ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს დარბაზში მოზარდ 16 და 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის ტურნირები გაიმართა
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის დაბადების დღეა, გუშინ კი მისი პირველი მწვრთნელის - გუგული აბრამიშვილის დაბადების დღე იყო. მეორე წელიწადია, ამ ორი თარიღის აღსანიშნავად ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს დარბაზში მოზარდ ძიუდოისტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ტარდება.

თუმცა წლევანდელი შეჯიბრება ცოტათი განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა - 16-წლამდელებში ზვიადაურის სახელობისა და 23-იანებში აბრამიშვილის სახელობისა. ამჟამად ორგანიზატორები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლა იყვნენ.

უცხოელთაგან შეჯიბრებაში ლიტვისა და აზერბაიჯანის გუნდები გამოდიან, თუმცა მასპინძლები ბევრად მეტს ელოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მოსაწვევი ბევრს გაუგზავნეს, თუმცა მათი ჩამოუსვლელობის მიუხედავად, მონაწილეთა რაოდენობაზე საყვედური არ ითქმის, რადგან ქვეყნის რაიონებიდან 15-ზე მეტი გუნდი ჩავიდა ახმეტაში. ასპარეზობები გუშინ უმცროსთა ოთხ და უფროსთა სამ წონით კატეგორიაში გაიმართა, დანარჩენი კი დღეს ჩატარდება. გუშინდელ შეხვედრებს სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერიც ესწრებოდა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.

უშუალოდ ასპარეზობის სპორტულ მხარეს რაც შეეხება, გუშინდელმა დღემ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა აზერბაიჯანელებმაც მოიპოვეს რამდენიმე მედალი, ლიტველთა ანგარიშზე კი ერთი ბრინჯაოა.

კვარცხლბეკი.

16-წლიანები. 55 კგ. 1. ბაჩანა ჭიკაიძე (დედოფლისწარო), 2. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი), 3. გიორგი ზაქაიძე, ლაშა ბუნტური (ორივე - დედოფლისწყარო).

60 კგ. 1. ბაირამ გუსეინოვი, 2. სამირ აკაევი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. დევიდას ტარულისი (ლიტვა), ვანო ჯანიბეგაშვილი (ახმეტა).

66 კგ. 1. ირაკლი გოგებაშვილი (ბოლნისი), 2. ნოვრუზ ნასიროვი (აზერბაიჯანი), 3. ალეკო კობაიძე (დედოფლისწყარო), მიტუშა ონიანი (თბილისი).

+66 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. გიორგი გველესიანი (ორივე - თბილისი), 3. ვანო ჩურჩხელაშვილი, ჯაბა მუმლაძე (ორივე - ახმეტა).

23-წლიანები. 55 კგ. 1. რაშიდ ხალილოვი (აზერბაიჯანი), 2. გიორგი ხუციანიძე, 3. გიორგი ზარაფიშვილი (ორივე - დედოფლისწყარო), სოსო ბაჯიაშვილი (ახმეტა).

60 კგ. 1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი), 2. გიორგი მახარაშვილი (გურჯაანი), 3. გიორგი ბუნტური, ცოტნე წიკლაური (ორივე - დედოფლისწყარო).

66 კგ. 1. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი), 2. ბექა ვიბლიანი (ბოლნისი), 3. ზეზვა არაბული, იაკობ გაზდელიანი (ორივე - თბილისი).

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა