ნომერი 1, არა მარტო გერმანიაში...

მანუელ ნოიერის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა არგადასვლაზე საგა დასრულდა: გერმანიის ნაკრებისა და გელზერკინხენის „შალკეს“ მეკარე უკვე ოფიციალურად გახდა რეკორდმაისტერის ფეხბურთელი. მანუ სანაკრებო მატჩების შემდეგ (ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან) ჩავა მიუნხენში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ნოიერი პირველ ნომერს მიიღებს. მანუმ განაცხადა: „ძალზე მოხარული ვარ მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლით, თუმცა აქ ჩემი ბევრი სანაკრებო თანაგუნდელი ასპარეზობს და დიდად საუცხოო არ იქნება ჩემთვის აქ გადასვლა“. კლუბის ვიცე-პრეზიდენტის კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარი კი ასეთი გახლდათ: „ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ ნოიერის გადმოსვლით. ის არამარტო გერმანიაშია ნომერ პირველი, არამედ მთელს მსოფლიოში!“.

ლიდერებს ვინ ყიდის

ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ თავის არცერთ ლიდერს არ გაყიდის ზაფხულში - ამის შესახებ გაზეთი „სანი“ წერს. ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს, ხოლო უელსელი გარემარბით გარეთ ბეილით მეორე მანჩესტერული კლუბი - „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული. რაც შეეხებათ ჰოლანდიელ ნახევარმცველ რაფაელ ვან დერ ვაარტსა და ბრაზილიელ მცველ სანდროს, მათი შეძენა იტალიის ჩემპიონ „მილანს“ სურს. მაგრამ ჰარი რედნაპი ამბობს, რომ ეს ოთხეული მომავალ სეზონშიც „უაით ჰარტ ლეინზე“ იასპარეზებს: „ოთხივე მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ალბათ ახალსაც გავაფორმებთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღე. ისინი საკმაოდ ძლიერ კლუბში თამაშობენ და მომავალ სეზონში აღარ მოგვიწევს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა. მათი წვლილი იმაში, რომ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზეთ, დიდია. იმედია, მომავალ სეზონშიც ასე იქნება“.

უსწრაფესი და უჭკვიანესი უცხოპლანეტელი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა ედვინ ვან დერ სარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი „ბარსელონასთან“ (3:1) დამარცხდა, კატალონიელთა ერთ-ერთ ლიდერ ლიონელ მესიზე ისაუბრა და ასეთი რამ განაცხადა: „იგი უნიკალური ფეხბურთელია, დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოც კი. მის შესახებ ახლის თქმა არ მომიწევს: იგი უსწრაფესი და უჭკვიანესი მოთამაშეა, რომელიც მეტოქის მცველებსა და მეკარეებს შიშის ზარს სცემს ხოლმე. ჩვენ ფინალურ მატჩში არგენტინელის გაკონტროლება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. მგონი, ის მართლა უცხოპლანეტელია“.

კვირის მატჩი

რასაკვირველია, კვირის მატჩად ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვასახელებთ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართა. როგორც იცით, მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. მოდი, სწორედ ამ მატჩზე ვისაუბროთ. შეხვედრა იგივე სცენარით დაიწყო, რაც 2009 წლის რომის ფინალში და ლონდონშიც სრულიად იგივე განვითარდა: თავიდან „იუნაიტედი“ ფლობდა უპირატესობას, ხშირად აწუხებდნენ „ბარსას“ მცველებს, მაგრამ 20 წუთის განმავლობაში არაფერი გამოუვიდათ და ზუსტად ორ წუთში პედრომ გახსნა ანგარიში - ვან დერ სარს ახლო კუთხეში გაუტანა. ტაიმის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე უეინ რუნიმ ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა ანგარიში - 1:1. მეორე ტაიმში კი უკვე სრულ უპირატესობას დაეუფლნენ კატალონიელები და შედეგიც სახეზეა - 3:1. მეორე და მესამე გოლები კი შესაბამისად ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ გაიტანეს.

ამ მატჩში კვლავ გაიბრწყინა მესიმ, რომელმაც ბრწყინვალე გოლიც მიითვალა აქტივში და 2003 წელს რუუდ ვან ნისტელროის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა - 12 გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში. Aმრიგად, „ბარსამ“ დამსახურებულად იმარჯვა და ედვინ ვან დერ სარმა ფეხბურთი დამარცხებულმა დატოვა, ისევე, როგორც პოლ სქოულზმა.

გიორგი ფულარიანი

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...