საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალში პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები გავიდნენ

მაყურებლებისთვის იდეალურად ვითარდება როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირი - მეთორმეტედ "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში ნახევარფინალში გავიდნენ პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები: ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) როჯერ ფედერერს (3) შეხვდება, რაფაელ ნადალი (1) ენდი მიურეის (4). ამ ორმა გუშინ იოლად გაიფორმა ნახევარფინალში თამაშის უფლება.

ნადალის მეტოქე იყო შვედი რობინ სიოდერლინგი - ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც რაფა როლან გაროსზე ჰყავს დამარცხებული. სკანდინავიელის პარიზული გმირობები ორ ფინალსაც ითვლის, ასე რომ, წესით ესპანელს იოლი მატჩი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გუშინდელმა ნახევარფინალმა დაგვანახა, რომ ნადალი ძალიან კარგ ფორმაშია და მორიგი პარიზული ტრიუმფის მთავარი ფავორიტი გახლავთ.

პირენეელმა ძალიან იოლად აიღო პირველი ორი სეტი. რაფამ ორივეში სამგეიმიანი უპირატესობა მოიპოვა და უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. თითქმის იგივე განმეორდა მესამე სეტში - ნადალი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ 3:0-მდე ვერ მიაღწია, რადგან სიოდერლინგმა საპასუხო ბრეიკი გააკეთა და საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი კვლავ გამოიკვეთა ნადალის უპირატესობა, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და რობინმა მისი დაწევა ვეღარ მოახერხა.

ესპანელმა გრუნტზე საიუბილეო - 225-ე გამარჯვება მოიპოვა და მეთხუთმეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში. წინა 14 შემთხვევიდან რაფამ 11-ჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.

მეორე მეოთხედფინალში მიურეი არგენტინელ ხუან იგნასიო ჩელას ხვდებოდა, რომელთანაც ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული. მართალია, ეს მატჩიც სამ სეტში დასრულდა, თუმცა აქ მაყურებელმა გაცილებით საინტერესო ბრძოლა იხილა. პირველ სეტში მიურეიმ მეტოქეს ორი ბრეიკი აჩუქა, მაგრამ ბრიტანელმა ამჯერადაც გამოავლინა საბრძოლო ხასიათი და ტაი-ბრეიკზე გამარჯვება გამოსტაცა სამხრეთამერიკელს.

მეორე პარტია ძალიან ჰგავდა პირველს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავიდან ორი ბრეიკით ენდი დაწინაურდა და არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-11 გეიმი, სადაც მიურეიმ მიღებაზე იყოჩაღა და სეტში მესამე ბრეიკი გაიფორმა.

მხოლოდ მესამე სეტი მოიგო მიურეიმ უპრობლემოდ. ჩელას აღარ ჰქონდა მატჩისთვის ინტრიგის შენარჩუნების შანსი. ბრიტანელმა შესანიშნავად გამოიყენა ყველა შესაძლებლობა და სამსაათიანი ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნადალი და მიურეი მეთხუთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. ჯერჯერობით ესპანელს კოლოსალური უპირატესობა აქვს - 10:4. თანაც ბოლო ორი შეხვედრა რაფას დარჩა, მათ შორის წელს მონტე კარლოს მასტერსის ნახევარფინალში.

კაცები

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (1)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 6:4, 6:1, 7:6; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 7:6, 7:5, 6:2.

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (1)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"