ინტერვიუ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინის ეროვნული გუნდის თავკაცთან
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა უკრაინა, რომლის სათავეში ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო დგას. იგი უკრაინაში პლეი ოფების შეხვედრებს დაესწრო და "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა.

ეს პუბლიკაცია ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს, რადგან ეხება უკრაინის ნაკრებს, რომელსაც 4 სექტემბერს ვეთამაშებით.

- ორი თვის წინ, როცა ნაკრების თავკაცად დაინიშნეთ, თქვით - უკრაინულ კალათბურთზე ბევრი არაფერი ვიციო. ახლა?

- მას მერე არაერთ ადამიანს შევხვდი, ვნახე სუპერლიგის მატჩების ვიდეოჩანაწერები, ცოცხლად ვიხილე პლეი ოფის შეხვედრები. მაგრამ გამოგიტყდებით: ყველაზე მთავარი ნაკრების წევრებთან ურთიერთობაა, რომლის დროსაც ხედავ, როგორ იქცევიან და როგორ ასრულებენ მწვრთნელის მითითებებს. "ბუდიველნიკი"-"დონეცკის" მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდი, როცა, ჩემი აზრით, მწვრთნელს კალათბურთელი უნდა შეეცვალა, მაგრამ ეს არ გააკეთა. იმ მოთამაშემ მატჩის ბოლოს თავი კარგად წარმოაჩინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელმა თავისი კალათბურთელის პოტენციალი ზედმიწევნით იცოდეს და ბოლომდე ენდოს.

- არ გაღელვებთ უკრაინულ კლუბებში ადგილობრივი კალათბურთელების მეორეხარისხოვანი როლი?

- ძნელია ამ საკითხზე ლაპარაკი, როცა ყველა წყალქვეშა დინება არ იცი. მაგალითად: ერთი ახალგაზრდა უკრაინელი სლოვენიაშია. ვკითხე, სამშობლოში რატომ არ თამაშობ-მეთქი. ამიხსნეს, არის გარკვეული მომენტები, რომლებიც კალათბურთელებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს.

- ამ საკითხზე თქვენ რას ფიქრობთ?

- NBA-ში იყო დიდი მწვრთნელი ჩაკ დეილი. მან ერთხელ შენიშნა, რომ ინტერვიუსას კალათბურთელმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ყველაფერი იცოდა. ჩაკ დეილიმ იქვე შენიშნა: "აი, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავს გენიოსად ასაღებს". ამიტომ, როცა საქმის კურსში არ ვარ, შორსმიმავალ დასკვნებს არ ვაკეთებ.

- უკრაინის ნაკრებისთვის "დნეპრის" გამთამაშებლის, სტივენ ბურტის ნატურალიზირებას აპირებდით.

- კალათბურთელთა ნატურალიზაცია ევროპაში მიღებული პროცესია. უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვი ამ საქმეში დახმარებას დამპირდა. რა სტადიაშია ბურტის საკითხი პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ.

- სხვა კანდიდატურები არ განიხილებოდა?

- ამ საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. კალათბურთელის მიწვევისას მას კარგად უნდა იცნობდე და დარწმუნებული იყო, რომ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რისთვისაც მას ნაკრებში იწვევ. ვფიქრობ, ბურტი სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც უკანა ხაზში პრობლების მოგვარება შეუძლია. თუმცა, უკეთესი ვარიანტიც მქონდა - უკრაინის ნაკრებში თამაში მაიკლ ჯორდანს შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე, არ მცალიაო.

- ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თუ დააკომპლექტეთ?

- ჯერ არა. გვინდოდა ვიტალი პოტაპენკოს მოწვევა, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით "კლივლენდში" თამაშობდა, მაგრამ მან უარი გვითხრა, რადგან მეორე შვილი ახლახან შეეძინა და ზაფხულის ოჯახურ ატმოსფეროში გატარება აქვს გადაწყვეტილი.

- ნაკრებში სათამაშოდ NBA-ს წარმომადგენელი ზოგიერთი უკრაინელი უხალისოდ ჩამოდიოდა. კლუბებისგანაც იყო შეფერხება...

- ადრე ამერიკაში ნაციონალურ გუნდში თამაში არაპრესტიჟულად ითვლებოდა. ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. მწვრთნელებმაც გააგებინეს კალათბურთელებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ეროვნული ღირსების დაცვა. ბავშვები ხედავენ, რომ ბრაიანტი და უეიდი ნაკრებში თამაშობენ და ისინიც იქ მოხვედრისკენ ისწრაფვიან.

- "იუტა ჯაზის" მეფარე კირილ ფესენკოს თუ ესაუბრეთ?

- რამდენჯერმე ველაპარაკე კირილის აგენტს, რომელმაც მითხრა, რომ ფესენკო ნაკრების განკარგულებაში იქნება, შეკრებამდე კი ინდივიდუალურად ივარჯიშებს, რათა ნაკრებს მომზადებული შეუერთდეს. უახლოეს დღეებში ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ ვოლკოვთან ვისაუბრებ ნაკრების კანდიდატებზე, რომელთა მიმართაც გარკვეული მოთხოვნები მექნება. თითოეულმა კალათბურთელმა უნდა იცოდეს, რისთვის ვხარჯავთ დროს.

- ვოლკოვმა მიზნად ჯგუფიდან გასვლა დაგისახათ. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ამოცანა?

- ბევრი შრომა მოგვიწევს, პირველივე მატჩში ძლიერ გუნდს ვხვდებით - რუსეთის ნაკრებს. 31 აგვისტომდე გვაქვს საკმარისი დრო სათანადოდ მოსამზადებლად. სადღეისოდ კი ჩემი ამოცანა მოთამაშეთათვის ჩემი მოთხოვნების გაცნობა და ერთ მუშტად შეკვრაა. შანსი ყოველთვისაა, მაშინაც კი, როცა ირგვლივ ამის არავის სჯერა. მთავარია - გავაერთიანოთ მიზნები, ვენდოთ ერთმანეთსა და გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი...

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა