ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოდან თავი თენგიზ კოშკაძემ და ლუბ გოლოვინამ გამოიჩინეს
ანკტ-პეტერბურგში ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში სხვადასხვა ქვეყნის 88 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - ორი საქართველოდან. ჩვენებურთა გამოსვლის თაობაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი გვესაუბრება:

მსოფლიოს თასისთვის მონდომებით ვემზადებოდით და, შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ არ გვიასპარეზია. განსაკუთრებით თენგიზ კოშკაძემ იყოჩაღა: საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სტაბილურად შეასრულა სავალდებულო და ნებისმიერი ვარჯიშები და მე-5 ადგილზე გასულ უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იური ნიკიტინს მცირედით ჩამორჩა. კოშკაძემ ფინალშიც კარგად შეასრულა ელემენტები, მაგრამ ვარჯიშის ბოლოს სიმაღლე დააკლდა. არადა, ახალი წესებით, ამ მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: სიმაღლის დროის რაოდენობა ტექნიკურ ქულებსა და სირთულის კოეფიციენტს ემატება და საბოლოო ჯამიც ასე გამოითვლება. ვარჯიშისას რომ არა ეს წუნი, ჩემს შეგირდს ხუთეულში მოხვედრაც შეეძლო, ის კი მე-7 ადგილს დასჯერდა. თუმცა, სახელოვან სპორტსმენთა კოჰორტაში, სადაც უშეღავათო კონკურენციაა, ეს შედეგიც საპატიოა.

კარგა ხანს წელის ტკივილის მიუხედავად, თასის გათამაშებისთვის კარგად მოემზადა ლუბა გოლოვინაც, რომელსაც ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 14,4-მდე გავუზარდეთ. სანკტ-პეტერბურგში სავალდებულო პროგრამის შემდეგ იგი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდა. ნებისმიერ ვარჯიშში ახალი ურთულესი ელემენტი - სამმაგი მალაყი კეცით კარგად შეასრულა, თითქოს ყველაფერი უნაკლოდ მიდიოდა, მაგრამ ბოლო მე-10 ელემენტის - ორმაგი მალაყი ორმაგი პირუეტით - შესრულებისას სიმაღლე დაკარგა და მეორე ფაზაში ფეხები ოდნავ მოხარა.ეს კომპონენტი მას სავალდებულო ვარჯიშის ბოლოს აქვს, ამიტომ მსაჯებმა გამეორებად ჩაუთვალეს და 1,6 ქულა დააკლეს. არადა, ფინალში გასულ მერვეადგილოსანს ლუბა მხოლოდ მეათედებით ჩამორჩა.

ყოველივეს მიუხედავად, კოშკაძისა და გოლოვინას გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 27-29 ივლისს ბატუტზე ხტომის მსოფლიო ლიდერები კანადაში ვარსკვლავთა ტურნირზე მასპინძელთა ხარჯებით არიან მიწვეული. სასიამოვნოა, რომ რჩეულთა შორის ჩვენი ბატუტისტებიც იქნებიან”.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს