"ინტერი"-"ლეჩეს" შეხვედრის შედეგზე სინიორიმ 150 ათასი ევრო დადო
იტალიური პოლიციის მიერ საეჭვოდ მიჩნეულ მატჩებს შორის, რომელშიც "ლაციოს", "ბოლონიას" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯუზეპე სინიორი აღმოჩნდა გარეული, 20 მარტს გამართული "ინტერი"-"ლეჩეს" მატჩიც აღმოჩნდა.

საქმის მსალების მიხედვით, სინიორი იმ მატჩების შედეგებზე აკეთებდა ფსონებს, რომელთა განვითარების შესახებ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი. კერძოდ, "ინტერი"-"ლეჩეს" შეხვედრის შედეგზე სინიორიმ 150 ათასი ევრო დადო. ამასთან, მან ფსონი "ინტერის" 3:0 გამარჯვებაზე გააკეთა და შეხვედრის დასრულების შემდეგ თავის ამფსონებთან, რომლებმაც "საჭირო" ანგარიშის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს, საქმის გარჩევა წამოიწყო.

სინიორის გარდა, საქმის გამო, რომელიც შესაძლოა ახალ "კალჩოპოლიდ" გადაიქცეს, ჯერჯერობით 16 ადამიანია დაკავებული, მათ შორის სერია В-ის "ასკოლის" ფეხბურთელები, ვინჩენცო სომეზე და ვიტორიო მიკოლუჩი. საქმეში კიდევ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელის სახელი ფიგურირებს - "ატალანტას" კაპიტანი კრისტიანო დონი, "ფიორენტინას" ყოფილი ნახევარმცველი მაურო ბრესანა და "ბარის" ყოფილი მოთამაშე ანტონიო ბელავისტი.

პოლიცია იტალიის სერია В-ის მთელი რიგი მატჩების გარემოებებს შეისწავლის, პირველ რიგში "ატალანტას" და "სიენას" მონაწილეობით. ამას გარდა, ეჭვქვეშ სერია А-ს კიდევ ერთი მატჩი "ბრეშა"-"ბოლონია" (3:1) მოექცა.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე