შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ თურქეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანადგომის საერთაშორისო ასოციაცია დიდ ყურადღებას უთმობს ორი მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდობის სპორტულ დაახლოებას
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ თურქეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანადგომის საერთაშორისო ასოციაცია დიდ ყურადღებას უთმობს ორი მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდობის სპორტულ დაახლოებას. ხოლო თუ რა კეთდება კონკრეტულად, ამას ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ გელიაშვილისგან შეიტყობთ.

- 1991 წელს ქართველი მოსწავლეები პირველად მონაწილეობდნენ თურქეთის ქალაქ უნიეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში, რომლის პროგრამაში ფეხბურთიც შედიოდა. ფინალში ქართველები მასპინძლებს შეხვდნენ და თამაში 5:5 დამთავრდა. მას შემდეგ არაერთ ერთობლივ სპორტულ ღონისძიებაში გამოვსულვართ - ამბობს ბატონი მიხეილი.

- განსაკუთრებით მზრუნველობას იჩენთ ქართველ ჭაბუკი ფეხბურთელების მიმართ...

- ფეხბურთში საქართველოს და თურქეთის მეგობრულ კავშირს საფუძველი ჩაუყარეს ძმებმა არჩილ და შოთა არველაძეებმა. სპორტის ეს სახეობა მეტად პოპულარულია თურქეთში. მისი სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა მსოფლიოს პირველობამ, სადაც თურქებმა წარმატებით იასპარეზეს. ამიტომაც საუკეთესო პირობებს უქმნიან ჭაბუკებს, ვინც ფიზიკური მონაცემებით, ტექნიკით გამოირჩევიან. ქართველი ვლადიმერ დეკანოსიძე, გიორგი ხარატიშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, ლაშა მიდელაური, ილია უგულავა, სოსო ჭიკაიძე, ზვიად გოგრიჭიანი წარმატებით თამაშობენ ქოჯაელის ვილაიეთის სხვადასხვა გუნდებში.

- როგორც ვიცით, თქვენი ასოციაციას ურთიერთობა აქვს თურქეთში ქართველებით დასახლებულ ქალაქებთან და სოფლებთან...

- ნამდვილად ასეა და თავს მოვალედ ვთვლით გავაღრმავოთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებსაც ერთი ისტორიული ფესვები აქვთ. მაგალითად, 2007 წელს იზმითში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრება მინიფეხბურთში. მონაწილეობდა მცხეთის რაიონის ბავშვთა გუნდიც, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. იმავე წელს მარმარილოს ზღვისპირა ქალაქ ქოჯაელში ცურვაში გაიმარჯვა საქართველოს წარმომადგენელმა ბეგლარ ელბაქიძემ, რომელმაც ხელების დაუხმარებლად გაცურა 1000 მეტრი, ბოლო დროს კი გააუმჯობესა თავისი რეკორდი - 8,5 კილომეტრი გაცურა 3 საათსა და 28 წუთში. მას თურქეთში ”ზღვაში მოსიარულე” შეარქვეს. 2010 წელს სწრაფ ცურვაში მეორე ადგილი დაიკავა თბილისელმა ლევან წერეთელმა.

- თურქეთ-საქართველოს მეგობრობის და თანადგომის სამომავლო პერსპექტივებზე რას იტყვით?

- ქოჯაელისა და არდახანის ვილაიეთის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მცხეთაში შეიქმნა სპორტული კლუბი. აქ ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის სექციებში ნიჭიერი ახალგაზრდები გამოცდილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით დაოსტატდებიან. კლუბის დამფუძნებელთა კრება წლეულს 24 მარტს მცხეთაში ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, ისე თურქეთიდან ჩამოსული ბიზნესმენები.

სოფელ გოროვანთან შეირჩა ადგილი, რომლის გადმოცემის შემდეგ დაიწყება სპორტული მოედნის მშენებლობა. შარშან შევქმენით ფეხბურთის გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში (III ლიგა) მონაწილეობს.

- სპორტული ინვენტარითაც ეხმარებით მცხეთელ ახალგაზრდებს...

- დიახ, ბიწმენდის, საგურამოს, მუხრანის, წეროვნის სკოლის მოსწავლეებს ასოციაციამ თურქეთიდან ჩამოუტანა სხვადასხვა სასწავლო და სპორტული ინვენტარი.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თუ იცის თქვენი საქმიანობის შესახებ?

- იცის, რა თქმა უნდა. ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად სიჭინავამ გამოთქვა მხარდაჭერის და დახმარების სურვილი. პროექტების განხორციელებაში ხელს გვიწყობენ ქოჯაელის, არდახანის ვილაიეთის მცხეთის და დუშეთის რაიონის ხელმძღვანელები.

თენგიზ თომაშვილი

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა