ფოთში დასასრულს უახლოვდება 14 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელიც თანატოლთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირიცაა
ფოთში დასასრულს უახლოვდება 14 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელიც თანატოლთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირიცაა.

უკვე მიილია 8 ტური, ვაჟებში შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა ფოთელმა ნიკა ღვამბერიამ, რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით ზუგდიდელ თემურ ოთხოზორიას სძლია და 7,5 ქულა მოაგროვა. მართალია, ქუთაისელ ნოე თუთისანს მე-8 ტურში თბილისელი ნიკოლოზ ქუმსიაშვილის გამოუცხადებლობის გამო უბრძოლველად ქულა ჩაეწერა გათამაშების ცხრილში და 6,5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ბოლო ტურის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერს რომც გაუთანაბრდეს, უარესი კოეფიციენტით ალბათ მეორე ადგილს ვერ გასცდება.

გუშინ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა სამი შეხვედრა ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ ირაკლი კელეპტრიშვილი (თბილისი)-გიორგი სიბაშვილი (თბილისი), ლუკა ლიჩელი (გორი)-საბა ჟორდანია (თბილისი), გიორგი ბოტკოველი (თელავი)-ნიკოლოზ ბერძენაძე (ქუთაისი), ნოდარ მანაგაძემ (ხონი) კი გიორგი ბეჭვაია (ზუგდიდი) დაამარცხა. 8 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-3 ადგილზეა სიბაშვილი. მას ნახევარი ქულით კელეპტრიშვილი ჩამოჩრება. 5-5 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ლიჩელი, ოთხოზორია და მანაგაძე იყოფენ.

გოგონებში 8 ტურის შემდეგ 7 ქულით თბილესელი ნინო ხომერიკი მეწინავეობს. გუშინ მან ფოთელი თათია კოხრეიძე დაამარცხა. ლიდერს ქულით ჩამორჩება ქეთევან ხომერიკის (თბილისი) მძლეველი მარიამ ჭოლაძე (ქუთაისი). ლიდერის პოზიციები დათმო ხუთქულიანმა ადა კაკუტიამ (ფოთი), რომელმაც თეთრი ფიგურებით თეა ჭოლაძესთან (ქუთაისი) წააგო. გუშინ ასევე შავი ფიგურებით იზეიმეს გამარჯვება ნინო ჯალაღონიამ (ქუთაისი) და ანა თედოშვილმა (ქუთაისი), რომლებმაც, შესაბამისად, ნინო გუმბერიძესა (ქუთაისი) და მის სეხნია ნინო გოგოხიას (თბილისი) აჯობეს. გოგონებში 5-5 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილებს კაკუტია, კოხრეიძე, თ. ჭოლაძე, ჯალაღონია და თედოშვილი ინაწილებენ.

ლიდერთაგან დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: თ. ჭოლაძე-ნ. ხომერიკი, მ. ჭოლაძე-წულაია, ჯალაღონია-კაკუტია, კოხრეიძე-თედოშვილი; ღვამბერია-ლიჩელი, თუთისანი-ოთხოზორია, სიბაშვილი-მანაგაძე, ბერძენაძე-კელეპტრიშვილი.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"