ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში დაიბეჭდა "ნიუკასლ იუნაიტედის" ახალი წევრის, ცნობილი ვეტერანის სოლ კემპბელის ფოტო, სადაც 35 წლის ვარსკვლავს...

ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში დაიბეჭდა "ნიუკასლ იუნაიტედის" ახალი წევრის, ცნობილი ვეტერანის სოლ კემპბელის ფოტო, სადაც 35 წლის ვარსკვლავს... ღიპი აქვს. ამ ამბავმა ფეხბურთელი, რომელსაც 1996-2007 წლებში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 73 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ძალიან გააღიზიანა. კემპბელმა თქვა, რომ მას, ახალ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების პირველსავე კვირას შეუტიეს და სცადეს რაც შეიძლება ცუდად წარმოეჩინათ "კაჭკაჭთა" გულშემატკივრის წინაშე. კერძოდ ვეტერანმა ბრძანა:

"დაუჯერებელია. სულ სამი დღეა რაც ვვარჯიშობ, სამად სამი დღე... სხვა ფეხბურთელებს მზადება უკვე სამი კვირის დაწყებული აქვთ. წარმოგიდგენიათ, რა უპირატესობა აქვთ დანარჩენებს ჩემთან შედარებით? ანდა, დავიჯერო, ამ გაზეთში არ იცოდნენ, რომ ახლახან ცოლი მოვიყვანე და თაფლობის თვე მქონდა? კი ბატონო, ვაღიარებ, რომ ფოტო, რომელიც დაიბეჭდა ნაღდია. ის დამუშავებული და

გადაკეთებული არ გახლავთ, მაგრამ სავარჯიშო მაისურიც ზედმეტად მოტკეცილი იყო და სხეულს ზედმიწევნით კვეთდა. ამწუთას მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: დღეს, გაცილებით უკეთესად ვარ ვიდრე მაშინ, ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ "არსენალში" რომ მივედი. იქ, "არსენალში" ფორმა აღვიდგინე და ვფიქრობ, გასული სეზონის ბოლო მონაკვეთი შესანიშნავად ვითამაშე".

კემპბელმა კარგად იცის, რომ ფორმის სწრაფად აღდგენა შეუძლებელია, თუმცა ისიც შესანიშნავად მოეხსენება, რომ თავისას მიაღწევს და "ნიუკასლის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება.

"ვერაფერს შევცვლი, ასეთად დავიბადე - ზორბა კაცი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ფორმაში სწრაფად ჩადგომასა და წონის დაკლებას ვერ დავაძალებ, რადგან ამან შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს. რასაკვირველია, მესმის, რომ მწვრთნელს შემადგენლობაში ვჭირდები, მაგრამ სეზონის დაწყებამდე, ხომ ჯერ კიდევ ორი კვირაა. მე ჩემთვის ჩვეულ სპორტულ ფორმაში ჩასადგომად სამი, მაქსიმუმ, ოთხი კვირა მჭირდება.

ეს ყველაფერი ადრეც გადახდენია, მომისმენია, მითქვამს და მინახავს. იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ვიცი ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო. წინ ხანგრძლივი სეზონია და იდიოტებს ყური არ უნდა დავუგდო. ფორმაში იმდენ ხანში ჩავდგები, რამდენი ხანიც ჩემს ორგანიზმს სჭირდება საამისოდ. რასაკვირველია, თამაშებს შორის დამატებითი ვარჯიშები დამჭირდება. ერთი სიტყვით, მინდა ყველა შერყეულმა იცოდეს, რომ მე დიდებულ გუნდში გადავედი, სადაც დიდებული მწვრთნელის (კრის ჰაფტონის) ხელმძღვანელობით უნდა ვითამაშო. ამიტომაც, ჯერ მაცადეთ, ავთამაშდები და დასკვნები მერე გამოიტანეთ".

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა