ლივერპულის მენეჯმენტის სკოლამ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების სია შეადგინა.

როგორც აღმოჩნდა, კვლევის პირველადგილოსანი "ტოტენჰემ ჰოთსპურია", ის 2.5 მილიარდ ფუნტზე ძვირი ღირს. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტი" 2.2 მილიარდი ფუნტით შეფასდა. მას მოჰყვება "მანჩესტერ იუნაიტედი" 2.1 მილიარდით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ სამმა კლუბმა შეძლო 2 მილიარდი ფუნტის გადაჭარბება. ყველაზე იაფი გუნდი "ბორნმუთია", რომელიც 99 მილიონ ფუნტად შეფასდა.

"ტოტენჰემის" პირველობა გონივრულმა მენეჯმენტმა განაპირობა. გასულ წელს ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გავიდნენ, ადგილობრივ ჩემპიონატში კი მე-4 ადგილს დასჯერდნენ. გარდა ამისა, "დეზების" სახელფასო უწყისი 100-150 მილიონით ნაკლებია, ვიდრე პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ექვსეულის." - აცხადებს კირან მაგუაიარი, რომელიც კვლევის მენეჯერი იყო.

"ტოტენჰემის" მოგება გასულ წელს 24%-ით გაიზარდა. კლუბი ხელფასებზე ბიუჯეტის 39%-ს ხარჯავს. შედარებისთვის, "ლესტერის" ხელფასებზე ბიუჯეტის 84% იხარჯება.

ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. "ტოტენჰემი" - 2.5 მილიარდი ფუნტი

2. "მანჩესტერ სიტი" - 2.2 მილიარდი ფუნტი

3. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2.1 მილიარდი ფუნტი

4. "ლივერპული" - 1.5 მილიარდი ფუნტი

5. "არსენალი" - 1.3 მილიარდი ფუნტი

6. "ჩელსი" - 1.2 მილიარდი ფუნტი

7. "ვულვერჰემპტონი" - 458 მილიონი ფუნტი

8. "ნიუკასლი" - 387 მილიონი ფუნტი

9. "ბერნლი" - 350 მილიონი ფუნტი

10. "ლესტერი" - 304 მილიონი ფუნტი

gabo
მიმაჩნია რომ, ნიუკასლს აქვს დიდი პოტენციალი ამ ექვსეულს გაუტოლდეს, ვინაიდან მათ კარგი ისტორია,კარგი ფანობა და კარგი სტადიონი აქვთ. თავის რეგიონში მათზე დიდი კლუბი არაა! კლუბები რომლებიც პატარა ქალაქიდან არიან მათ დიდი პერსპექტივა არა აქვთ. იგივე ბორმუთს და ასე შემდეგ! ან ისეთ კლუბებს რომლებიც დიდ ქალაქში არიან მესამე და მეოთხე კლუბები,იგივე კრისტალ პალასი,ხეტაფე,უოტფორდი და სხვა!
Master
სტადიონი,ტოტენჰემის სტადიონი,მილიარდამდე დაჯდა,სუპერსტადიონია და მის გამო ფასდება ყველაზე ძვირად ტოტენჰემი.
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პრემიერლიგის შეხვედრები 10 დღით გადაიდება - დიდი ბრიტანეთი დედოფალს გლოვობს
ჰალკი პრემიერლიგაში?
პრემიერ ლიგამ "ევერტონს" 10 ქულა ჩამოაკლო
“ლივერპულის” ლაზარეთი იზრდება, კლუბი კი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს
გავიგებთ, როგორ იღებენ მსაჯები გადაწყვეტილებას - პრემიერლიგაში VAR-ზე ცვლილება იგეგმება
ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში გეი წყვილი თამაშობს