოლოდ მარჩიელობაა, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია.

სეზონი რომც განახლდეს, მაინც მძიმე შედეგები იქნება, რამეთუ დიდი ალბათობით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება და ეს კლუბებს ძალიან დააზარალებს. ასე რომ, ხელფასების შემცირება და ქამრების შემოჭერა ევროგრანდებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ, ხოლო ღარიბი კლუბები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. ასეთია სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ESPN-ის ცნობით, "ბარსელონა" სატრანსფერო სტრატეგიის შეცვლას აპირებს, ვინაიდან ვეღარ მოახერხებს ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენას და საფეხბურთო ბაზარს აქედანვე სწავლობს - ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან ან კონტრაქტები ერთი წლის შემდეგ უმთავრდებათ. პირველებს ხელში მუქთად ჩაიგდებენ, მეორეებს კი - იაფად.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსის მერე ფეხბურთი სულ სხვაგვარი დაგვიბრუნდება.

იქნება და მსოფლიო ფეხბურთმა იხეიროს კიდეც ამით, თორემ 2-3 ელიტურ კლუბსა და დანარჩენ გუნდებს შორის კატასტროფული სხვაობაა. ეროვნულმა ჩემპიონატებმა აზრი დაკარგა. სიის შუაში არსებული გუნდები (რომ არ ვთქვათ სიის ბოლოზე), ფაქტობრივად, მსოფლიო ნაკრებებს ეჯახებიან, ეროვნული ჩემპიონები დასაწყისიდანვე ცნობილია ხოლმე.
zvio
ძალიანაც კარგი,ნამეტანი ფულის ხარჯვა იყო, ფულის გამო გათავხედნენ მდიდარი კლუბები და ითხოვდნენ სუპერ ლიგას, ეხლა ცოტა ტ...ს დააყენებენ
Emre
დარწმუნებული ვარ ფეხბურთი და არამარტო ფეხბურთი, მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება ვირუსის შემდეგ.
baba
ესპანელი მეცნიერის სიტყვები კარგად დსგიმახსივრებია
დათო
ფეხბურთი მხოლოდ სარგებელს ნახავს აქედან როგორც სპორტის სახეობა თორე თანდათანობით მხოლოდ ბიზნესი და რეკლამა გახდა, ვიღაც ჟოაო ფელიქსებში 120 მილიონებს რომ იხდიან მაგას ფეხბურთი აღარ ჰქვია უკვე
გუჯი
იმედია რაღაც შეიცვლება და მეცნიერებაში და განათლებაში უფრო მეტი ფული ჩაიდება და იმედია ეს გაუნათლებელი ფეხბურთელები ნაკლებ მილიონებს აიღებენ.
სოსო
ბარსელონას ურჩევნია,საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე გააკეთოს აქცენტი.ამ საუკუნის გუნდის ვარსკვლავების უმრავლესობა,ლა მასიას აღზრდილები იყვნენ.პიკე,ბუსკეტსი,მესი,ხავი,ინიესტა
G.LA
ძალიან კარგი თუ აღარ იქნება ასეთი ასტრონომიური ფასები ფეხბურთელებზე. ეს უბრალოდ დამთრგუნველია ღარიბ კლუბებისათვის. ხან ერთი მოთამაშის ფასი რამოდენიმე ღარიბ ქვეყნების გუნდების ბიუჯეტს ერთად აღებულს აღემატებოდა. არ მაქვს იმედი მსოფლიოში ყველა დაფიქრდეს რომ არასწორედ ვითარდებით კაცობრიობა ზოგადად. მარა ეს (გადატვირთვა) იქნებ რაღაცაში წაგვადგეს კაცობრიობას.
10
ამ გაქანებულ კორონა ეპიდემიიის დროსაც როცა მესის უდიერად ახსენებთ, ეს უკვე კორონაზე უარესია.
gujakakhadze
ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.
gio
კიდევ ბევრი პული თუ აქვთ ხელპასებზე რატომ ცუცუცნებს მაშინ
ქართველი
შეშლილმა მსიფლიომ ვირუსების ვაქცინებზე ფულის დახარჯვას ფეხბურელების გოლებზე მილიონების გადაყრა ამჯობინა. ხო და ვიმკით შედეგს. ამის მერე მაინც მოეგონ გონს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუ გადავრჩით კორონას და მერე შიმშილობას.
gio
მაგ პერეს იმდენი პული აქვს რომ სიზმარშიც ვე ვნახავთ ეგ იყიდის კიდევ მეგა პეხბურთრლრბს აი ლესის კი დაერხა ახლა ვეღარ უყიდიან იმათ ვინც უნდა დდდდ

ამიტომ განაცხადა ესპანელმა ბიოლოგმა, ჩვენ მათხოვრული ანაზღაურება გვაქვს, მათზე კი ასობით მილიონები იხარჯებაო, წადით და მესი–რონალდუს მოთხოვეთ ვაქცინაო.
წყალში გადაყრილი ფულები
რა ეშველება მესის რომ ვეღარ უყიდიან ყოველ წელს 100 მილიონიან 3-4 ფეხბურთელს.მაგრამ მაინც რომ არ შველის ჩ.ლ.-ს მოსაგებად.
buba
გეთანხმები "ფანი ნეტარი". თანაც ეს ყველაფერი ჩვენს ქართულ გუნდებზე არაფრად იმოქმედებს, არა მგონია ისინი მისული მაყურებლებიდან შემოსული თანხებით ფინანსდებოდნენ... ზოგიერთ თამაშზე ჰა-ჰა 200 კაცი მივიდეს... მგონი ისე იქნება ჩვენი საქმე: ფარა შემობრუნდა და კოჭლი ცხვარი წინ მოექცაო !!
buba
გეთანხმები. თანაც ეს ყველაფერი ჩვენს ქართულ გუნდებზე არაფრად იმოქმედებს, არა მგონია ისინი მისული მაყურებლებიდან შემოსული თანხებით ფინანსდებოდნენ... ზოგიერთ თამაშზე ჰა-ჰა 200 კაცი მივიდეს... მგონი ისე იქნება ჩვენი საქმე: ფარა შემობრუნდა და კოჭლი ცხვარი წინ მოექცაო !!
გოგა
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს ფეხბურთს ეხება... ფეხბურთი იქნებ მართლა ფეხბურთს დაემზგავსოს. რა უბედურებაა, ფეხბურთელზე 100 და 200 მილიონების გადახდა და ასტრონომიური ხელფასები.
ფანი ნეტარი
ასე ნელ-ნელა იქნებ გრანდები ქართულ კლუბებს გაუთანაბრდნენ და ჩვენი კლუბებიც ვიხილოთ ევროტურნირებზე, თუნდაც უმაყურებლოდ. თანახმა ვარ მხოლოდ ტელევიზორში ვუყურო.
თამაზი
სახლში რომ ვიჯდებით ყველა და პროდუქცია არ შეიქმნება და მაღაზიაში იონჯას შემოიტანენ, მაშინაც იმაზე იქნება კამათი, ბარსელონაა უკეთესი თუ რეალი, მესი თუ რონალდო?
გოჩა
წერენ, ყველა კლუბს დაერხევაო. მატჩები თუ არ ჩატარდა, ფული საიდან შეუვათ? თუ დემბელეებში 105 მილიონებს არ გადაყრიან, არც მაგი იქნება ტრაგედია. ხომ ხედავთ, პერესი უკვე რამდენი ხანია წუწურაქობს.
a a
ამ საიტს ბარსა მაგრა არ ევასება და უმეტესად ნეგატიურ ინფორმაციებს დებს, რა მეგა ტრანსფერები დასრულდა და რა კოტრდება იმდღეს რო დაწერეთ? რატო არ თარგმნით ელ მუნდოს გუშინწინდელ ინტერვიუს ბართომეუსთან სადაც იძახის რო ფული საკმარისად აქვთ? მარტო რაც გაწყობთ იმას რო თარგმნით. არ დაბლოკოთ
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს