ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართულ კლუბებს სახელმწიფო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, ჩემპიონატის ფორმატი კი შეიცვლება

ქართულ კლუბებს სახელმწიფო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, ჩემპიონატის ფორმატი კი შეიცვლება

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმარციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ. ამ საკითხის შესახებ ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:

"დღევანდელ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები. დღევანდელ კონფერენციაში ასევე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული".

დაფინანსების საკითხებთან ერთად დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კი, კლუბებს პირველ აპრილს უეფას ვიდეოკონფერენციის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 36 ტურის გამართვა შეუძლებელია და ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი.

"დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც ჩვენ პირველ აპრილს უეფასთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ვისაუბრეთ. კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა, ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მით უმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან.

იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება." - განაცხადა დავით მუჯირმა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

• jango

რტული არაფერია : 2 წრიანი ჩემპიონაყი ოქნება და მროჩა. 18 მატჩში გარიკევევა ჩემპიონი და გავარდნილი. ან ალტერნატივა ასეთი იქნებს 18 მატჩი + 8-8 მატჩი ზედა და ქვედა ხუთეულებისათვის, ჯამში 26 და არა 36. ამას გარდა- მართალია ამ წლის ფულები დარიგდება მაგრამ წელს ისედაც მთავრდება 5 წლიანი ეტაპი საფეხბურთო ფონდის და ის არაა საჭირო გაისად. ამიტომაც გაისად სჯობს ორი ლიგის გადახდის უნარიანი 12 ან 16 კლუბის შეკრება ელიგაში, ელიგა 2-შიც ამდენივესი მესამე ლიგის ხარჯზე და მესამე ლიგაში მეოთხე ლიგიდან 4 ან 8 კლუბის გადმოყვანა. სახელმწიფო ფულს მოაშორეთ კლუბები, ვისაც არ აქვს ფული, სამოყვარულო ითამაშოს, ხოლო ვისაც გამოუჩნდება ფული, უფლება მიეცით საეჭვო პირობებში მყოფი კლუბებისაგან ადგილები გამოისყიდონ ლიგებში.

• gujakakhadze

ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.

• tngh

ყველაზე კარგი გამოსავალი, ჩემის აზრით, ჩემპიონატის 2 წრედ ჩატარებაა. 18 ტური ნომინალურია ამ სიტუაციაში.

• ნიკო

რა აზრი აქვს ამ სფეროში ფულის ჩადებას, მმართველებით დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული მდარე უპასუხისმგებლო ადამიანებით გაძეძგილი სფეროა, მაშინ როცა, მეცნიერება და ხელოვნება თითქმის მოკვდა საქართველოში.

• ქართველი

დღეს დადასტურდა რომ ერთ ერთ ქართველ სპორტსმენს კორონა აღმოაჩნდა,მიუხედავად მოწოდებისა მთავრობის დარჩი სახლში არ შეასრულა და შემოულია მთელი ქვეყანა,დასავლეთშიც ყოფილა,ძალიან დიდია კონტაქტები,ესეთი ადამიანები ვინც სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ყველა მოღალატედ უნდა გამოცხადეს

• კომბა

mozgachi xar gocha

• DAVE

მართალია საბაზისო მინიმალურია, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს რომ ყველას შეხვდეს მცირედი ხელფასი. იმედია ფეხბურთლები და მთლიანად გუნდები დაინახავენ მართლა რომ გვერდში უდგას სახლემწიფო ფეხბურთს და ჩემპიონატის განახლების შემდეგ დაამტკიცებენ რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

• გოჩა

ეტყობა რა ხდება მსოფლიოში.ვერ.ვაცნობიერებთ,აბსოლუტურად.შეიცვლება საერთოდ ვხოვრება,ყოველდღიური ყოფა,ასეთი დარტყმისაგან ვერ მოვალთ ჭკუაზე მინიმუმ სამი წელი მაინც,შემდეგ ის,რომ უკვე პირდაპირ ამბობენ,რომ.რდენ ხანს გასტანს ისიც არ იციან,საზღვრები,რომ არ გაიხსნება მინიმუმ.წლის ბოლომდე.ისიც ფაქტია,ვერ ხედავთ დახურულ ქარხნებს აღდგენას უპირებენ,საიდან აპირებს დააფინანსოს გუნდები,როდესაც ხალხის გამოკვებაზეა საუბარი,ერთ რაღაცას ვიტყვი,ახლა მთავარი არის.ფიზიკურად გადავრჩეთ.

• dato

გააგრძელეთ ჩემპიონატი იმ ტურიდან როცა შეგეძლებეათ გაგრძელება ჩემი ვარაუდით ეს მაისის ბოლს იქნება შესაძლებელი და წავა ჩველებრივ დაუტოვოთ ის ქულები რაც აქვთ ორი ტურის შემდეგ

• np

10 გუნდიანი ჩემპიონატი ძაან მოქნილია ამ მხრივ: ჩატარდება მხოლოდ ორ წრე და ეგაა )

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა