"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალეკსანდრ კოზლოვმა "championat"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირველესი ავტორიტეტი, თბილისში დაბადებული "დედ ჰასანი" - იგივე ასლან უსოიანი.

- ასევე ამბობენ, რომ "იაპონჩიკს" (კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი) იცნობდი...

- პირადად არ ვიცნობდი. "დედ ჰასანს" ვიცნობდი. ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. შეხვედრა ხანმოკლე იყო. ერთი საფეხბურთო თემა მოხდა. ლაპარაკი იყო, რომ მე ცსკა-ში უნდა გადავსულიყავი და აი, ხალხი საკითხს წყვეტდა.

- შენ "სპარტაკის" შემადგენლობაში მყარად იყავი?

- არა მგონია, მაგრამ ცსკა-ს ჩემდამი ინტერესი არსებობდა. ამბობდნენ, რომ შესაძლებლობა იყო. თუმცა იმ მომენტში "სპარტაკში" ყველაფერი მაწყობდა.

- და რა შუაში იყო "დედ ჰასანი"?

- მან აზრი მკითხა, მე თვითონ რა მინდოდა. მეტი არაფერი. უბრალოდ, რთული სიტუაცია იყო. ჩემზე ზეგავლენას ახდენდნენ. არ მინდოდა, ჩემ მაგივრად ყველაფერი სხვებს გადაეწყვიტათ.

- რა ხალხი იყო?

- უკვე არ მახსოვს. სერიოზული ხალხი იყო.

- და მთავარმა კანონიერმა ქურდმა მოგისმინა?

- დიახ, ახლა ამაში რა არის დასამალი. 1992 წელს რომელიღაც ტურნირიდან დავბრუნდით. 4 თუ 5 გოლი გავიტანე. "დედ ჰასანს" ძალიან გაუხარდა. ის ფეხბურთს თვალს ადევნებდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს. ან მისი ხალხი ადევნებდა თვალს. ეს კამათი რომ გადაწყვეტილიყო, დამიძახა და მკითხა, თავად რა მსურდა. მე ვუთხარი, რომ "სპარტაკში" თამაში მინდოდა. ამის შემდეგ ცსკა-ს და ჩემზე ზეწოლის თემა მომენტალურად დასრულდა.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა "დედ ჰასანმა"?

- კეთილი ბაბუის შთაბეჭდილება დატოვა. მადლობა მას.

- ახლა გასაგებია, რატომ დაწერა მამაევმა (რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელი, რომელიც ჩინოვნიკის ცემის გამო ციხეში იჯდა): "ყველაფრისთვის მადლობა, "დედ ჰასან"...

- საქმე რაღაც "კრიშაში" არ იყო, უბრალოდ ის ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელებს სამართლიანად ეხმარებოდა.

bvxctfg
და ვინმე ქურდი გინახია ახლოდან ?? რომ ლაპარაკობ
Zaza
ამ საიტმა მემგონი პროფილი შეიცვალა.დდ
konkretuls
ბუჩქის ციყვს რომ გავხარ აზრზე მოდი,

დიზლაიქერები შევარცხვინე, თქვენით საქართველო ვერ აშენდება, მოხიეთ რუსეთში.
statusqos
შენაირ კომუნისტებს ხომ იცი რითაც ასაჩუქრებდნენ,ვინ მოგცა უფლება უდიერად მოიხსენიო ვინმე
status quo
ქურდის სამართლიანად გადაწყვეტილი საქმე შევარცხვინე.რატომ უწევთ პროპაგანდას საზოგადოების ფსკერს?
ჟორა
ფეხბურთის უბადლო ვარსკვლავი- კოზლოვი, და ბოლოს-ყოფილი წამლის ბარიგა და შეკრული ფსბ-ს ასვედამიწელი დედა ხასანა))( თბილისში კიევის ქუჩაზე კალაძის ინიციატივით სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს მემორიალი- აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ასლან უსოიანი. კალენდარში ჩაიხედეთ- რა დროს ასკანა და იაპონჩიკაა,? ეხლა პარტიის ლიდერების და ქალაქების მერების დროა.
lekso kutaisi
დზალიან მაგარი პიროვნება კაცი ლეგენდა ნამდვილი კურდი დზველი ტრადიციების მკონე სამარტლიანი ნატელჰი ამკოპოს უპალმა
მგზავრი
ხსოვნა!
llcl
მარადონამდეც, ტოტალური ფეხბურტი დედ ჰასანმა დანერგა და საერთოდ ქურდების უმეტესობა 4-3-3 ანიჭებს უპირატსობას))))))))))) ავტორ, ამ საიტზე ძმები არველაძეების ინტერვიუები რატომ ქვეყნდება ესე ხშირად, იქნებ ტაქტიკური სქემები ძმებ შუშანაშვილებთანაც განგეხილათ
Zemo svireli
Martalia.maradonac aman gadaixvana barcelonidan napolishi
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა