ლუგანსკის "ზარიას" ქართველი ნახევარმცველი "ლელოს" ხორვატიაში გამგზავრებამდე ესაუბრა
საქართველოს ნაკრები გუშინ, 2 ივნისს ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც "ევრო 2012"-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრას გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე გამოძახებულები რომ გადაახარისხა, გასამგზავრებელთა შორის ლუგანსკის "ზარიას" ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტიაც დაასახელა.

ვინც ნაკრების ბაზაზე 27 მაისს გამართული ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ტესტმატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ ქეცბაიას არჩევანი გასაკვირი არ იყო. ის ეროვნულში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო, გამოირჩეოდა აქტიური და აზრიანი თამაშით. რაც მთავარია, 23 წლის ნახევარმცველს აშკარად მოუმატებია უკრაინაში წასვლის შემდეგ, მეტს მოძრაობდა, ფეხზე უფრო მყარად იდგა და კარგი გადაცემებით თამაშს ამწვავებდა.

"ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ლიდერი "ლელოს" თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს ახალ კლუბზე, უკრაინის ჩემპიონატსა და მის დონეზე.

- სიმართლე გითხრა, თავიდანვე გამიკვირდა, შენნაირი ტექნიკური ფეხბურთელი უკრაინაში რომ მიიწვიეს. ისინი ხომ ათლეტებს უფრო ენდობიან.

- უკრაინაში ტექნიკური ფეხბურთი ჩვენზე არანაკლებად უყვართ. მიმაჩნია, რომ ქართველ ფეხბურთელს უკრაინაში არ უნდა გაუჭირდეს, თუ ფიზიკურად კარგად მოემზადება.

- არადა, ფიზიკური მომზადება ჩვენი მოთამაშეების აქილევსის ქუსლია.

- მომზადება არ არის შეუძლებელი, შეუძლებელი უნიჭოსგან ხეირის ნახვაა. მთავარია, რომ ქართველები ბურთთან კარგად ვართ. ჩვენი მოთამაშეების ტექნიკურობა ის ფაქტორია, რის გამოც უკრაინელები ქართველებით ინტერესდებიან.

- თავიდან არ გაგიჭირდა სხვა სტილთან შეგუება და ბევრად მეტი დატვირთვის ატანა?

- ნაღდად არ გამჭირვებია, რადგან "ზარიაში" ისე კარგად მომამზადეს, ჩემპიონატი რომ დაიწყო, იქაურ ფეხბურთს სწრაფად ავუღე ალღო. თანაც "ვიტ ჯორჯია" საქართველოში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული გუნდია და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი დატვირთვები მოულოდნელი იყო, თამაში ამანაც გამიადვილა. თუმცა მთავარი მაინც თავად ფეხბურთელის მიდგომაა, როგორ მოემზადები, როგორ მოინდომებ. თუ თვითონ არ გინდა, სხვა ვერაფერს გიშველის.

სხვათა შორის, უკრაინელების ზებუნებრივ მოთხოვნებზე ლაპარაკი ჩვენებური ლეგენდებია და მეტი არაფერი, არავინ ქანცის გაცლამდე არ გვარბენინებს, ეს მაგარი სისულელეა. ისეთი დატვირთვები ნამდვილად არ არის, კაცმა რომ ვერ გაუძლოს. უბრალოდ, კარგად იციან, როგორ მოგამზადონ. კარგ პირობებში ვემზადებით ვარჯიშის ნაცადი და გამართლებული მეთოდებით. რაც მთავარია, უკრაინელებს მშვენიერი აღდგენებიც აქვთ. ისე, საქართველოში უფრო მეტს დავრბოდი, ვიდრე უკრაინაში.

- შენ, ეტყობა, ძალიან არაუკრაინულ კლუბში თამაშობ.

- ხუმრობა იქით იყოს და, მთავარი დატვირთვების ხარისხია და არა რაოდენობა. აქ ბევრად მეტ კროსს დავრბოდი, "ზარიაში" ასე არ არის. ყველა ლობანოვსკის მეთოდს კი არ იყენებს.

- რა პოზიციაზე გათამაშებენ?

- საყრდენად და მიკვირს, აქ რატომ წერენ, თავადმსხმელიაო.

- უკრაინაში შენი თამაში არ გვინახავს და, ცხადია, იქაურ კოლეგებს უნდა ვენდოთ.

- მაშინ არასწორად წერენ.

- საკმაოდ უცნაურია - ლიპარტია და საყრდენი ნახევარმცველი?!

- არ არის საყრდენობა ჩემი საქმე, ბურთის წართმევა დამაწყებინეს, ჩემს ამპლუაში არ ვარ, მაგრამ მწვრთნელს ხომ არ ვეტყვი, ჩემს ადგილას მათამაშეო?!

- როგორც ჩანს, უკრაინაში საყრდენადაც არ გამოიყურები ცუდად, რადგან ქეცბაიამ ნაკრებში მიგიწვია.

- კარგია უკეთეს ლიგაში მოხვედრა და ძირითადში დამკვიდრება, მაგრამ ჩემი უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის თამაშია. ბედნიერი კაცი ვარ, ბატონი თემური რომ მენდო.

- ნაკრების ვარჯიშზე რომ დაგაკვირდი, საკმაოდ მოგიმატებია, საყრდენობაც წაგადგა, დაცვაში ბევრს მუშაობ.

- სხვათა შორის, მითხრეს, გახდიო, მაგრამ წონა იგივე მაქვს, ეტყობა, წონა კუნთებში წავიდა და ასე ამიტომ გამოვჩნდი. რაც შეეხება კითხვას, ცხადია, უკრაინაში დაცვაში მეტ მუშაობას მაიძულებენ და ეს საქმე კარგადაც ავითვისე.

- ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ კლუბს მოერგე?

- ალბათ, ასეა. უკრაინის ჩემპიონატში ყველა თამაში ძირითადში ჩავატარე, მხოლოდ რამდენჯერმე შემცვალეს და ისიც ჩემი თხოვნით, რადგან ფეხი მეტკინა. მოკლედ, მენდობიან და სჯერათ, რომ რაღაც შემიძლია.

Burton
მაგარი კაცია ჯაბა :) ისე ამ რუსეთ-უკრაინამ გააწყალეს გული. ასათიანი ხომ მცველად გვიქციეს. ახლა კი ოქრიაშვილი და ლიპარტია უნდათ აქციონ საყრდენებად. არადა ორივე მაგარი ტექნიკური და შემქმნელი გამთამაშებელია.
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა