1954 წლის 4 აპრილს, თბილისის "დინამომ" მოსკოვის "სპარტაკი" 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი და დატრიალებული ტრაგედია championat-მა გაიხსენა.

66 წლის წინ "სპარტაკთან" მატჩის წინ თბილისში ჭყლეტა მოხდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი

ჩვენი ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორია, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

სსრკ-ში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მოქალაქეებს უმალავდნენ - ჭყლეტა 1975 წელს "სოკოლნიკებში" ან 1982 წელს "ლუჟნიკებში": როგორც პირველ ასევე მეორე შემთხვევაში კარგა ხანს დუმდნენ.

კიდევ ერთი ტრაგედია, რომლის აღწერას ვერც ერთ საბჭოთა გაზეთში ვერ ნახავთ, 1954 წლის 4 აპრილს თბილისში ჩემპიონატის გახსნისას მოხდა.

"სპარტაკთან" მატჩზე ბილეთების შოვნა შეუძლებელი იყო: მსურველთა რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა სტადიონის ტევადობას

ახალი სეზონი თბილისელთათვის ჩემპიონ "სპარტაკთან" მატჩით იწყებოდა. აჟიოტაჟი გაუგონარი იყო და არამარტო იმიტომ, რომ სტუმრად "ოქროს გუნდი" ჩავიდა. საქმე სულ სხვა რამეშია. წინა სეზონში "დინამო" აშკარად "მოკლეს" და ჩემპიონად გახდომის უფლება არ მისცეს - გააპროტესტეს "ტორპედოსთან" მატჩი (2:1 ქართველთა სასარგებლოდ) და გადაათამაშეს ვითომდა მსაჯის მრავლობითი შეცდომების გამო. გადათამაშება მოხდა იმ დროისთვის სარეკორდოდ მოკლე დროში და მრავალი წესის დარღვევით! ფეხბურთელები იმდენად იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ ორი დღე ღვინოს სვამდნენ, ხოლო მატჩის დასაწყისშივე ყველას გააგებინეს, რომ ნებდებოდნენ. 1:4 წააგეს, ჩემპიონი კი "სპარტაკი" გახდა, რომელმაც "დინამოს" მხოლოდ 2 ქულით გაასწრო.

გასულ სეზონში ოქროს მედლებისთვის მებრძოლი გუნდების თამაშმა თბილისში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში აფიშები არ იყო გამოკრული, ბილეთები კი მხოლოდ წინასწარი შეკვეთით იყიდებოდა. ბილეთები თავისუფლად მხოლოდ მატჩის დღეს უნდა გაყიდულიყო, მაგრამ უცნაურ გარემოებათა გამო ბილეთები თითქმის არ იყო - გადამყიდველებს ნომინალურზე გაცილებით მაღალ ფასში ჰქონდათ შეძენილი.

ქართული გაზეთი "ლელო". 1954 წლის 7 აპრილი:

"ბევრი ხელცარიელი დარჩა, მაგრამ ამინდი მათ თანაუგრძნობდა: აპრილის პირველივე დღეებიდანვე ძლიერად თოვდა. თამაშის წინა დღეს წვიმდა. თუმცა, მატჩის დღეს დილიდანვე გამოიდარა..."

უბილეთო გულშემტკივრებმა მაინც შეძლეს სტადიონზე იერიშით შესვლა. მილიციამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა

მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე სტადიონთან ხალხმა შეკრება დაიწყო. ბილეთიანები გაჭირვებით ახერხებდნენ სტადიონზე შესვლას. ბევრმა მათგანმა ვერც კი გაიგო, რა მოხდა შემდეგ. მერე კი, მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უბილეთოთა ნამდვილი შტურმი დაიწყო: ისინი შეუპოვრად ცდილობდნენ ღობის გარღვევას. მილიციამ და კონტროლიორებმა შესასვლელების ჩაკეტვა დაიწყეს, მაგრამ ამან ტრაგედიისგან ვერ იხსნა: ხალხმა იხუვლა და ცენტრალურ შესასვლელთან ჭყლეტა მოხდა. დაახლოებით 20 ადამიანი გარდაიცვალა. შესაძლოა, გაცილებით მეტი - ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

სტადიონზე 10 ათასით მეტი მაყურებელი იყო

"დინამომ" 2:1 მოიგო. მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში მოსკოველებმა ანგარიში გაათანაბრეს, ბოლოს კი თბილისელებმა გამარჯვებას მიაღწიეს.

გაზეთი "სოვეტსკი სპორტი". 1954 წლის 6 აპრილი:

"დარჩენილი დრო ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გაისმა საფინალო გონგის ხმა. ანგარიში ისევ 1:1-ია. შეხვედრა სავარაუდოდ ფრედ დასრულდებოდა, რომ არა "სპარტაკის" მეკარე ტუჩკუსის შეცდომა, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა. ღოღობერიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ შემდეგ ყველას კალოევმა დაასწრო და "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა".

პრესა ჭყლეტაზე დუმდა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ "ახალგაზრდა სტალინელში" ავტორმა აღწერა მომხდარი: მილიციის მოქმედებაზე, რომელსაც ძნელია უწოდო სწორი და დროული, რკინის ღობეებზე და გადამყიდველებზე, რომლებმაც ბილეთები რვაჯერ უფრო ძვირად გაყიდეს.

დასაჯეს თუ არა ვინმე? უცნობია.

სტატუს ქუო
1953 წლის 9 მარტია ამბები არ დამალულა თბილისში,ჭორების დედაქალაქში და 20 კაცის ჭყლეტა დაიმალებოდა?ტყუილია.
qartveli
ამ დღეებში მკლავჭიდელი რომელმაც არ შეასრულა მოწოდება დარჩი სახლში და შეგნებულად თუ შეუგნებლად სხვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო,თანაც ძალიან ბევრის აუცილებლად დაჯარიმდეს უნდა,თანაც ოკუპანტ რუსეთში მოღვაწე ყოფილა,ეს შემთხვევა საქართველოს ღალატს ნიშნავს და ვინც ეს გააკეთა მოღალატეა
სტატუს ქუო
საქართველოში ასეთი ამბავი არასოდეს იმალებოდა.ეს არ მომხდარა და მის ავტორს სურდა ალბათ,მეტად გაყიდულიყო ის გაზეთი,სადაც ეს სისულელე დაიბეჭდა.აქ ასეთ ამბავს ვერ დამალავ,ეს არაა 150 მილიონიანი რუსეთი.
vaxo
ჭორი კი არ არის, დამალეს. საბჭოთა მოქალაქემ იცოდა ის, რასაც "ვრემიაში" ნახავდა და "კომუნისტში" წაიკითხავდა. ეგ შენ არ შეგეშლება. რეალური მოვლენების უნიჭოდ მოდელირების "სპეცი" ხარ )))
giorgi 3
დინამო:მარღანია,ელოშვილი,რუსაძე,სარჯველაძე,მახარაძე,ანთაძე,ა.კოტრიკაძე,გაგნიძე,კალოევი, ღოღობერიძე(კ),თორდია სპარტაკი:ტუჩკუსი,ოგონკოვი,სელიცკი,სედოვი,ტიმაკოვი,პარშინი (50 ისაევი),ტატუშინი,პარამონოვი, სიმონიანი,დემენტიევი(კ),ილინი გოლები:ღოღობერიძე 45 (პენ),ტატუშინი 59,კალოევი 89
aburjga
შემადგენლობები მაინც დაგეწერათ?!
tngh
ბევრ ძირ-ძველ გულშემატკივართან გადავამოწმე. არავის არ გაუგია ეს ამბავი. ვფიქრობ, რომ ჭორია...
giorgi 3
ინგლისშიც ხშირად ხდებოდა ესეთი ტრაგედიები.მაგალითად ბოლო 1989 წლის 15 აპრილს, შეფილდში, ჰილსბოროუს სტადიონზე, ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის გადათამაშებაზე ლივერპულის და ნოტინგემ ფორესტს შორის.ჭყლეტის შედეგად ლივერპულის 96 გულშემატკივარი დაიღუპა, იგივე მიზეზების გამო.თავდაპირველად ყველაფერი გულშემატკივრებს დაბრალდათ,თუმცა რამდენიმე წლის მერე გამოძიებამ დაადგინა პოლიციის და სტადიონის პერსონალის დანაშაული, რომლებმაც სტადიონის ერთად-ერთი კარი ჩაკეტეს დაგვიანებული მაყურებლისთვის,ამის შემდეგ მოხდა ჭყლეტა.
tngh
პირველად მესმის ამის შესახებ. საბედნიეროდ, ბევრ ისეთ გულშემატკივარს ვიცნობდი და ვიცნობ, რომლებიც იმ დროს უკვე დადიოდნენ სტადიონზე. არავისგან ეს ამბავი არ გამიგია...
საბა
ნახირი ყოველთვის ნახირი იყო
გუზი
ოღონდ ვუყუროთო და ამ ფეხბურთში დასხვა ცალ ფეხზე დაიკიდეს.იმიტო იყო ამდენი დაღუპული.
moqalaqe
1954 წელს "ახალგაზრდა სტალინელი" გამოდიოდა?
სოსო
მეგობრებო,იცოდით ამის შესახებ?ქართველი ჟურნალისტების მიერ ამაზე საუბარი არ მახსოვს.გთხოვთ გამოეხმაუროთ.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება