ბუქარესტის "სტიაუა" მოდლოვური "დაჩიას" 31 წლის ქართველი ნახევარმცველით დაინტერესდა

გუშინ, 2ივნისს უეფას ვებგვერდზე მოლდოვის ჩემპიონატი შეაჯამეს. ქართველ გულშემატკივარს გაახარებს ის ამბავი, რომ უეფამ ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად კიშინიოვის "დაჩიას" ქართველი ნახევარმცველი, 31 წლის ლევან კორღალიძე დაასახელა.

"საუკეთესო ფეხბურთელი: ლევან კორღალიძე ("დაჩია")

ქართველი პლეიმეიკერი "დაჩიას" ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყო. გაიგო რა გამარჯვების გემო ლატვიურ "სკონტოში", კორღალიძემ საკუთარი პოტენციალი მოლდოვაში სრულად გამოავლინა. მისმა 13 გოლმა და კიდევ უფრო მეტმა საგოლე გადაცემამ კიშინიოველებს მრავალი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

თავად ფეხბურთელი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად "შერიფთან" ბოლო წუთზე გატანილ გოლს მიიჩნევს (1:1). წაგების შემთხვევაში "დაკები" ("დაჩიას" თიკუნი, მოლდოვის აბორიგენი მოსახლეობის სახელიდან მომდინარეობს) ჩემპიონობის ბედი, შესაძლოა, სხვაგვარად გადაწყვეტილიყო.

კორღალიძე პირველი ქართველი არ არის, რომელიც უცხოეთში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მაგრამ ასეთების სია არც ისე ვრცელია, ასე რომ, სასიამოვნო ამბავია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვის ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში საკმაოდ ამაღლდა.

ლევან კორღალიძე შვებულებას თბილისში ატარებს და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად, აღიარებას გილოცავ.

- უეფას ვებგვერდზე წერილი ახლა ვნახე და ძალიან გამიხარდა. მიმაჩნია, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩავატარე. "დაჩიამ" ჩემპიონატში 66 გოლი გაიტანა, აქედან 18 ქართველების ანგარიშზეა: დავით გამეზარდაშვილმა 5 გოლი, მე კი 13 დავაგროვე. ამას გარდა, 14 საგოლე გადაცემა გავაკეთე. სხვათა შორის, დათომ ხუთიდან ოთხი გოლი ჩემი გადაცემით გაიტანა.

საერთოდ, გუნდმა სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, 39 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ და ისიც "შერიფთან" 0:3. გაგიკვირდებათ, კენტი თამაშები რომ ჩავატარეთ. საქმე ისაა, რომ 14 გუნდი ჩემპიონატს სამ წრედ თამაშობს.

- საკმაოდ მომქანცველი სეზონი გქონიათ.

- ძალიან! ჩემოპიონატის გარდა, თასზე და ევროპის ლიგაზე ვითამაშეთ და საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი გამოგვივიდა. ბოლოს ისე დავიღალეთ, მოლდოვის

თასისთვის აღარ ვიბრძოლეთ, "ოლიმპიასთან" მწვრთნელმა ბავშვები ათამაშა, ჩემპიონატისთვის ძალები რომ შემოგვენახა.

- როგორც ვიცით, მსგავსი წოდება აქამდე არ მოგიპოვებია.

- დიახ, ასეა. 2003 და 2004 წლებში ლატვიაში წლის ყველაზე ვაჟკაც ფეხბურთელად და სეზონის ლეგიონერად დამასახელეს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი არასოდეს ვყოფილვარ. მოლდოვაში კი "მარადონა ტროფი" გადმომცეს. ამ თასით მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოვებენ და მისი მფლობელები დღემდე მხოლოდ სამნი ვართ, მე, ჩვენი მწვრთნელი დობროვოლსკი და დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სპირიდონი.

- დაკვირვებული ვარ, ბოლო დროს მოლდოვის ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს საკმაოდ ძლიერ ლიგებში იწვევენ.

- იმიტომ, რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა. ბოლო ორი წელია ტირასპოლის "შერიფი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება და კიევის "დინამო" და კიდევ რამდენიმე სოლიდური კლუბი დაამარცხა. ჩვენ კი ასეთი ძლიერი გუნდი ჩამოვიტოვეთ. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიდერი ერთ გუნდად რომ გააერთიანო, მაინც მეეჭვება, "შერიფს" მოუგოს.

- ასეთი ძლიერი თუ არის, როგორ აჯობეთ?

- ევროპის ლიგაზე გამოსვლის შემდეგ "შერიფის" მიმართ ინტერესი გაიზარდა და ოთხი ლიდერი საკმაოდ ძლიერ ლიგებში გაყიდეს, შედარებით დასუსტდნენ, ევროპის ლიგამაც დიდი ძალები წაართვა და ამით ვისარგებლეთ.

- კითხვას დავუბრუნდეთ: მოლდოვიდან ძლიერ ლიგებში მიდიან და საუკეთესო ფეხბურთელით არავინ ინტერესდება?

- "დაჩიასთან" კონტრაქტი მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიმთავრდება.

- ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ გადახვალ.

- რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. დაინტერესებაც არის, შევიტყვე, რომ ბუქარესტის "სტიაუა" მაკვირდებოდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტზე არაფერი უთქვამთ.

- რუმინელები თავად დაგიკავშირდნენ?

- "სტიაუას" და "დაჩიას" პრეზიდენტები მეგობრობენ და მე არც მეტყვიან, რა მოლაპარაკება დაიწყეს. მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა სიტყვა გადამიკრა, დაინტერესდნენო. ცოტა ხნის წინ კიშინიოვში "სტიაუა" გვესტუმრა და ამხანაგურად ვეთამაშეთ, მაგრამ მე მცირე ტრავმა მაწუხებდა და მოედანზე არ გავსულვარ. თურმე მატჩის დროს მიხაიცე სტოიკამ მიკითხა, რატომ არ თამაშობსო. ის ბუქარესტული კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და დეტალურად სცოდნია, რამდენი გოლი და საგოლე გადაცემა მქონდა. მერე ბუქარესტიდანაც დარეკა და დაინტერესდა, ვაპირებდი თუ არა "დაჩიაში" დარჩენას, ნაკრებში მქონდა თუ არა ნათამაშები...

საერთოდ, მართლაც ასეა, ბოლო დროს მოლდოვის ჩემპიონატს სელექციონერები დიდ ყურადღებას აქცევენ და როდესაც უეფა სეზონის ფეხბურთელად დაგასახელებს, წარმოუდგენელია, უფრო ძლიერი ლიგის კლუბი არ დაინტერესდეს.

- როგორია მოლდოვური კლუბების ფინანსური მდგომარეობა?

- "შერიფი" მდიდარი კლუბია, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი მინიმალური პირობებით მაინც არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება "დაჩიას", მისნაირი პირობები საქართველოში არც ერთ კლუბს არ აქვს, თორემ "ზესტაფონიდან" კი არ წავიდოდი.

- მოლდოვური მედია დავით გამეზარდაშვილსაც ძალიან აქებს.

- მთელი სეზონი შეუცვლელად ჩაატარა, მცველმა ჩემპიონატში ხუთი გოლი გაიტანა და, ცხადია, კარგს დაწერენ. ძალიან საიმედოდ ითამაშა. სამწუხაროდ, ტრავმებმა მამუკა ლომიძე გააწვალა და სეზონის ბოლოს "დაჩიას" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა.

gia
კორღალიძე მართლა ძლიერია. ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. ასე რომ ნაკრებშიც თუ ითამაშებს ძალიან კარგი იქნება
onika
მე როგორც ვიცი ფულიც გადაუხადა რო გაეშვათ და შენ იძახი გაუშვესო
rem
კორღალიძე ზესტაფონიდან არავის არ გაუშვია ჯერ კარგად გაიგე და მერე დაწერე შენ შემოგევლე,ეხვეწებოდა გამიშვიო გეგუჩაძეს, ჩემი ახლო მეგობარია და მე მართლა სიმართლე ვიცი, არ ათამაშებდნენ და კაცმა 6 გოლი შეაგდო, დამისახალე ქართული გუნდი რომელიც ორი სეზონი ზედიზედ ევრო ლიგის ჯგუფში ხვდება და დონეზე მერე ვილაპარაკოთ, კი არ უნდა გააკრიტიკო და ადრე რა იყო ეგ გაიხსენო დღეს ვინ არის და რას თამაშობს აი ეგ უნდა თქვა უნდა გაგვიხარდეს ქართველებს ვინმემ თუ გვასახელა
Burton
კორღალიძე მოლდოვაშია საუკეთესო, ადამია აზერბაიჯანში. დავიპყარით მსოფლიო :D
sadasd
აზერბაიჯანული სენი გადამდები ყოფილა, რა დონეზე ასულა მოლდოვის ჩემპიონატი და არ ვიცოდით თან ზესტაფონიდან წასულა უკეთესი პირობების იმედად. მე კი კარგად მახსოვს რომ ეგეც და გამეზარდაშვილიც გაუშვეს ზესტაფონიდან იმიტომ რომ ვერ გაამართლეს, მერე კი დაჩიას ლიდერებად იქცნენ, ასე რომ მსგავსი კომენტარები რბილად რომ ითქვას უხერხულია. ფაქტი იყო რომ ვერ გაქაჩეს ძირითადში ვერ ხვდებოდნენ და ეხლა გახდნენ ვარსკვლავები?
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია