საქართველოს ნაკრები ხორვატული გამოცდისთვის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზადაა
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები სპლიტში ჩარტერული ავიარეისით გუშინ, 2 ივნისს დილას გაემგზავრნენ. ფეხბურთელები აეროპორტში ქომაგებმა გააცილეს. გუნდის ორმა ფეხბურთელმა კი ხორვატიაში გამგზავრების წინ საკუთარი აზრი გამოთქვა.

ალექსანდრე იაშვილი: "რასაკვირველია, ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს."

დავით კვირკველია: "ამ თორმეტი დღის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ხორვატიის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მონდომება უშედეგოდ არ ჩაივლის და ძლიერ მეტოქესთან ამჯერადაც ღირსეულ შედეგს მივაღწევთ."

ქართველებმა ხორვატიაში მშვიდობით ჩააღწიეს. ახალგაზრდული ნაკრები სპლიტის გარეუბანში მდებარე სასტუმრო "იადრანში" დაბინავდა, ეროვნულმა კი მოშორებით, "რედისონში" დაიდო ბინა. ქეცბაიას გუნდმა რამდენიმე საათი დაისვენა და თბილისის დროით საღამოს 9-ის ნახევარზე სპლიტის "პოლიუდზე" ივარჯიშა. ვარჯიშმა დაახლოებით ერთ საათს გასტანა, წვრთნის პირველი 20 წუთი ღია იყო. გუშინ სპლიტში წამოწვიმა, მაგრამ უმეტესად დარი იყო. კარგ ამინდს ელოდებიან დღეისთვისაც.

საბედნიეროდ, გუშინ საღამოს ეროვნულ ნაკრებს აღარავინ გამოჰკლებია - გუნდს ზურაბ ხიზანიშვილიც შეუერთდა და 21-ივე ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ვარჯიშამდე კი თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელმაც ხორვატიული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ქეცბაიას ჰკითხეს, რა არის თქვენი გუნდის წარმატების საიდუმლოო, რაზეც მან მიუგო, განსაკუთრებული საიდუმლო არ გვაქვს, თითოეულ მატჩს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვუდგებით და წარმატებისთვის ბევრს ვშრომობთო.

ხორვატმა ჟურნალისტებმა ქეცბაიას 1997 წელი გაახსენეს, როცა მან "ნიუკასლის" შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ქეცბაიამ უპასუხა, იმ თამაშის გმირი მართლაც მე ვიყავი და დიდი სურვილი მაქვს, ხვალინდელი მატჩის გმირებიც ქართველები იყვნენო.

თემურ ქეცბაია: "წინ ურთულესი მატჩი გველის, გაცილებით მძიმე, ვიდრე თბილისში, მაგრამ ამ გამოცდისთვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად ვართ. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ საკადრო პრობლემები ხორვატიის ნაკრებსაც აქვს და ამიტომ ამ თემაზე აღარ შევჩერდები. ვიცი, რომ თამაშის პირობებს ხორვატია გვიკარნახებს, მაგრამ ჩვენთვის კარგია ის, რომ წინასწარ ვიცით, რა იქნება ჩვენი მთავარი საქმე - დაცვა და დაცვა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - გოლი არ უნდა გავუშვათ. მართალია, ხორვატია ჯგუფის საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება", - განაცხადა ქეცბაიამ.

ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს,3 ივნისს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა პირველი არხის ეთერით შეეძლებათ.

toto
აბა თქვენ იცით წარმატებას გისურვებთ მე თქვენი მჯერავს
football's fan:d
არ ინერვიულოო.......ვიცი რომ მოვიგებთ....აღარ ვართ ის გუნდი რომ გვეშინოდეს ვაიმე არ წავაგოთოო...ერთს გეტყვი ფრე არის გამორიცხული ,ან ვაგებთ ან ვიგებთ და მე მგონია რომ მოვიგებთ....სანერვიულო თუ არის ეს ხორვატებს აქვთ იმიტომ რომ ძაან ბევრს ბაქიაობენ მოგიგებთო და მარა იოცნებონ....მაშინაც მასე ამბობდნენ მარა სამარცხვინოდ წააგეს..ასე რომ ფრთხილად იყვნენ(ისე მეც ნინო მქვია :D)
nino
ვაიმე დღეს უნდა ვინერვიულოოო:)))წარმატებებიიიიიი
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე