ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სულით სპორტსმენი

სულით სპორტსმენი

ლევან ინწკირველის მემორიალური დაფის გახსნაზე გუშინ მისი მეგობრები და ოჯახის ახლობლები შეიკრიბნენ
"ამ სახლში ცხოვრობდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ლევან ინწკირველი", - ასეთი მემორიალური დაფა ამშვენებს სახლს, რომელიც ლარსის ქუჩა 4-ში მდებარეობს.

მემორიალური დაფის გახსნაზე გუშინ ლევან ინწკირველის მეგობრები და ოჯახის ახლობლები შეიკრიბნენ. დაფიდან კი ფარდა მისმა შვილიშვილმა, პატარა ლევან ინწკირველმა ჩამოხსნა.

ჩემპიონთა თასის მფლობელი, რომელსაც გუშინ 84 წელი შეუსრულდებოდა შარშან გარდაიცვალა. იგი ვეტერანმა დინამოელმა ვაჟა ჟღენტმა ასე დაახასიათა:

- კარგია, რომ დავიწყებას არ ეძლევა ღვაწლმოსილი სპორტსმენის სახელი. არადა, არის არაერთი მაგალითი, როცა ცნობილი სპორტსმენების მოგონებაც არ რჩება. ლევანი ჯიგრიანი, ტემპერამენტიანი და მეტად ტექნიკური, სულით სპორტსმენი იყო. მასთან ერთად დიდი "დინამოს" წევრი გახლდით, რომელმაც სამ-სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი.

ვაჟა გვანცელაძემ განაგრძო:

- ლევანმა კალათბურთი 16 წელი ითამამაშა, მასთან ერთად გუნდში 10 წლის განმავლობაში ვირჯებოდი. ინწკირველის გვერდზე ასპარეზობა სასიამოვნო იყო. იგი მრავალმხრივი არამიანი გახლდათ, ბილიარდსაც შესანიშნავად თამაშობდა და ფეხბურთსაც. მახსოვს, დიღომში ფეხბურთელებთან ერთად შეკრებაზე ვიყავით. ლევან ინწკირველი და ვაჟა ღღენტი ორ მათგანს ფეხბურთში გაეჯიბრნენ და მოუგეს.

ილარიონ ხაზარაძეს ლევან ინწკირველთან ერთად 1962 წელს ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული:

- ძნელია ჩემთვის მეგობრის გახსენება, რომელთანაც 10 წელი ვითამაშე. თუმცა, კარგია, რომ ქალაქს მისი მემორიალური დაფაც დაამშვენებს.

ბოლოს ლევან ინწკირველის მონაგარს გაგაცნობთ. იგი იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი 1962 წელს; საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი 1950, 1953, 1954 წლებში; სამგზის მეორე 1959, 1960, 1961 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 1948, 1952-ში; სამგზის საბჭოთა კავშირის თასის მლობელი 1949, 1950, 1951 წლებში. ლევან ინწკირველი 1963-64-ში თბილისის ”დინამოს”მოთამაშე მწვრთნელი გახლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელად 1968-70 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), მეორე პრიზიორი (1969) და თასის მფლობელი (1969).

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა