ხორვატია-საქართველოს მატჩის წინ - სპლიტში იმავე ტაქტიკით და ქულაზე ოცნებით
ხორვატია-საქართველოს მოახლოებული დაპირისპირების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ამჟამად ბავშვთა მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს ვესაუბრეთ.

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას მოსვლით?

- უპირველეს ყოვლისა, შეიცვალა ის, რომ ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდათ. ქეცბაიას დანიშვნამდე ნაკრებს დიდი ხნის განმავლობაში ერთი თამაშიც კი არ ჰქონდა მოგებული, რაც ბიჭებზე დამთრგუნველად მოქმედებდა. ქეცბაიამ ჯერ სადებიუტო მატჩი მოიგო, მერე ნაკრები მთელ წელიწადს დაუმარცხებლად ატარა და ბოლოს მთელი ქვეყანა ხორვატიის ძლევით გაახარა.

ყოველივე ამან ნაკრების წევრები დაარწმუნა, რომ მაღალი დონის ფეხბურთის თამაში თავადაც შეუძლიათ. მიხარია, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და მას იოლად ვეღარავინ დაამარცხებს.

- რისი წყალობით შევძელით თბილისში ხორვატთა დამარცხება?

- გამართული და სწორი ფეხბურთით, სწორად შერჩეული შემადგენლობითა და ტაქტიკით, რა თქმა უნდა, იღბლითაც, რის გარეშეც ხორვატიის დონის გუნდს ვერ დაამარცხებ. თემურმა ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ხორვატიას დაცვიდან ეთამაშა, მეტოქეს სივრცეები გადაუკეტა და კოზირების გამოყენების საშუალება არ მისცა. მატჩის ბოლოს ჩვენც მოგვეცა შანსი, რომელიც ხელიდან არ გავუშვით და დაუვიწყარი გამარჯვება მოვიპოვეთ.

- ალბათ, მოედნის ბატონ-პატრონები სპლიტში ხორვატები იქნებიან.

- რა თქმა უნდა. თანაც, დარწმუნებული ვარ, ხორვატიის ნაკრები პარასკევს გაცილებით უფრო ძლიერად ითამაშებს, ვიდრე თბილისში. პირველ მატჩში ხორვატებმა საქართველოს ნაკრების ძალა სათანადოდ ვერ შეაფასეს, ახლა კი შესანიშავად გვიცნობენ, რევანშის წყურვილი კლავთ და მოედანზე განსაკუთრებული შემართებით გავლენ. სტადიონზეც ჩვენთვის უსიამოვნო ვითარება იქნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამ სტრესულ სიტუაციას სათანადოდ გაუმკლავდებიან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ შეხვედრაში ჩვენთვის იდეალური და მაქსიმალური შედეგი ფრე იქნება.

- რომელ რგოლებში აქვს პრობლემები საქართველოს ნაკრებს?

- როგორც იქნა, მოიხსნა მეკარის პრობლემა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მუდამ აქილევსის ქუსლი იყო. დაცვა ძალიან საიმედო გვყავს, რაზეც მიღებული გოლების რაოდენობაც კარგად მეტყველებს. ნახევარდაცვაც ეფექტურია, ერთადერთი რგოლი, სადაც პრობლემები გვაქვს, თავდასხმაა. სამწუხაროდ, ძლიერი და გამტანი ფორვარდის აშკარა დეფიციტი გვაქვს. ეს პრობლემა რომ არ გვაწუხებდეს, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა.

- სპლიტში ნაკრებს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. მათი სრულფასოვანი შეცვლა თუ მოხერხდება?

- ჩემი აზრით, ლორია რევიშვილს არაფრით ჩამოუვარდება და მეკარის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. კობიაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ვფიქრობ, მისი სრულფასოვანი შეცვლაც შესაძლებელი იქნება, ისევე, როგორც სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებისა. საერთოდ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ საქართველოს ნაკრებში შეუცვლელი არავინაა.

- რამდენად წაადგნენ ნაკრებს ახალი თაობის ფეხბურთელები?

- გუნდისთვის ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ. გამოვარჩევდი ჯაბა კანკავას, რომელიც დებიუტანტი არ არის, მაგრამ ნაკრებს დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და უმალ იქცა გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელად. დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას უფრო ახალგაზრდებიც იტყვიან. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს თაობები არ მოდის. მშვენიერი თაობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭების წყალობით საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდი იქნება.

- ქეცბაიამ უკვე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გასინჯა. კიდევ ხომ არ გეგულებათ საიმისო რეზერვი, ნაკრებს რომ გამოადგეს?

- თემური სამართლიანი ადამიანია, სამწვრთნელო ნიჭიც აქვს და დარწმუნებული ვარ, მის თვალს არც ერთი კარგი ფეხბურთელი არ გამოეპარება. ვფიქრობ, მან შანსი ყველა საინტერესო კანდიდატს მისცა და დღეს ნაკრებში ყველაზე ღირსეულები თამაშობენ. ისიც მჯერა, რომ თუ ვინმეს თვალსაჩინო პროგრესი ექნება, ქეცბაიას არც მათი მონდომება დარჩება შეუმჩნეველი.

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს?

- ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და პლეი ოფში გასვლის საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს, რასაც ხორვატიაში მარცხის შემთხვევაშიც კი შევინარჩუნებთ. მთავარია, საშემოდგომო მატჩები ჩავატაროთ მაღალ დონეზე და თუ იქ ქულათა მაქსიმუმს მოვაგროვებთ, დარწმუნებული ვარ, მეორე ადგილს შევწვდებით.

state
არ შეიძლება სპორცმენი სათამაშოდ მოსაგებად არ გადიოდე.........!!!!
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა