საქართველოს ნაკრების ციფრული სურათი
თემურ ქეცბაიამ სპლიტში 21-კაციანი შემადგენლობა იახლა. ამათგან დიდი უმრავლესობა ლეგიონერია - 16 (76%), ჩვენი უმაღლესი ლიგიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელია (24%).

ნაკრები 10 ქვეყნის ლიგებში მოთამაშეთაგანაა დაკომპლექტებული. ყველაზე მეტი საქართველოდან და რუსეთიდანაა (5-5), 3 წევრია უკრაინიდან.

გუნდში 10 ქვეყნის 17 კლუბის ფეხბურთელები არიან. ყველაზე მეტი ფეხბურთელით "ზესტაფონი" და "ვოლგაა" წარმოდგენილი - 3-3.

თუ სპლიტში თამაში მოუწევთ, ეს მატჩი სადებიუტო იქნება როინ კვასხვაძის, გია გრიგალავასა და ირაკლი მაისურაძისთვის.

მოწვეულთაგან ყველაზე მეტი თამაში ნაკრებში კახა კალაძეს აქვს ჩატარებული - 78, შემდეგ მოდიან ზურაბ ხიზანიშვილი - 74 და ალექსანდრე იაშვილი - 63.

ალექსანდრე იაშვილი ერთადერთია, რომლის საგოლე მონაგარი ნაკრებში ორნიშნა რიცხვით გამოიხატება - 15. მეორე ადგილზეა დავით სირაძე - 8, მესამეზე - ლადო დვალიშვილი - 4.

ზემოთ ჩამოთვლილი სამეულის გარდა, ნაკრებში 1-ზე მეტი გოლი მხოლოდ ჯაბა კანკავამ გაიტანა (2).

მაისში ყველაზე მეტი მატჩი გიორგი ლორიამ ითამაშა, "დინამოს" მეკარემ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თან 90-90 წუთი.

ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი მაისში აკაკი ხუბუტიამ ითამაშა - 4 მატჩი.

მაისში ნაკრებში გამოძახებულებმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს. მურთაზ დაუშვილმა 8 მაისს ფოთში "კოლხეთს" გაუტანა, 14 მაისს კი ვოლგელმა მათე ვაწაძემ ნალჩიკში "სპარტაკს" შეუგდო.

მაისში საერთოდ არ უთამაშიათ დავით კვირკველიასა და ჯანო ანანიძეს. დავაზუსტებთ, ჯანომ დუბლებში ითამაშა, თუმცა ამას ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ჩავუთვლით, საქართველოს ნაკრების იმედი ტრავმირებული იყო და "სპარტაკის" განაცხადში ორჯერ მოხვდა. კვირკველიას უთამაშებლობას მარტივი მიზეზი აქვს - საბერძნეთის ჩემპიონატი დიდი ხანია დასრულდა, თუმცა 17 აპრილის შემდეგ უთამაშებლობა მაინც დამაფიქრებელია.

ტრავმების გამო მაისში მატჩები გაუცდათ ჯანო ანანიძეს (მთელი თვე), ალეკო ამისულაშვილს (2 თამაში) და კახა კალაძეს (1).

დავით სირაძემ სამი მატჩი კი ითამაშა "ნალჩიკში", მაგრამ მოედანზე სულ 100 წუთი დაჰყო. ასევეა სანდრო გურულიც - 3 შეხვედრაში მხოლოდ 106 წუთი დაუგროვდა.

ფეხბურთელი თამაში გუნდი ჩემპიონატი თამაში (გოლი) მაისში

გიორგი ლორია 8თ დინამო უმაღლესი ლიგა 5 თ

როინ კვასხვაძე დებ. ზესტაფონი უმაღლესი ლიგა 4 თ

კახა კალაძე 78თ 1გ ჯენოა სერია ა 2 თ

ზურაბ ხიზანიშვილი 74თ 1გ რედინგი ჩემპიონშიპი 3 თ

ლაშა სალუქვაძე 35თ 1გ ვოლგა რუსეთი 3 თ

ალექსანდრე ამისულაშვილი 19 თ 1გ კრასნოდარი რუსეთი 2 თ

კახა ალადაშვილი 7თ ზესტაფონი უმაღლესი ლიგა 4 თ

გურამ კაშია 6თ ვიტესი ჰოლანდია 2 თ

აკაკი ხუბუტია 4თ გაზ-მეთანი რუმინეთი 4 თ

გია გრიგალავა დებ. ვოლგა რუსეთი 1 თ

დავით კვირკველია 44თ პანიონიოსი საბერძნეთი -

ჯაბა კანკავა 27თ 2გ კრივბასი უკრაინა 3 თ

ჯანო ანანიძე 8თ 1 გ სპარტაკი რუსეთი -

მურთაზ დაუშვილი 8თ ზესტაფონი უმაღლესი ლიგა 4 თ 1 გ

ალექსანდრე გურული 1თ 1გ კარპატი უკრაინა 3 თ

ჯაბა ლიპარტია 1 თ ზარია უკრაინა 4 თ

ირაკლი მაისურაძე დებ. ოლიმპი უმაღლესი ლიგა 3 თ

ალექსანდრე იაშვილი 63თ 15გ კარლსრუე II ბუნდესლიგა 2 თ

დავით სირაძე 26თ 8გ ნალჩიკი რუსეთი 3 თ

ლადო დვალიშვილი 15თ 4გ მაქაბი ისრაელი 3 თ

მათე ვაწაძე 4თ ვოლგა რუსეთი 2 თ 1 გ

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს