36 წლის ავსტრიელმა მარკუს შტეკლმა ველოსიპედით რბოლისას სისწრაფეში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა
36 წლის ავსტრიელმა მარკუს შტეკლმა ველოსიპედით რბოლისას სისწრაფეში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ლაპარაკია ღორღიან ტრასაზე დაფიქსირებულ დროზე. რეკორდი ნიკარაგუაში ვულკანიდან დაშვებისას დამყარდა. ერთ მომენტში შტეკლმა საათში 164,95 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, რითაც გააუმჯობესა ცხრა წლის წინანდელი რეკორდი, რომელიც ფრანგ ერიკ ბარონს ეკუთვნოდა.

ბარონმა მაშინდელი რეკორდი ასევე სერო-ნეგროს ვულკანიდან დაშვებისას დააფიქსირა. სხვათა შორის, ის მცდელობა დაცემით დასრულდა და ამით ფრანგის კარიერა დასრულდა.

ახლა ეს დაინვალიდებული სპორტსმენი ისევ ეწვია თავისი ტრიუმფისა და ფატალური დაცემის ადგილს, ოღონდ ამჯერად არა მონაწილის, არამედ ორგანიზატორის როლში. მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდა მარკუს შტეკლი, რომელმაც მანამდე სისწრაფის მსოფლიოს რეკორდი თოვლში რბოლისას დაამყარა. ავსტრიელმა ველომბროლმა, რომელსაც კოლეგები მისი სიმაღლისა (190 სმ) და წონის (103 კგ) გამო "ჰერკულესს" უწოდებენ, 2007 წელს ჩილეში 210,4 კმ/სთ განავითარა.

ნიკარაგუაში 550-მეტრიანი ტრასა პირდაპირ კრატერიდან ვულკანის ძირამდე ეშვებოდა. "გრუნტი პლაჟისთვის დამახასიათებელ ქვიშას მოგაგონებთ, ტრასის დახრილობა 45 გრადუსს შეადგენს, - ამბობს შტეკლი, - ასე თუ ისე სტაბილურად მხოლოდ მაშინ გრძნობ თავს, როცა დაშვება მაქსიმალურ სისწრაფეს აღწევს".

შტეკლი ვულკანის კრატერზე ავიდა და დაშვება დაიწყო, რომლის დროსაც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 164,95 კმ/სთ. ფინიშზე პირველმა წარმატება აწ უკვე ყოფილმა რეკორდსმენმა ერიკ ბარონმა მიულოცა.

"ასეთ პირობებში რბოლა შესაძლებლობების ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - ამაში ახალი რეკორდსმენი ძველს ეთანხმება.

"ჰერკულესი" შტეკლი ჩვეულებრივ ცხოვრებაში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერად მუშაობს და ველოსაჯინიბო MS Evil Racing Team-ის ხელმძღვანელია.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა