როლან გაროსზე WTA-ის რეიტინგის ლიდერების ნაადრევმა გამოთიშვამ ტურნირის მთავარ ფავორიტად რუსი მარია შარაპოვა აქცია
როლან გაროსზე WTA-ის რეიტინგის ლიდერების ნაადრევმა გამოთიშვამ ტურნირის მთავარ ფავორიტად რუსი მარია შარაპოვა აქცია. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ეს სტატუსი წინა დღეს, გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის განადგურებით გაამყარა. გუშინ, სწორედ მარიასა და ჩინელ ნა ლის ნახევარფინალში გათამაშდა გადამწყვეტი მატჩის პირველი საგზური.

შარაპოვასი არ იყოს, ჩინელიც ბრწყინვალედ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ გრუნტი არ ითლება მის საყვარელ კორტად. ლიმ ნახევარფინალამდე რეიტინგის პირველი ათეულის ორი წევრის - ჩეხი პეტრა კვიტოვასა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკას დამარცხება მოასწრო, რითაც მეორე აზიელი გახდა ისტორიაში, ვინც როლან გაროსის ბადეში ასე შორს წაიწია წინ.

მარიას უფრო იოლი გზა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ტოპ-ათეულის წევრის დამარცხება არ დასჭირვებია. მაგრამ რამდენჯერმე შარაპოვას მაინც მოუწია ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა - მეორე წრეში რუსი 4:6, 1:4-ს აგებდა სრულიად უცნობ ფრანგ კაროლინ გარსიასთან, რის შემდეგაც ზედიზედ 11 გეიმი მოიგო. მეოთხე რაუნდში აგნიეშკა რადვანსკასთან სამი სეტბოლი მოიგერია და თავიდან აიცილა მესამე პარტიის თამაში.

შარაპოვა და ნა ლი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან აქამდე შვიდი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული: პირველი ხუთი რუსმა მოიგო, ბოლო ორი შეხვედრა კი ჩინელს დარჩა.

ნა ლიმ მატჩი ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო და ზედიზედ უგდებდა ბურთებს შარაპოვას. პირველ სამ გეიმში ჩინელის ანგარიშზე შვიდი სუფთად მოგებული ("ვინერსი") ქულა იყო, მარიას კი ასეთი მხოლოდ ერთი ჰქონდა. აქედან მოდის იმ მომენტისთვის სრულიად კანონზომიერი ანგარიში - 3:0.

ასეთი დასაწყისით შოკირებული შარაპოვა ცდილობდა საკუთარი თამაშის პოვნას, ნა ლი კი ამასობაში ოდნავ დაწყნარდა. რაღაც ეტაპზე მარიამ ინიციატივა მოიპოვა და ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ შემდეგ იყო არადამაჯერებელი თამაში საკუთარ მოწოდებაზე, რასაც ბევრი ორმაგი შეცდომა ახლდა თან. ძლივს მოპოვებული ინიციატივა რუსმა სულ მალე გაანიავა. ჯამში მარიამ ორ გეიმში ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ასე რომ, ერთი საკუთარი გეიმი რუსმა პრაქტიკულად აჩუქა მეტოქეს. ჩინელის სეტბოლზე კი შარაპოვამ საკმაოდ მარტივი ბურთი გაუშვა აუტში.

პირველი სეტში წარუმატებელი თამაშის შემდეგ შარაპოვამ მეორეში მოუმატა თამაშს და თავიდანვე ბრეიკი მოიპოვა, რაშიც მეტოქე დაეხმარა, რომელმაც ბრეიკ-პოინტზე მატჩში პირველი ორმაგი შეცდომა დაუშვა. რუსს მეხუთე გეიმშიც შეეძლო იგივეს გაკეთება, მაგრამ გულგრილად ეპყრობოდა მეტოქის მიერ ბოძებულ შანსს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გეიმი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მეორე სეტში. 1:4-მდე ნა ლი ჩრდილში იყო და მის თამაშში აშკარა ჩავარდნა შეინიშნებოდა. მარიას ბრეიკ-პოინტი რომ გამოეყენებინა, სეტი პრაქტიკულად მოგებული ექნებოდა, მაგრამ ჩინელმა შეინარჩუნა ერთბრეიკიანი ჩამორჩენა, შემდეგ კი შარაპოვას თამაშში ისევ გახშირდა ორმაგი შეცდომები. თავიდან მან ჩინელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, შემდეგ კი კულმინაციურ მომენტში, 5:6-ზე ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ერთი მატჩბოლზე.

შარაპოვამ მეორედ ითამაშა როლან გაროსის ნახევარფინალში და მეორედ დამარცხდა (პირველად 2007 წელს). ნა ლიმ კი გააუმჯობესა იაპონელი კიმიკო დატეს მიღწევა, ვინც 11 წლის წინ ნახევარფინალში ითამაშა და აზიელთაგან პირველად ითამაშებს საფრანგეთის ღიას ფინალში. სხვათა შორის, ლი წელს ავსტრალიის ღიას ფინალისტიც იყო, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წააგო ბელგიელ კიმ კლაისტერსთან.

ჩინელის მეტოქე ფრანგი მარიონ ბარტოლისა და იტალიელი ფრანჩესკა სკიავონეს მატჩში ირკვეოდა. ფრანგი პირველად გავიდა ასე შორს როლან გაროსზე. ის მაქსიმალურად საბრძოლო განწყობით გავიდა კორტზე და პირველი გეიმები აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში განვითარდა - მიღებაზე ვერც ერთმა ვერ შეძლო თავის გამოჩენა.

ფრანჩესკამ სასტარტო სეტის ბოლოსკენ მოუმატა და თავისი საფირმო ჩოგბურთით ჩიხში მოაქცია მეტოქე. ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერის მიუხედავად, მარიონმა წააგო მერვე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, რითაც იტალიელს აღარ გასჭირვება სეტის გამარჯვებამდე მიყვანა.

ასეთი აქტიურობის შემდეგ სკიავონეს თამაშში ლოგიკური ჩავარდნა მოხდა, ბარტოლიმ კი მოახერხა მეორე პარტიის დასაწყისში ბრეიკის გაკეთება. მაგრამ ფრანგი გულშემატკივრების ზეიმი დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ისევე, როგორც იტალიელის მოდუნება. ფრანჩესკა ისევ გააქტიურდა და უკანა ხაზზე ყველა კომპონენტში აჯობა მარიონს. მით უმეტეს, ბარტოლი ოდნავ გადაღლილი ჩანდა, რაც დაღს ასვამდა მის მონდომებას. საბოლოოდ, 6:3, 6:3 - სკიავონეს მოულოდნელად იოლი გამარჯვება და შაბათს იტალიელი შეეცდება როლან გაროსის ზედიზედ მეორედ მოგებას.

ქალები

1/2 ფინალი

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-მარიონ ბარტოლი (საფ, 11) 6:3, 6:3.; ნა ლი (ჩინ, 6)-მარია შარაპოვა (რუს, 7)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15) 6:4, 7:5.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"