ასოციაციის 206 წარმომადგენლიდან, რომელთაც ხმისმიცემაში მიიღეს მონაწილეობა, ბლატერს 186-მა დაუჭირა მხარი

გუშინ გამართულ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის არჩევნებზე გამარჯვება ორგანიზაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა ზეპ ბლატერმა მოიპოვა. ასოციაციების 206 წარმომადგენლიდან, რომელთაც ხმისმიცემაში მიიღეს მონაწილეობა, ბლატერს 186-მა დაუჭირა მხარი.

არჩევნები ფიფაში არსებული გახმაურებული სკანდალის ფონზე გაიმართა. მასში გარეულნი თავად ბლატერი და ასევე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მთელი რიგი წევრები აღმოჩნდნენ. მათ შორის, აზიის კონფედერაციის პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ჰამამი და ფიფას ვიცეპრეზიდენტი ჯეკ უორნერი.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ორივე წევრი არჩევნებზე ხმისმიცემის მიზნით, კარიბის საფეხბურთო კავშირის წევრების მოქრთამვაში დაადანაშაულეს. ამას გარდა, უორნერმა ბინ ჰამამი იმაში ამხილა, რომ ყატარს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოსყიდვის გზით მოუპოვა.

თავის ხმრივ, ბინ ჰამამმა კორუფციაში ბრალი ბლატერს დასდო, თუმცა ფიფას ეთიკის სხდომაზე, რომელიც 29 მაისს შედგა, ორგანიზაციის პრეზიდენტი გაამართლეს. უორნერი, ბინ ჰამამი და აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ რამდენიმე წევრი, პირიქით, თანამდებობებს ჩამოაშორეს.

ამავე დროს, ბინ ჰამამამმა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში ბლატერის ერთადერთი კონკურენტი იყო, 28 მაისს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შედეგად მოქმედი პრეზიდენტი უალტერნატივო იყო.

თავისი არჩევის შესახებ საუბრისას, ბლატერმა ფიფას კორუფციისგან გათავისუფლების პირობა დადო. "ჩვენ გემს სახელწოდებით "ფიფა", სუფთა და გამჭვირვალე წყალში, სწორ კურსზე დავაბრუნებთ", - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

ზეპ ბლატერი ზედიზედ მეოთხე ვადით აირჩიეს. პირველად ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტი ამნ 1998 წელს დაიკავა.

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა