<p>ჯერ კიდევ იტალიის თასის ფინალური მატჩის წინ ვიცოდით, რომ "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს დელიო როსი დატოვებდა <br> ჯერ კიდევ იტალიის თასის ფინალური მატჩის წინ ვიცოდით, რომ "პალკრმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს დელიო როსი დატოვებდა. ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. დელიო როსის განთავისუფლებიდან რამდენიმე საათში სიცილიურ გუნდს უკვე ახალი თავკაცი ჰყავდა. დიახ, მაურიციო ძამპარინის დიდ ხანს არ უფიქრია და არჩევანი სტეფანო პიოლიზე შეაჩერა. 46 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში "კიევოს" ედგა სათავეში და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. იქამდე "სალერნიტანას", "მოდენას", "პარმას", "გროსეტოს", "პიაჩენცას" და "სასუოლოს" მეტნაკლები წარმატებით წვრთნიდა. ყველაზე კარგად მაინც "კიევოში" იმუშავა და სწორედ ამიტომ, მისი კანდიდატურა "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზეც კი განიხილებოდა.</p><p>პიოლიმ სიცილიურ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება თუ კი მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილნი დარჩებიან. "პალერმოს" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პიოლის სახით, ძალიან ძლიერ სპეციალისტს მიაგნო - მოვუსმინოთ ძამპარინის: "დელიო როსის მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფერ იმისთვის, რაც გააკეთა და წარმატებები ვუსურვო. "პალერმოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც სტეფანო პიოლის სახელთან იქნება დაკავშირებული. ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია და ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი. რამდენჯერმე შევხვდი პირისპირ და მივხვდი, რომ სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც გუნდს სჭირდება. კარგად აქვს გაცნობიერებული რა სამუშაო უნდა ჩაატაროს და როგორ მიაღწიოს წარმატებას. ჩემი მხრიდან, ყველანაირი მხარდაჭერა ექნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".</p>
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...