ფიბას აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომლის სხდომაც დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა, ფიბას ახალი კალენდარი შეიმუშავა. კალენდარში ცვლილებები მსოფლიოში მძვინვარე ახალი კორონავირუსის გამო შევიდა, რომელმაც გავლენა უკვე მოახდინა ოლიმპიურ თამაშებზე და სხვა მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე. გთავაზობთ ფიბას მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს, სადაც კალენდრის ცვლილებებია წარმოდგენილი და დავძენთ, რომ ცვლილებები ოფიციალურ ძალას მაშინ შეიძენს, თუ მას მაისის თვეში დაგეგმილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს.

“FIBA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა რიგგარეშე შეხვედრა, რომელიც ეხებოდა მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის გავლენას FIBA-ს კალენდარზე.

ცენტრალური საბჭოს გასულ სხდომაზე, 13 მარტს დადასტურდა FIBA-ს ყველა მიმდინარე საკლუბო შეჯიბრების შეჩერება. ასევე დელეგირებულ იქნა უფლება FIBA-ს აღმასრულებელ კომიტეტზე, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების თარიღის ცვლილების შემდეგ შეიტანონ ყოველგვარი საჭირო ცვლილება FIBA-ს კალენდარში, რომელიც თავდაპირველად დამტკიცებული იყო ცენტრალური საბჭოს მიერ 2015 წელს.

ფიბა მიესალმა გასულ კვირას ტოკიოს ოლიმპიადის თარიღების შეცვლას, რომელიც 2020 წლის 23 ივლისიდან 2021 წლის 8 აგვისტოს გადავიდა, და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ამ რთულ სიტუაციაში თანამშრომლობისა და დროული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

შესაძლო სცენარების ფრთხილად გაანალიზების შემდეგ რეგიონალური ოფისებისა და საშეჯიბრო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფიბას აღმასრულებელმა კომიტეტმა კალენდარში შემდეგი ცვლილებები შეიტანა:

FIBA-ს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება 2021 წლის 22 ივნისსა და 4 ივლისს შორის პერიოდში (ზუსტი თარიღები IOC დამტკიცების მოლოდინშია).

FIBA EuroBasket 2021 და FIBA AmeriCup 2021-ის განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბრის პერიოდი.

იმისათვის, რომ შეიზღუდოს მოთამაშეთა დატვირთვა და მაქსიმალიზდეს შესაძლებლობები ამ კალენდრის ფარგლებში, ეროვნული ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობენ FIBA კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ითამაშებენ ორ მატჩს, რომლებიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2022 წლის სექტემბრისთვის, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, FIBA EuroBasket-ის და FIBA AmeriCup-ის მოსამზადებელ ეტაპზე. კონტინენტური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებისა და FIBA-ს 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატების თარიღები უცვლელი რჩება”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საინტერესო ამბავი: ევრობასკეტისთვის საქართველოში შესაძლოა ახალი დარბაზი მაინც აშენდეს
კახა კალაძე ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის საქართველოში ჩატარებას გამოეხმაურა [VIDEO]
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა [LIVE]
პაატა გურასპაული: "ევრობასკეტის" მატჩების ჩასატარებლად თავიდანვე ორი ვარიანტი განიხილებოდა