საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას. სამშენებლო პროცესის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ამას გარდა, თბილისში სფფ-ის კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანში მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი-მოედანს განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უეფასა და ფიფასგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და უეფას დაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

სფფ-ის კიდევ ერთი ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. მშენებლობის დასრულებისას ადგილზე განთავსდება ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მშენებლობა დასკვნით ეტაპს უახლოვდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, სადაც სფფ-ის გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით.

შენიშვნა: მშენებლობები სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

DAVE
თქვენც მაგარ ადგილზე გაქვთ გამოქვეყნებულო, თუ არ ეძებე ვერ ნახავ. ნეიმარის დედის სტატია რომაა გამოჭიმული საწყის გვერდზე და მეტი კომენტარინაქვს ვიდრე ამას, მაგრად ტეხავს
DAVE
მაგარია, ძალიან მაგარი. ის ხალხი სადაა სულ რომ კრიტიკულს წერს, ამაზეც დაწერეთ როცა კარგი კეთდება თვქე დალოცვილებო :)
gujakakhadze
გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"