ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ასი დღე დარჩა. ტურნირის მასპინძლებმა ველინგტონში ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი მოაწყვეს
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ასი დღე დარჩა. ტურნირის მასპინძლებმა ველინგტონში ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი მოაწყვეს. პარლამენტის შენობის გრძელ კვარცხლბეკზე უზარმაზარი ხალიჩა დააფინეს, რომელზეც მსოფლიო თასზე მოასპარეზე ოცივე ქვეყნის ენაზე ეწერა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".

ახალზელანდიელები თავიანთი ულამაზესი ქვეყნითა და სტუმართმოყვარეობით ამაყობენ. ისინი ქვეყანაში ჩასულ ქომაგებს დიდ ზეიმს ჰპირდებიან. საამისოდ "კივებს" უკვე თითქმის ყველაფერი მზად აქვთ.

"მზადება მსოფლიოს თასისთვის დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს. დანიდინის "ოტაგოს" სტადიონის მშენებლობა აგვისტოს დასაწყისში დამთავრდება და ასპარეზობისთვის მზად იქნება. სხვა სტადიონებზე კი ყველა სამუშაო დასრულებულია. ახლა მხოლოდ სტუმრებს და მონაწილე გუნდებს ველოდებით, რომლებიც, იმედი გვაქვს, შეჯიბრისთვის კარგად მოემზადებიან და დაუვიწყარი სანახაობის, ზეიმის მომსწრენი გავხდებით" - თქვა მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბილ ბომონტმა.

ამასობაში, კი planetrugby-მ ფავორიტი ნაკრებების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები გამოაქვეყნა, რაც თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა და გამარჯვება განაღდებული არავის აქვს. ეს კი უშეღავათო, უდიდესი და ულამაზესი სარაგბო ბატალიების საწინდარია.

ფავორიტებს შორის დასახელებულნი არიან ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც, არგენტინის, ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ჰორაციო აგულა, 13. გონსალო ტიესი, 12. მარკო ბოსხი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელსო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ხუან ლეუზამონი, 8. ხუან ფერნანდეს ლობე.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტორნი, 13. მანუ ტულიგაი, 12. მეთ ბანაჰანი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. დენ კერი. 1. მეთ სტივენსი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. კორტნი ლავი, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ ვუდი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი.

შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. ჯო ენსბრო, 13. მაქს ევანსი, 12. შონ ლამონტი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ალისტერ კელოკი, 6. ნათან ჰაინსი, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ბენ სმითი, 13. კონრად სმითი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ზაგ გიდფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. უაიტ კროკეტი, 2. კევინ მეალამუ, 3. ბენ ფრენქსი, 4. ჯერად ჰოეტა, 5. ბრედ თორნი, 6. ადამ თომსონი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

სამხრეთ აფრიკა: 15. რაიან ვილჯოენი, 14. ხიო ეპლონი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბიორნ ბესონი, 10. პატრიკ ლამბიე, 9. სერელ პრეტორიუსი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ანდრიას ბეკერი, 5. ვიკქტორ მეტფილდი, 6. სხლაკ ბურხერი, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დან ვერმიულენი.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს